რა მივირთვათ 70 წლის ასაკში რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ – მინუს 30 წელი

14427
რა მივირთვათ 70 წლის ასაკში რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ - მინუს 30 წელი
რა მივირთვათ 70 წლის ასაკში რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ - მინუს 30 წელი

70 წლის ასაკში მაქსიმუმ 40 წლის ქალს გავდეთ? ბევრისთვის ეს როგორც მინიმუმ სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება, ან საერთოდ ფანტასტიკად თვლიან. დაბერების პროცესი შეუცვლელ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, რომელიც თავის მხრივ სხეულსა და მთლიან გარეგნულ მხარეზე თავის დაღს ასვამს. თუმცა სამყაროში შესანიშნავი მაგალითი არსებობს, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოთ 20 წლის ასაკის გოგოს გარეგნობას 70 წლის ასაკში.

ჩვენი სტატიის გმირი არის ნორმა იულიამსი და 170 სმ სიმაღლის ფონზე 60,5 კგ-ს მეტს არასდროს იწონის. ნორმა ადგილობრივი ცნობილი ადამიანი და ბევრისთვის სამაგალითო გახდა განსაკუთრებული კვების სისტემის წყალობით, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ.

როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილობა და რა მივირთვათ, რომ არ დავბერდეთ


“მივხვდი, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ” – ამბობს ნორმა უილიამსი ჟურნალისტებთან და ირწმუნება, რომ მოდელის გარეგნობის ფორმებზე არასდროს ოცნებობდა, მხოლოდ სურდა ისეთი ფორმა ჰქონოდა, რომლის დანახვაც სიამოვნებას მოჰგვრიდა.

ჟურნალისტები და უბრალოდ თაყვანისმცემლები ლამაზმანს გარეგნობის და შესანიშნავი ფორმების შენარჩუნების საიდუმლოს შესახებ ათასობით კითხვას უსვამენ, რაზეც ერთი და იმავე პასუხს ღებულობენ: არანაირი სადილი, მაგრამ გემრიელი საუზმე, სრულყოფილი ვახშამი, ძილის წინ ერთი ჭიქა ღვინო თავისი მისაყოლებლით. თითქოსდა ასეთი მენიუ S ზომას არ შეეფერება, რომელსაც ნორმა ატარებს. თუმცა ასე არაა!

1. საუზმე
დღე არა ყავით და სამსახურში წასვლის წინ ადრეული საკვების მიღებით არ იწყება, ბრიტანული წარმოშობის იტალიელის სამსახური საპასუხისმგებლოა: ის უძრავი ქონების ბიზნესს მართავს.

ნორმა ოქროს წესს მკაცრად იცავს, რომლის შესახებაც ყველა მზარეული საუბრობს. წესი ამბობს: დილით ადრე კუჭის გადატვირთვა არ შეიძლება, რადგან მას ჯერ კიდევ სძინავს. საუზმე დაახლოებით 12 საათზე უნდა მიიღოთ. ნორმა საუზმეზე უპირატესობას თაფლიან კრუასანს ანიჭებს, რომელსაც თან კაპუჩინოს აყოლებს.

2. სადილი
სადილი სიაში არ არის, მის ნაცვლად ხილით წახემსება. ჩვეულებრივ ეს არის ბანანი, ფორთოხალი და რომელიმე სეზონური ხილი.

3. ვახშამი
ვახშამი საკმარისი რაოდენობის ცილას შეიცავს. ეს შეიძლება იყოს ქათმის მკერდის ნაჭერი ან თეთრი თევზი ბროკოლით, სოკოთი, მწვანე ბარდით, სოიოს სოუსით. ეს ყველაფერი ზეითუნის ზეთში მზადდება, ზემოდან თხილს და მზესუმზირას აყრიან. ნორმა ზეითუნის ზეთზე გიჟდება და ცდილობს ყველგან დაამატოს.

4. ღვინო მისაყოლებლებით
მენიუს კიდევ ერთი აუცილებელი პუნქტი – წითელი ღვინო. ნორმა საღამოს 7 საათამდე ღვინოს არასდროს სვამს და მხოლოდ მისაყოლებლებთან ერთად: რამდენიმე პაკეტი მარილიანი პეჩენია, კაკალი და ჩირი, ბრინჯის კრეკერი შოკოლადთან ერთად (6 ცალი) და იოგურტით დიდი სუფრის კოვზის თაფლით. ნორმა ყოველ საღამოს თითქმის ნახევარ ბოთლ ღვინოს სვამს.

იტალიელის მენიუ რომ განვიხილოთ, ის იდეალურად არის დაგეგმილი. ნორმამ მთავარი საკვების მიღება დღეში ორამდე შეამცირა, ასე შიმშილის გრძნობა არ აწუხებს: საუზმე 12 საათზე, ვახშამი 6-ზე, ასევე წახემსება მათ შორის და ღვინო ძილის წინ.

საჭირო არის თუ არა ღვინო, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ წითელ ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით ნორმას კანი 20, თუ 30 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ქალის ჯანმრთელობისთვის წითელი ღვინო ასევე რეკომენდებულია.

ცილოვანი ვახშამი აქ მარტივი არაა. ნორმა ფიზიკური ვარჯიშით არის დაკავებული და უყვარს ფეხით სეირნობა – ეს საჭიროა იმისთვის, რომ სხეულის ტონუსი შეინარჩუნოს. კუნთების მუშაობისთვის კი ცილები აუცილებელია, განსაკუთრებით ასეთ ასაკში.

ნორმა უილიამსმა დაამტკიცა, რომ ასაკი ლამაზი, მოხდენილი და ჯანსაღი სხეულისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მისი მარტივი რაციონი ფრანგული დიეტის ძირითად ელემენტებს შეიცავს, ასევე ჯანსაღი კვების წესებს. ცოტა მოხერხებულობა და თქვენი მშვენიერი მენიუ მზადაა. როგორ მოგწონთ იტალიელის მენიუ? ჩვენი აზრით, შედეგი უბრალოდ წარმოუდგენელია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს