არანაირი შიმშილის დღეები, არანაირი გაღიზიანება და დეპრესია. ცხიმი ქრება, როგორც ნამი მზეზე

1833
Food combining groups

სამსახურში ახალი დიეტის შესახებ საუბარს ყური მოვკარი, რომელსაც უცნაური სახელი ჰქონდა – „ატომური“. სერიოზულად ვერ აღვიქვი, სანამ თანამშრომლებმა ხანმოკლე დროში წონაში კლება არ დაიწყეს.

დიეტის მენიუმ მრავალფეროვნებით სასიამოვნოდ გამაოცა. პროდუქტები მარტივი და ნაცნობია და შიმშილი საჭირო არაა. მხოლოდ 1 კვირაში 5 კგ-ის დაკლება შეიძლება, ხოლო 2 კვირაში 8-დან 12 კმ-მდე. დიეტას არანაირი გაღიზიანება და დეპრესია არ ახლავს.

„ატომური დიეტა“

ეს პროგრამა შვეიცარიელმა დიეტოლოგმა შეიმუშავა, ხოლო „ატომური“ ალბათ იმიტომ უწოდეს, რომ ყოველდღე ჭარბი ცხიმს უბრალოდ აფეთქებს. წონის კლებას ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მენიუს მონაცვლეობა იწვევს.

ცილოვან დღეებში მხოლოდ ცილოვანი საკვების მიღება შეიძლება. მის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება, რის გამოც ორგანიზმი ენერგიას ჯერ ღვიძლის გლიკოგენის რეზერვიდან, შემდეგ კი ცხიმის უჯრედებიდან იღებს.

ნახშირწყლების დღეებში გლიკოგენის მარაგის შევსება ხდება, მაგრამ რადგან ენერგია ჯერ კიდევ საკმარისი არაა, კვლავ ცხიმების დაშლა ხდება. ასე წონაში დაკლება და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება ხდება.

ერთი დღე ბოსტნეულის ჭამის შემდეგ ცილოვანი საკვების სურვილი გვიჩნდება, რომელიც ხვალ უკვე შეგიძლიათ მიირთვათ და პირიქით. მაგალითად მე ასეთი ვარიანტი შემეფერება: მშიერი თვალებით საკვებს არ უყურებთ და მრავალფეროვნებაც ასე თუ ისე გვაქვს.

ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ რაც უფრო ბევრს იწონით, მით უფრო ბევრს დაიკლებთ. დიეტის ერთადერთი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ვეგეტარიანელების არ გამოადგებათ. ცილოვან დღეებში ცხოველური ცილები უნდა მიიიღოთ და არანაირი სოიო ან  პარკოსანი არ გამოდგება.

წესები და პრინციპები

შვეიცარიული „ატომური დიეტა“ დანაწევრებულ კვებას გულისხმობს, ან რაც უფრო ხშირად მით უკეთესი.თუ მსუბუქ შიმშილს გრძნობთ, ცოტა შეჭამეთ. თავი არ დაიტანჯოთ.

სიაში მოცემული პროდუქტები შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ, მაგრამ გადაძღომა მაინც არ ღირს. რეკომენდებულია დაახლოებით 1200 კალორია, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის შემთხვევაში 1600 კალორია.

ნებადართული პროდუქტები ცილოვან დღეს

  1. უცხიმო ხორცი და თევზი
  2. კვერცხი
  3. ზღვის პროდუქტები
  4. რძე
  5. უცხიმო რძე

ნებადართული პროდუქტები ნახშირწყლების დღეს

  1. თითქმის ყველა ხილი ბანანის, ყურძნის და კარტოფილის გარდა.
  2. ბოსტნეულის სალათი და რაგუ
  3. ბოსტნეულის წვნიანი
  4. ფრეში

ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ შავი, მწვანე და ბალახების ჩაი, უშაქრო ყავა დალიოთ. წყლის დალევა აუცილებელია. მარცვლეული (წიწიბურა და შვრია) და მყარი ჯიშის ხორბლის მაკარონის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პირველ შედეგს დაინახავთ.

რედაქციის რჩევა

დიეტა ცილოვანი დღით დაიწყეთ. პირველ რიგში, ბოსტნეული არავის ენატრება ისე, როგორც ხორცი. მეორე მხრივ, მეორე დღეს თავს უფრო უკეთ იგრძნობთ.

მენიუს მაგალითი ცილოვან დღეზე

საუზმე

2 მოხარშული კვერცხი ან ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ხაჭოს ნარევი ან უტკბილო იოგურტი, 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.

სადილი

მოხარშული, გამომცხვარი ან ორთქლზე მომზადებული ქათმის/ძროხის/უცხიმო თევზის ხორცი, რამდენიმე ნაჭერი ხმელი ყველი, 1 ჭიქა ჩაი რძესთან ერთად.

ვახშამი

მცირე ზომის ხაჭო, 2 ნაჭერი ხმელი ყველი, 1 ჭიქა კეფირი ან ნატურალური იოგურტი. შეგიძლიათ რამდენიმე პროდუქტი გააერთიანოთ. მთავარია, რომ ვახშმის შემდეგ დანაყრება იგრძნოთ.

მენიუს მაგალითი ნახშირწყლების დღეზე

საუზმე

ხილის სალათი. შეგიძლიათ რამდენიმე კოვზი შვრია ცხიმის და რძის გარეშე შეჭამოთ.

სადილი

სამარხვო წვნიანი ან მწვანე ბორში კარტოფილის გარეშე. 1 ჭიქა ახალ დაწურული ბოსტნეულის ან ხილის წვენი შაქრის გარეშე.

ვახშამი

გამომცხვარი ყაბაყი ან ახალი კომბოსტოს და კიტრის სალათი, ზეთით მორთული.

თუ მარცვლეული და ბოსტნეულის და ხორცის ნარევი ძალიან გენატრებათ, ნახშირწყლების დღეებში შეგიძლიათ ცოტა ცილა, ხოლო ცილოვან დღეებში ცოტა ნახშირწყლები დაამატოთ.

შვეიცარიულ დიეტას შემდეგი უპირატესობა აქვს: დაბალანსებული რაციონი, სწრაფი მოქმედება, შიმშილის დღეების და საკვების რაოდენობის შეზღუდვის არ არსებობა, სამსახურისა და ფიზიკური ვარჯიშების კომბინაცია, შედეგის გამყარება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს