როგორ მოვამზადოთ იდეალური არომატის მქონე პიტნის მურაბა

1934

ერთხელ, აგარაკზე მეზობელთან გადავედი და ვნახე, რომ მურაბის ქილებს ხუფავდა. თითქოს არაფერი უცნაური, მაგრამ ეს მურაბა იყო მწვანე. დიდხანს ვფიქრობდი, რისი მურაბა უნდა ყოფილიყო, ასეთი გაჯერებული ფერი რომ ჰქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე მეკითხა. ასე გავიგე პიტნისა და ლიმონის ჯემის რეცეპტი.

თავიდან ვფიქრობდი, გასასინჯად 1 ქილა მომემზადებინა, ახლა უკვე მესამე წელია, ამ მურაბას ვამზადებ და ჯერ არ მომბეზრებია. ჩვენი რედაქცია ამ ტკბილეულის რეცეპტს გიზიარებთ.

პიტნის მურაბა

ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი
  • 200 გ პიტნა
  • 1 ლიმონი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1 პაკეტი ჟელატინი
  • მწვანე საკვები საღებავი

მომზადება

1. პირველ რიგში, მოამზადეთ პიტნის ფოთლები. გარეცხეთ და გააშრეთ მტევნები, შემდეგ კი დაჭერით ღეროებიანად.

2. გარეცხეთ ლიმონი და დაჭერით რკალებად ან კუბებად. მოათავსეთ პიტნა და ლიმონი მდუღარე წყლით სავსე ქვაბში.

3. პერიოდულად ურიეთ, ხარშეთ პიტნა და ლიმონი 20 წუთით. შემდეგ გადაწურეთ ნახარში წვრილ საცერში ან საწრეტში. რეკომენდებულია ორჯერ გადაწურვა, რათა მიიღოთ სრულიად გამჭვირვალე სითხე.

4. სუფთა, გაწურული სიროფი გადაასხით უკან ქვაბში და ჩაყარეთ შაქარი. ხარშეთ კიდევ 20-30 წუთით. რაც უფრო დიდხანს ხარშავთ, მით უფრო სქელი გამოვა.

5. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინი, რომელიც მაღაზიაში იყიდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ აგარის ფხვნილიც. დაუმატეთ იგი სითხეს ხარშვის ბოლოს, კარგად მოურიეთ და კიდევ 2 წუთით ხარშეთ.

6. ფერით მურაბა არც ისე ლამაზი გამოდის, სწორედ ამიტომაა სასურველი საღებავის დამატება. ასე მურაბა მკვეთრი ზურმუხტისფერი გამოვა. ისღა დაგრჩენიათ, მოხუფოთ ქილები და შეინახოთ ზამთრისთვის საწყობში.

თქვენ რას ამზადებთ პიტნისგან? გაგვიზიარეთ საყვარელი რეცეპტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს