8 ნიშანი, რომ დიეტას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი

1433

დიეტა ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს? თუ ქვემოთ მოცემული ნიშნებიდან რამდენიმეს საკუთარ თავში შენიშნავთ, დროა შესვენება აიღოთ ან კვების რაციონს გადახედოთ.

აი, 8 ნიშანი, რომ დროა დიეტა შეწყვიტოთ:

1. კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა გაგიუარესდათ

ეს აშკარა ნიშანია, რომ ორგანიზმი ვიტამინებისა და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტს განიცდის! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმმა სასარგებლო მიკროელემენტები პროდუქტების ან ვიტამინების ნაკრებიდან მიიღოს.

2. თქვენ მუდმივად ჭამა გსურთ

შიმშილის გრძნობა ორგანიზმის სიგნალია: მე საჭმელი არ მყოფნის! ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ შიმშილის გრძნობა დიეტის დროს ან საერთოდ ზოგადად ნორმალური არაა. მისი უგულებელყოფა საკუთარი სხეულის სურვილის გაგების დაკარგვამდე მიგიყვანთ.

შიმშილობა არის სტრესი, რომლის შედეგიც შეიძლება მძიმე დაავადება გახდეს.

3. თქვენ მხოლოდ მომავალში გახდომის პერსპექტივა გახარებთ

თუ ახლანდელი გარეგნობით სრულად უკმაყოფილო ხართ და მხოლოდ იდეალურ ფორმებზე ფიქრობთ, არსებობს ალბათობა, რომ დიეტა აკვიატებული იდეა გახდა, რაც უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ.

საკუთარი სხეულის მიღება და შეყვარება, ცხოვრებით სიამოვნების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ ნაკლზე ყურადღების გამახვილება საჭირო არაა.

4. დიეტას არღვევთ და ხვალიდან ყველაფრის დაწყების პირობას იძლევით

და ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება. დიეტის დარღვევა იმის მაჩვენებელია, რომ დიეტა არ გჭირდებათ ან ეს დიეტა არ შეგეფერებათ. გარდა ამისა, ის თვითშეფასებას ამცირებს და მთელი ორგანიზმის მუშაობას არღვევს: მისთვის სისტემატურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

5. თქვენი განწყობა სწრაფად იცვლება და ხშირად გაღიზიანებული ხართ

განსაკუთრებით „შიმშილის“ საათებში. განწყობის ცვლილება, გაღიზიანება და პრეტენზიები შეიძლება სისხლში შაქრის დეფიციტმა გამოიწვიოს, რაც შემდეგში გადაძღომას გამოიწვევს. ხშირად და ზომიერად ჭამა შესანიშნავი განწყობის გარანტიას წარმოადგენს.

6. თქვენ ხშირად დეპრესია და შფოთვა გაწუხებთ

ეს ორგანიზმის რეაქციაა ნახშირწყლების დეფიციტზე – სეროტონინის წყაროზე, რომელიც განწყობას არეგულირებს. რაციონში ნახშირწყლების დეფიციტმა შეიძლება ტვინის აქტივობის შემცირება გამოიწვიოს.

7. თქვენი დიეტა გეზიზღებათ ან მას სასჯელად მიიჩნევთ

ასეთი მიდგომა ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს! მნიშვნელოვანია გააკეთოთ ის, რაც მოგწონთ.

თუ დიეტა და ვარჯიშები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – ვარჯიშები გააკეთეთ და იპოვეთ კვების ისეთი სისტემა, რომელიც უფრო მეტ სიამოვნებას და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

8. თქვენი თვითშეფასება წონის მაჩვენებელზეა დამოკიდებული

წონის სასურველი ნიშნული გაიძულებთ თავი უფრო წარმატებულად იგრძნოთ, ხოლო არასასურველი – ენერგია გამოცლილად სავარაუდოდ, თქვენი თვითშეფასება დიეტაზე ძალიან დამოკიდებულია, რაც ფსიქოლოგიურ მდგომარებაზე ცუდ გავლენას იქონიებს!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს