კანი – ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც უამრავი ფუნქცია აკისრია:
- ხელს უშლის ინფექციებს;
- იცავს სხეულის ტემპერატურას;
- ხელს უშლის გაუწყლოებას ორგანიზმში სითხის შეყვანის გზით;
- გვეხმარება ისეთი შეგრძნებების აღქმაში, როგორებიცაა სიცივე, სითბო, ტკივილი…;
- წარმოქმნის D ვიტამინს, როცა მზე კანს ანათებს.
თუ გაქვთ კანის გარკვეული პრობლემები, მავნე კოსმეტიკური საშუალებების ნაცვლად, გთავაზობთ ნატურალურ ხალხურ სასუალებებს, რომლებსაც მარტივად მოამზადებთ საშინაო პირობებში და, ამასთან, ისინი ძალიან ეფექტურად მოქმედებს.
1. ხალი
ხალი ერთგვარი დაზიანებაა, რომელიც შეიცავს ნევუსის(ცნობილი, როგორც მელანოციტები) უჯრედებს. როგორც წესი, იგი გენეტიკის ან მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგად ჩნდება. მისი მოშორება შესაძლებელია ნივრით, აბუსალათინის ზეთისა და სოდის ნაზავით და ძმრით.
- ნივრის გამოყენებისას, აუცილებლად დაიცავით ხალის ირგვლივ კანი ლენტით ან ვაზელინით. დაჭყლეტილი ნიორი დაადეთ ხალს, დაიმაგრეთ სახვევით და გაიჩერეთ 4 საათით. მაქსიმალური შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე.
- აბუსალათინის ზეთი და სოდა შეურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვარი პასტა. წაისვით მასა ხალზე, დაიმაგრეთ სახვევით და გაიჩერეტ მთელი ღამით. დილით დაიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, სასურველი შედეგის მიღებამდე.
- ვაშლის ძმარში ჩაალბეთ ბამბა და დაიმაგრეთ ხალზე. გააჩერეთ 8 საათით და გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე.
2. მეჭეჭები
- შეიზილეთ ბანანის კანი მეჭეჭეზე ყოველ საღამოს, ძილის წინ. 2 კვირაში მეჭეჭი გაქრება.
- წაისვით თაფლი, დაიმაგრეთ სახვევით და გაიჩერეთ მთელი ღამით. ეს პროცედურა არამხოლოდ გააქრობს მეჭეჭს, არამედ ხელს შეუშლის მის მეორედ გაჩენასაც.
- მეჭეჭების მოშორება ნივრითაცაა შესაძლებელი: წაუსვით მეჭეჭს ნივრის წვენი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ან წაისვით დღეში ორჯერ.
3. ხორცმეტები (პაპილომები)
ჩვეულებრივ, ეს ახალწარმონაქმნები ჩნდება კისრის, იღლიების, ქუთუთოებისა და მკერდის არის ზედა ნაწილის მიდამოებში. მათი მოშორება შეგიძლიათ შემდეგი გზებით:
- ჩაალბეთ ბამბის დისკი ვაშლის ძმარში და დაიდეთ პაპილომაზე. 2 დღეში იგი მოძვრება.
- ჩაალბეთ ბამბის ტამპონი ჯერ წყალში, შემდეგ კი დააწვეთეთ ჩაის ხის ზეთი. დაიდეთ ბამბა პაპილომაზე და დაიფიქსირეთ სახვევით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 1 თვის განმავლობაში, დღეში ორჯერ, და დადებით შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
- მოამზადეთ აბუსალათინის ზეთისა და სოდისგან პასტა, წაისვით უშუალოდ პაპილომაზე და დაიმაგრეთ სახვევით. საუკეთესო შედეგისთვის გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3ჯერ.
4. ფორების გაწმენდა
- დაიბანეთ სახე და მოათავსეთ თავი მდუღარე წყლით სავსე ქვაბის ზემოთ. დაიხურეთ თავზე პირსახოცი ისე, რომ იგი ქვაბსაც ფარავდეს. წყლის ორთქლი გახსნის და გაწმენდს ფორებს. ამის შემდეგ უბრალოდ დაიბანეთ სახე და დაიტანეთ ცოტაოდენი ძმარი.
- აქერცვლა დაგეხმარებათ ფორების გაწმენდასა და კანის ჯანსაღი იერის დაბრუნებაში. შეურიეთ ლიმონის წვენი და შაქარი პასტის მიღებამდე. გამოიყენეთ ბამბის დისკი პასტის შესაზელად დაზიანებულ მონაკვეთებზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს