დერმატოლოგი: სახის კანის გაწმენდის ძრითადი წესები

3042

ყოველდღიური ჰიგიენური რუტინა ყველა ადამიანისთვის მსგავსია. თუმცა, არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა შესახებაც ცოტამ თუ იცის. ამის გამო ბევრი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას და ვერ ხვდებიან, რატომ იღებენ უსიამოვნო შედეგებს.

სახის კანის გაწმენდა

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ ასეთ მნისვნელოვან შეცდომაზე, რომელსაც ყოველი მეორე ადამიანი უშვებს. განსაკუთრებით, იგი დამახასიათებელია შხაპის მოყვარული ადამიანებისთვის.

სწორედ ეს ადამიანები, ხშირად, სახეს შხაპის მიღების დროს იბანენ. უახლესმა კვლევებმა, რომელიც დერმატოლოგების მთელმა ჯგუფმა ჩაატარა, დაამტკიცა, რომ ასეთი პროცედურა უაღრესად არასასურველია, რამდენადაც ბევრი უსიამოვნო შედეგი მოაქვს სახის ნაზი კანისთვის.

შხაპში სახის დაბანის შედეგები

1. თუ დიდხანს გიყვართ ძალიან ცხელი ან ცივი წყლის ქვეშ დგომა, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედება აფართოვებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს. ეს გაამწვავებს კანის დაავადებებს და გამოიწვევს გაწითლებასაც.

2. ძალიან ცივი წყალი იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების შეფერხებასა და სისხლძარღვების შევიწროებას. სამომავლოდ ეს კანის ელასტიურობის დაკარგვასა და ნაადრევ დაბერებას გამოიწვევს.

3. თუ კანს ძალიან დიდხანს მიუშვერთ სახეს წყალს, ეს უსიამოვნო სიმშრალესაც გამოიწვევს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საშიშია იმ კანისთვის, რომელიც თავისთავად მშრალია.

4. სახეზე ცივი წყლის ხანგრძლივ ზემოქმედებას შეუძლია ძილის დარღვევების, უძილობის გამოწვევა.

კანის მოვლა, ხშირად, რთული გეჩვენებათ, თუმცა ამაში შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ დაიბანეთ სახე ყოველ დილით, გრილი წყლით, კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ნიღბები და დაიცავით კანი მზის მავნე ზემოქმედებისგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს