რას ნიშნავს, როცა გარდაცვლილი ახლობელი გესიზმრებათ

26562

თუ ოდესმე ახლობელი ადამიანი დაგიკარგავთ, გეცოდინებათ, რომ მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვეთ, სანამ ერთხელაც არ დადგება გარკვეული შემსუბუქების მომენტი. და, როცა ასეთი ადამიანის გარდაცვალებას განვიცდით, იგი ხშირად გველანდება ყველგან, ან ჩვენთან ძილში მოდის.

რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი სიზმარი? ეს მხოლოდ ქვეცნობიერის თამაშებია თუ რაღაც უფრო მეტი?

ისინი გაცნობებენ, რომ ყველაფერი რიგზეა

ლური მური – ფსიქოლოგი-მედიუმი – თვლის, რომ გარდაცვლილი ახლობლის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ მას ჩვენთვის შეტყობინების გადმოცემა სურს. მაგალითად, თქვენი საყვარელი ადამიანი შეიძლება ძილში იმის სათქმელად გეწვიოთ, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და წარმატებით მიაღწიეს “იმქვეყნად”.

მხარს გიჭერენ

ან თქვენი საყვარელი ადამიანი სიზმრად იმიტომ გევლინებათ, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ თქვენ და იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც მისი გარდაცვალების მომენტიდან მიიღეთ.

მათ უყვარხართ

ხანდახან შეტყობინება, რომლის გადმოცემაც თქვენს გარდაცვლილ ახლობელს სურს, უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ უყვარხართ. სიზმარში მისი გამოცხადების შემდეგ შეიძლება სიმშვიდე და სიხარული იგრძნოთ.

გაფრთხილებენ

თუმცა, შეიძლება იყოს ისეთი მომენტებიც, როცა სიმშვიდეს ვერ გრძნობთ, განიცდით შიშს სიზმარში მათი გამოცხადების შემდეგ. ამ შემთხვევაში, თქვენი საყვარელი ადამიანი შეიძლება ცდილობდეს თქვენს გაფრთხილებას რაღაცის შესახებ, სწორედ ამ დროს შეიძლება იგი საშიშად ან “უცნაურად” მოგეჩვენოთ.

მიმართულებას გაძლევენ

უმეტეს შემთხვევაში, თქვენი საყვარელი ადამიანი არ გესაუბრებათ სიზმარში, ამის ნაცვლად, შეტყობინებას ტელეპათიურად გადმოგცემთ. მაშინაც კი, თუ ის დუმს, ესეც გარკვეული სახის შეტყობინებაა.

თუ თქვენ ხშირად გესიზმრებათ გარდაცვლილი ახლობლები, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ლაური მური ამბობს, რომ ისინი თითქმის ყველასთან მიდიან, და, თუ ასეთი სიზმრები არ გაქვთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ დაკარგვას ჯერ კიდევ განიცდით, ან უბრალოდ არ გახსოვთ სიზმრები. საკუთარი სიზმრების დამახსოვრების საუკეთესო საშუალებაა სიზმრების დღიურის წარმოება.

კიდევ ერთი საშუალება დაკარგული ახლობლის სიზმარში სანახავად – ესაა მის ფოტოსთან ერთად დაძინება ან ძილის წინ მასზე ფიქრი.

თქვენ რამდენად ხშირად გესიზმრებათ გარდაცვლილები? გაშინებთ ასეთი სიზმრები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს