თუ თქვენ, ძვირფასო მკითხველო (განსაკუთრებით თუ ქალი ხართ), მოულოდნელად შენიშნეთ ძილის გაუარესება, განწყობის სწრაფი ცვლილება, წვრილმანებზე გაღიზიანება და ენერგიის ნაკლებობა, სავარაუდოდ მაგნიუმის დეფიციტი გაწუხებთ. რისთვის არის საჭირო ეს მინერალი და როგორ შევავსოთ მარაგი?
მაგნიუმის ქლორიდის ხსნარი
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ ყველა ქალს მაგნიუმის ქლორიდი ჰაერივით რატომ სჭირდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ მაგნიუმის დონეს დააბალანსებთ.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თანამედროვე ქალი სათანადო წესით არ იკვებება. ამას შედეგად მოსდევს ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები. ხშირად ამ დაავადებებს ვიტამინებისა და მიკროლემენტების დეფიციტი იწვევს.
როგორც რკინის ან კალციუმის დეფიციტი, ასევე მაგნიუმის დეფიციტი გავრცელებული მოვლენაა. ექიმები განგაშს ტეხენ და ეს ფაქტი ზოგადი სამედიცინო პრობლემა გახდა. 25 წლის შემდეგ ქალებისთვის მაგნიუმის ქლორიდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სად მოვიპოვოთ ეს მიკროელემენტი? პირველ რიგში, კვების პროდუქტებში. ამ მხრივ ლიდერია ზღვის წყალმცენარეები, ხორბლის ქატო, გოგრის თესლი, სეზამი, ნუში, არაქისი, ნიგოზი, ისპანახი, ლობიო, ფინიკი და მზესუმზირას თესლი.
თუ რაციონის შეცვლას ვერ ახერხებთ, მაგნიუმი ბიოლოგიური დანამატის სახით უნდა მიიღოთ. მის შეძენას აფთიაქში წყლის ხსნარის ან აბის სახით შეძლებთ.
რატომ მაინც და მაინც მაგნიუმის ქლორიდი? როგორც აღმოჩნდა, ეს ნაერთი არა მხოლოდ მაგნიუმის დონეს აღადგენს, არამედ კალციუმის სწორად ათვისებას უწყობს ხელს. ამ დანამატის ყოველდღიური მიღებით აპათიას, დაღლილობას და დეპრესიას დაამარცხებთ.
მაგნიუმის ქლორიდი ბუნებრივი მინერალია, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე ბუნებრივ ანტიდეპრესანტს წარმოადგენს.
რით არის სასარგებლო მაგნიუმის ქლორიდი
- სისხლს წმენდს და ორგანიზმში მჟავე-ტუტე ბალანსს არეგულირებს.
2. თირკმლებს წმენდს და ქვებსა და მარილებს დაგროვების საშუალებას არ აძლევს.
3. ტვინის მუშაობას სტიმულირებს და ნერვულ ნაერთებს აძლიერებს.
4. დაღლილობას ებრძვის.
5. სისხლძარღვებს წმენდს და გულის კუნთებს აძლიერებს.
6. კალციუმის ბალანსის შესანარჩუნებულად მნიშვნელოვანია.
7. ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
8. ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას აფერხებს.
9. ყაბზობას კურნავს და გახდომას ხელს უწყობს.
10. ცხოვრების ხანგრძლივობას ზრდის და ნაადრევ სიბერეს აფერხებს.
11.მენოპაუზის ნიშნებს ამსუბუქებს, ჰორმონალურ მდგომარეობას აღადგენს.
მაგნიუმის ქლორიდი გამოყენება შემდეგი მეთოდით ხდება. პირველ რიგში, თქვენ დაგჭირდებათ მზა დანამატი აბის ან წვეთის სახით, ან კრისტალური მინერალი, რომ ხსნარი თავად მოამზადოთ.
საკვები ხსნარის მომზადება საკმაოდ მარტივია. 30 გრ მაგნიუმის ქლორიდის კრისტალს 1 ლ თბილი, ადუღებული წყალი დაასხით. აურიეთ და მინის თავსახურიან ქილაში გადაიტანეთ.
ხსნარი შემდეგი სქემით მიიღეთ. 40 წლამდე ქალებისთვის დღეში ერთხელ, დილით 1 ს/კოვზის, ხოლო 40-დან 60 წლამდე – 2 ს/კ მიღება საკმარისია. 70 წლის შემდეგ დღეში 2-ჯერ 2 ს/კ მიიღეთ.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მაგნიუმი უკუჩვენებულია წყლულოვანი კოლიტის, ქრონიკული დიარეას და მწვავე თირკმლის უკმარისობის დროს. ანტიბიოტიკთან ერთად მისი მიღება არ შეიძლება. 12 წლამდე ბავშვებისთვის მედიკამენტი აკრძალულია.
გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ექიმის დახმარებით იმის განსაზღვრას შეძლებთ, მაგნიუმის დეფიციტი გაწუხებთ, თუ სხვა დაავადება. ამისთვის რამდენიმე ანალიზის გაკეთება მოგიწევთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.