თვალი სულის სარკეს წარმოადგენს. ყველა თვალის ფორმა თავისებურად ლამაზია, მაგრამ კიდევ უფრო მიმზიდველი რომ გახადოთ, ლაინერის დახმარებით შეღებეთ. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ შეღებოთ თვალები სწორად.
ნუშის ფორმის თვალი
როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ნუშის ფორმის თვალი გაქვთ? თვალის ყველა კუთხე, კერძოდ შიდა და გარე ერთ დონეზე იმყოფება, ხოლო შიდა კუთხეებს შორის დაშორება თვალის სიგრძის ტოლია.
თვალის ლამაზი მოხატვით ყურადღება რომ მიიქციოთ, შიდა კუთხიდან წვრილი ხაზი გაავლეთ და თანდათანობით გარე მხარეს გააფართოეთ, სჯობს კუთხეს არ გასცდეთ. ასე თვალი უფრო ფართო გამოჩნდება და ხედვა გამოხატული გახდება.
ჩამოკიდებული ზედა ქუთუთო
ასეთი ტიპის თვალში კანის დამატებითი ფენა ქუთუთოს ნაკეცს ედება, რაც თვალს ვიზუალურად აპატარავებს. სწორედ ამიტომ რაც შეიძლება მეტი მოცულობა უნდა მიანიჭოთ.
იდეალური ისარი ასეთი თვალისთვის – ფართო, ქუთუთოს ქვედა ნაწილი წამწამებამდე სრულად დაფარული. ამ შემთხვევაში ლაინერი რაც უფრო მუქი ფერისაა, მით უკეთესი.
ფართოდ განლაგებული თვალები
თუ თვალებს შორის დაშორება ერთი თვალის სიგანეს აღემატება, მაშინ ამ შემთხვევაში ფართოდ განლაგებული თვალები გვაქვს.
დაშორება ვიზუალურად რომ შეამციროთ, ზედა ქუთუთოზე სრულად და ქვედა ქუთუთოზე შუა ნაწილიდან ლაინერი უნდა წაისვათ. ამასთან შიდა კუთხეში ლაინერის წასმა აუცილებელი არაა. ზედა და ქვედა წამწამები შეღებვის დროს, ცხვირის ფუძის მიმართულებით დაივარცხნეთ.
მრგვალი თვალები
დიდი (მრგვალი) თვალები საკმაოდ გამოხატულია, მაგრამ მათ ნუშის ფორმა აკლიათ. მთავარი ამოცანაა – მისი დაგრძელება.
ამისთვის ზედა ქუთუთოზე ლაინერის ხაზი (დაახლოებით 1 სმ) თვალის გარე კუთხისკენ დააგრძელეთ. სხვათა შორის, ასეთი ფორმის თვალისთვის „სმოქი-აიზ“ სტილი იდეალურია.
მოგრძო თვალები
მოგრძო თვალები წარმოუდგენლად სექსუალურად ითვლება, მაგრამ ასეთი ფორმის თვალებზე ისრები ძალიან ფრთხილად უნდა დახატოთ, რომ შემთხვევით ფორმა არ დააზიანოთ. თვალები ვიზუალურად რომ გააფართოვოთ, ისრის ხაზი წამწამების ზრდიდან ცოტა მოშორებით უნდა წაუსვათ და ნაზად მოტუშოთ.
თვალსა და წამწამებს შორის თეთრი ფანქარი წაისვით. შავი ფანქრით კი აქცენტი ზედა ქუთუთოზე გააკეთეთ, ცენტრალურ ნაწილში ხაზი ოდნავ გააფართოვეთ.
ახლოს ჩამჯდარი თვალები
ახლოს ჩამჯდარია თვალები, როცა მათ შორის დაშორება ერთი თვალის სიგანეზე მცირეა. ასეთი თვალის ფორმის მაკიაჟის მთავარი ფუნქცია – ვიზუალურად უფრო გახელილი ხედვის მიცემაა.
ამისთვის ღია ფერიდან მუქ ფერზე გადასვლა აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ისრის მოხატვა თვალის შიდა კუთხის ოდნავ ქვემოდან დაიწყეთ. ისრის კუდი ქუთუთოს უნდა გასცდეს და ოდნავ აწეული უნდა იყოს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.