15 ცნობილი ადამიანი, რომელთა შვილები სხვა ოჯახებმა იშვილეს

3040

ბავშვის გაშვილება ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც შეიძლება ცხოვრებაში მოგვიწიოს. იცით თუ არა, რომ ვარსკვლავურ გარემოშიც არიან გუგულები (როგორც ქალები, ასევე კაცები), რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით საკუთარი შვილები გააშვილეს?

1. ლინდა ლავლეისი

ამერიკელი პორნო მსახიობი ლინდა ლავლეისი 19 წლის ასაკში, ქალწულობის დაკარგვის შემდეგ მალევე დაფეხმძიმდა. გოგონა მკაცრ პურიტანულ ოჯახში გაიზარდა და დედამ ბავშვზე უარის თქმა აიძულა. ლინდამ თავის ვაჟიშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო, რადგან 53 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

2. დუეინ ლი ჩეპმენი

მოზარდობის პერიოდში ის ბავშვის მამა გახდა, რომლის შესახებ არაფერი იცოდა. ბავშვის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო ბავშვი გააშვილეს. მამამ შვილი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო.

3. კეიტ მალგრიუ

მსახიობმა ქალიშვილი მაშინ გააჩინა, როცა მისი კარიერა იწყებოდა. ის 1977 წელს დაფეხმძიმდა და ბავშვის მამაზე დაქორწინება არ სურდა, ამიტომ შვილზე უარის თქმა გადაწყვიტა. ისინი 2001 წელს კვლავ შეხვდნენ და ახლა ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.

4. პატი სმიტი

მომღერალმა პატი სმიტმა 21 წლის ასაკში ქალიშვილი გააშვილა. უცნობია, ერთმანეთს თუნდაც ერთხელ მაინც თუ შეხვდნენ.

5. ტედ ნიუჯენტი

ტედ ნიუჯენტმა ორი შვილი – ბიჭი და გოგო გააშვილა, მაგრამ მომავალში მომღერალმა ორივე შვილთან დაკავშირება მოახერხა.

6. მერსედეს რიული

ოსკაროსანმა მსახიობმა, მერსედეს რიულმა ვაჟიშვილი 1976 წელს გააშვილა. მოგვიანებით ხელახლა დაუკავშირდა და ახლა ახლოს არიან.

7. კევინ თორნტონი

ცნობილი ვარსკვლავების შეფ-მზარეულმა კევინ თორნტონმა და მისმა ცოლმა საკუთარი შვილი 1980 წელს ბავშვთა სახლში დატოვეს. მათ არ იცოდნენ, რომ შვილს ელოდებოდნენ, სანამ ცოლს მშობიარობა არ დაეწყო. წყვილი ბავშვისთვის მზად უბრალოდ არ იყვნენ. თუმცა მოგვიანებით ვაჟიშვილმა 18 წლის ასაკში მშობლები იპოვა და ოჯახი ხელახლა გაერთიანდა.

8. ჯონი მიტჩელი

21 წლის ასაკში კანადელმა როკ შემსრულებელმა ქალიშვილზე უარი თქვა და კარიერაზე გააკეთა არჩევანი (მაშინ მისი ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ საუკეთესოს სურვილს უტოვებდა). დედა და ქალიშვილი ერთმანეთს მხოლოდ 1997 წელს შეხვდნენ, როცა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ჯონი ქალიშვილს ეძებს.

9. როდ სტიუარტი

ბრიტანელმა მსახიობმა როდ სტიუარტმა თავისი ქალიშვილი სარა (მომღერლის 8 ბავშვიდან პირველი) მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა ის 17 წლის იყო.

10. ჯეი ტომასი

მსახიობმა ჯეი ტომასმა ვაჯიშვილი თავისი იმდროინდელი შეყვარებულისგან მაშინ გააშვილა, როცა მისი კარიერა ჯერ კიდევ იწყებოდა. წყვილი ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მამა და შვილი 2007 წელს ერთმანეთს დაუკავშირდნენ.

11. ალბერტ აინშტაინი

ალბერტის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან (მილევა მარიჩი) ლიზერლი ქორწინების გარეშე 1902 წელს დაიბადა. ზოგი ამბობს, რომ გოგონა ბავშთა სახლში დატოვეს, ზოგი კი ამბობს რომ გააშვილეს. მოგვიანებით ლიზერლი ქუნთრუშათი დაიღუპა.

12. დირკ ბენედიქტი

Battlestat Galactica-ს ვარსკვლავმა არ იცოდა, რომ მისი ვაჟიშვილი 1968 წელს დაიბადა და დედამ გააშვილა. 1998 წელს ერთმანეთი მაინც იპოვეს.

13. დევიდ კროსბი

1962 წელს დევიდ კროსბმა რომანი გააჩაღა. შედეგად დაიბადა ვაჟიშვილი, რომელიც გააშვილეს. წლების შემდეგ მამა და შვილი ერთმანეთს დაუკავშირდა და ერთად მუსიკაც კი შექმნეს!

14. კლარკ გეიბლი

1930-40-იან წლებში ჰოლივუდის მეფის და სექს სიმბოლოს კლარკ გეიბლის შეყვარებული, ლორეტა იანგი, 1935 წელს დაფეხმძიმდა. მსახიობმა მთელი გეგმა შეიმუშავა, თუ როგორ დაემალა საზოგადოებისთვის ორსულობა, მაგრამ ამასთან ბავშვი დაეტოვებინა.

1935 წლის 6 ნოემბერს მან გოგონა გააჩინა, რომელსაც ჯუდიტი დაარქვა. თითქმის იმწამსვე გოგონა ბავშვთა სახლში წაიყვანეს, მაგრამ არ იფიქროთ რომ იანგმა ბავშვზე უარი თქვა – რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობმა ჯუდიტი „იშვილა“. პრესაში კი თქვეს, რომ თავიდან ორი ბავშვი იშვილა, მაგრამ ერთის დაბრუნება ბიოლოგიური მშობლებისთვის მოუწია. კლარკ გეიბლი გოგონას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, როცა ის 15 წლის იყო, მაგრამ არ უღიარებია, რომ მამამისი იყო.

15. როზანა ბარი

1970 წელს, 17 წლის ასაკში როზანა ბარიმ ქალიშვილი გააჩინა. მოგვიანებით მასთან დაკავშირება შეძლო და ის ბარის სერიალში „როზანა“ დამხმარედ მუშაობდა.

იყო ერთდროულად კარგი მშობელი და დიდებული მსახიობი საკმაოდ რთულია და ამ ამოცანას მხოლოდ ერთეულები უმკლავდებიან. დანარჩენებს კი რთული არჩევანის გაკეთება უწევთ.

თქვენ რას ფიქრობთ ხალხზე, რომლებიც საკუთარ შვილებს აშვილებენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს