ნაყენი სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. თუ განკურნება გინდათ…

1525

მე 62 წლის ვარ, უკვე პენსიაზე გავედი. აქამდე 33 წლის განმავლობაში ბუღალტრად ვმუშაობდი. ადრე მუდმივად ვავადმყოფობდი. თუმცა, საბედნიეროდ, წავაწყდი ერთი სამკურნალო ნაყენის რეცეპტს, რომელმაც მრავალი დაავადებისგან მიხსნა. ახლა მის რეცეპტს თქვენ გიზიარებთ.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ამ ნაყენმა ყველა დაავადების შესახებ დამავიწყა, თუმცა ნერვოზთან, ჰიპერტონიასთან გამკლავებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზებაში ნამდვილად დამეხმარა.

გარდა ამისა, ახლა თავის ტკივილებიც აღარ მაწუხებს. ვერ გადმოგცემთ, რამდენად მადლიერი ვარ იგი ამ ნაყენისა, ამასთან, რამდენიმე ჭარბი კილოგრამიც დავიკელი.

სამკურნალო ნაყენი


ინგრედიენტები

  • 50 გ ფიჭვის გირჩები
  • 50 გ ასკილის ნაყოფი
  • 50 გ ოროვანდის ფესვი
  • 50 გ კრაზანას ბალახი
  • 50 გ ასფურცელა
  • 50 გ მწარე აბზინდა
  • 200 მლ კონიაკი
  • 3 ლ წყალი(უმჯობესი იქნება წყაროს ან ჭის)
  • ალოეს ახალი წვენი
  • პრეპარატი “ბეფუნგინი”
  • 0.5 კგ თაფლი

მომზადება და გამოყენება

1. დააქუცმაცეთ გირჩები, ასკილი, ოროვანდის ფესვი და ბალახეული და შეურიეთ ერთმანეთს.

2. აადუღეთ 3 ლ წყალი.

3. მდუღარე წყალში ჩაყარეთ მშრალი მასა და ადუღეთ რამდენიმე საათით ძალიან ნელ ცეცხლზე.

4. გამორთეთ ცეცხლი, შეახვიეთ ქვაბი საბანში და აცადეთ 12 საათით დაყენება. გადაწურეთ სითხე და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტებიც.

5. კარგად მოურიეთ და შედგით მაცივარში.

6. პირველი კვირის განმავლობაში იღებთ 1 ჩ.კ. ნაყენს დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მეორე კვირას კი დღეში სამჯერ – 1 ს.კ. ნაყენს, სანამ სამლიტრიანი ქილა არ ჩაიცლება.

მკურნალობის ასეთი კურსი დაახლოებით 3 თვეს გაგრძელდება. ნაყენს ცუდი გემო არ აქვს, ამიტომ თამამად შეუდექით მკურნალობას.

უნდა ითქვას, რომ მიღებისას შეიძლება გაჩნდეს კუჭის გაღიზიანება, რომელიც მალევე გაქრება. ამასთან, არ შეიძლება ნაყენით მკურნალობის პერიოდში ყავის, ალკოჰოლური სასმელების, შემწვარი, ცხიმიანი და მარილიანი საკვების მიღება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს