ცოტამ თუ იცის არყის ფოთლებისა და კვირტების სამკურნალო თვისებების შესახებ, არადა მათ ჩვენი საოჯახო აფთიაქის ნახევრის ჩანაცვლება შეუძლია. არყი – უნიკალური ხეა, რომელსაც შეუძლია ადამიანის გადარჩენა ბევრი უბედურებისგან. მას ყველაფერი სამკურნალო აქვს: კვირტები, ფოთლები, ყვავილები, ქერქი და ქერქის გარე შრეც კი. არყი მთლიანად გასცემს თავის თავს თქვენთვის, უბრალოდ აიღეთ და გამოიყენეთ.
როგორ გამოვიყენოთ არყა სამკურნალოდ
1. ღვიძლის დაავადებების დროს
აიღეთ 2 ს.კ. გამომშრალი ფოთლები და 1 ს.კ. კვირტები, დაასხით 0.5 ლ მდუღარე. ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდაც, ფისისებრი ნივთიერებები რომ გახსნას. ნახარში დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით დღეში ოთხჯერ, ჭამამდე, ნახევარი ჭიქის ოდენობით.
2. თირკმლების დაავადების დროს
თირკმლების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, 100 გ ფოტლებს დაასხით 2 ჭიქა გაგრილებული ადუღებული წყალი. დააყენეთ 6 საათით, გაწურეთ და გადაასხით სხვა ჭურჭელში, დატოვეთ ნალექო. მიიღეთ ნახენი 1/2 ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
3. მშობიარობის შემდეგ
ზოგიერთი ქალი მშობიარობის შემდეგ რთულად იტანს გამონადენს. ამ პროცესის შესამსუბუქებლად გაჟღინთეთ ორგანიზმი ვიტამინებით: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ გამომშრალ ფოთლებს დაასხით ჭიქა მდუღარე. გააჩერეთ თავსახურის ქვეშ და მიიღეთ დღეში ერთხელ, ოღონდ მშობიარობიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დაიწყეთ ეს კურსი.
4. ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს
სიმპტომების შესამსუბუქებლად გჭირდებათ არყის ფოთლების ნახარში: 1 ს.კ. გამომშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ 20 წუთით და დააყენეთ სამი საათით. ნახარში გაწურეთ და მიიღეთ დილა-საღამოს, ჭამამდე, 1 ჭიქის ოდენობით.
5. შეშუპების დროს
არყის კვირტები და ფოთლები გამოიყენეთ ჩაის დასაყენებლად(1 ჩ.კ. ფოთლები ან კვირტები 0.5 ლ მდუღარეზე). მიირთვით დღის განმავლობაში სამ ულუფად.
6. რევმატიზმის დროს
ხალხში ძველი დროიდანაა ცნობილი, რომ არყის ფოთლები შესანიშნავი წამალია რევმატიზმის დროს. შეკერეთ ტომრები ფეხის ფორმის მიხედვით და გაავსეთ არყის ფოთლებით. ძილის წინ ჩაიცვით ფეხებზე. თუ ფოთლები დასველდება – შეცვალეთ. რამდენიმე სეანსი საკმარისი იქნება.
7. ზოგადგამაძლიერებელი საშუალება
ამ საშუალების მიღება აგავსებთ ვიტამინებით, გაუმკლავდება ნევროზს, გააძლიერებს ორგანიზმს და გამოდევნის ჭარბ სითხეს. ამისთვის მიირთვით თითო ჭიქა ფოთლების ან კვირტების ნახარში დღეში.
8. სახსრების ტკივილის დროს
არყის ფოთლები არამხოლოდ რევმატიზმს, არამედ სახსრების ნებისმიერი სახის ტკივილებს უმკლავდება. გაიკეთეთ კომპრესები კარგად გარეცხილი ფოთლებით, გაიჩერეთ 2-3 საათით და შეიხვიეთ. მკურნალობის კურსი 7-10 დღე გრძელდება.
9. კანის დაავადებების დროს
არყის კვირტების ნახარში შესანიშნავად უმკლავდება ანთებით პროცესებს კანზე, ქავილს, ეგზემასა და დერმატიტს. ამისთვის მოხარშეთ 1 ჭიქა კვირტები 1 ჭიქა მდუღარე წყალში. გააჩერეთ 20 წუთით, გაგრილების შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ კანზე ყოველდღე.
10. თმის გაუმჯობესება
თუ თმა გცვივათ, ისევ არყი დაგეხმარებათ. მოამზადეთ ნახარში: 1 ს.კ. ნახარში 1 ჭიქა მდუღარეზე. ხარშეთ 20 წუთით, გადაწურეთ. დაუმატეთ მდუღარე წყალი, რათა მიიღოთ საწყისი მოცულობა. ამ ნახარშით დაიბანეთ თავი ყოველდრე, ერთი თვის განმავლობაში.
თქვენ გამოგიყენებიათ არყის კვირტები სამკურნალოდ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.