ზაფხულში ყველა ქალს უნდა მსუბუქად და ლამაზად გამოიყურებოდეს. მაშინაც კი, თუ ზედმეტ კილოგრამებს ვერ დაიკლებს სეზონამდე, მაინც ეძებს ტანსაცმელს, რომელიც მას გამხდარსა და ლამაზს გამოაჩენს.
კაბა – განსაკუთრებული ტანსაცმელია. კაბის მოდელების იმხელა მრავალფეროვნება არსებობს, რომ მათ შორის ნამდვილად შეიძლება ისეთის შერჩევა, ნებისმიერი ფიგურის ღირსებას რომ გამოკვეთს. ამ სეზონში მომგებიანია ქალების ორივე ტიპი: როგორც გამხდარი, ისე ცოტათი სავსე. იმიტომ, რომ მოდაშია თავისუფალი დაფარვა და მიდი-მაქსი სიგრძეები.
ეს კი მანევრების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლებელია თავისუფალი კანის მოჭერა წელის, მკერდისა თუ თეძოების გამოსაკვეთად. მიდის სიგრძე საშუალებას გაძლევთ ფეხების გამოჩენისა, მაქსის სიგრძე კი მათ კაბის ქვეშ დამალავს. გადავხედოთ კონკრეტულ მაგალითებს.
საზაფხულო კაბების მოდელები
1. კაბა-პერანგი
ეს მოდელი თითქმის ნებისმიერ ფიგურასა და ნებისმიერ შემთხვევას უხდება. შეგიძლიათ მისი ჩაცმა როგორც ოფისში, რომელშიც მკაცრი დრეს-კოდი არაა, ისე სეირნობის დროსაც. კაბა შეიძლება იყოს როგორც გრძელი, ისე მოკლეც. ფეხების დაფარვა შეიძლება არამხოლოდ კაბის სიგრძით, არამედ ლეგინსებისა და ვიწრო შარვლების მოკლე კაბის ქვეშ ჩაცმითაც. ასეთია თანამედროვე მოდის ტენდენციები.
რაც შეეხება ფეხსაცმელს – იგი შემთხვევას უნდა შეესაბამებოდეს. მას ეხამება როგორც კლასიკური ფეხსაცმელი, ისე სანდლები ან სპორტული ფეხსაცმელი.
2. მიდი და მაქსი სანათი-სახელოებით
სანათი-სახელო კაბას რომანტიულ და ცელქ იერს მიანიჭებს. უკეთესი იქნება, თუ ასეთსახელოიანი კაბა ერთ ტონში, ხარისხიანი, მჭიდრო მასალისგან იქნება შეკერილი. ასევე, მოუხდება ქამარიც. მას ძალიან უხება ქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა-კლატჩი. აუცილებელი არაა ერთ ტონში ჩაჯდომა. აქსესუარებიდან კარგად მიდის შარფი ან ბიჟუტერია, რომელიც გამოკვეთს კისერსა და დეკოლტეს – ერთადერთ ღია ადგილს, თუ გავითვალისწინებთ მხრებისა და ფეხების დახურვას.
3. კაბა ამერიკული პრერიების სტილში
ამერიკული სოფლის სტილი – თამამი და საინტერესო ტრენდია. ასეთი კაბა საკმაოდ გრძელია, გამომწვევი დეკოლტეს გარეშე, გამოიყურება მსუბუქად და უბრალოდ. იკერება ნატურალური მასალებისგან, ძირითადად ბამბისგან, რომელიც იდეალურია საზაფხულო სეზონისთვის.
სანდლები და პლაჟის ჩანთა გრძელი სახელურებით მას შეავსებს ცხელ ამინდში, უხეში ბოტები და ტყავის ქურთუკი კი გრილ ამინდს შეეფერება.
4. ასიმეტრული კაბები
მოდაში დაბრუნდა ასიმეტრიული დაფარვის საზაფხულო კაბები. ამასთან, ნებისმიერი: როგორც თავისუფალი, ისე მჭიდრო დაფარვით.
ყველაზე მარტივად შეკერილი სწორი კაბა, ქვემოთ ასიმეტრიული აჭრითაც კი, საინტერესოდ გამოიყურება და თვალშისაცემია არათანაბარი კუთხეების ხარჯზე. ასეთ კაბებს იდეალურად უხდება თასმებიანი სანდლები.
თქვენ რომელ მოდელს ანიჭებთ უპირატესობას? რატომ?