ეფექტური ნაცადი საშუალება სახსრების ტკაცუნისა და ტკივილის წინააღმდეგ

6337

ჩვენ ყველამ ვიცით, რა საშინელებაა სახსრების ტკივილი, ხოლო მათი ტკაცუნი – საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევაა. სამწუხაროდ, მუხლებთან, მხრებთან, იდაყვებთან და მაჯებთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველას აწუხებს, ვინც კომპიუტერის მაგიდასთან ატარებს დიდ დროს, და ამას ვერ გავექცევით.

ეს პრობლემები განსაკუთრებული ძალით 45 წლიდან იწყებს თავის ჩენას, თუმცა, რა გავაკეთოთ, თუ ტკივილი 25-30 წლის ასაკში იწყება? ასაკობრივია თუ არა ეს პრობლემები?

რა თქმა უნდა, სახსრების ტკივილს სხვა, კომპიუტერთან და ცხოვრების მჯდომარე წესთან დაუკავშირებელი, მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ტრავმა, გადაღლა, მოტეხილობა, ართრიტი და რევმატიზმი. საბედნიეროდ, არსებობს ერთი რეცეპტი ხალხური მედიცინიდან, რომელიც მხოლოდ მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება და პირველი გამოყენებისთანავე გაგრძნობინებთ გაუმჯობესებას.

როგორ მოვიშოროთ სახსრების ტკივილი

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. მდოგვი(ცხარე)
  • 1 ს.კ. წვრილი მარილი
  • 1 ს.კ. სოდა

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. გადაასხით მასა ხელის კრემის სუფთა, ცარიელ ბოთლში ან ნებისმიერ სხვა შეფუთვაში.
  3. როცა კიდევ ერთხელ იგრძნობთ დისკომფორტს სახსრებში, უბრალოდ შეიზილეთ ეს “კრემი” მტკივან ადგილას.
  4. დაიფარეთ პოლიეთილენის პაკეტი და შეიხვიეთ თბილი(სასურველია შალის) შარფით.
  5. ასეთი კომპრესი 1.5-2 საათით უნდა გაიჩეროთ. საუკეთესო შედეგს მიიღებთ ძილის წინ, რათა სახსრებმა შეძლონ დასვენება მკურნალობის შემდეგ. დილით ჩამოიბანეთ მასა.
  6. გაიმეორეთ პროცედურა 4-5 დღის განმავლობაში ზედიზედ. ეფექტს პირველივე ჯერზე იგრძნობთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს