თეთრეული სჯობს სწორ ზედაპირზე გააშროთ, მაგრამ საშრობის არ არსებობის შემთხვევაში ეს რთული ამოცანა ხდება. თითქოს, რა არის რთული? ტანსაცმლის დასაკეცი საშრობი იყიდეთ და პრობლემაც მოგვარებულია. თუმცა ჩინური საშრობი დიდი საიმედოობით არ გამოირჩევა, ხოლო კონსტრუქცია საკმაოდ ძვირია. რა უნდა გააკეთოთ?
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ტანსაცმლის საშრობი საკუთარი ხელით. კონსტრუქცია გამათბობლის ბატარეაზე მაგრდება, ამასთან საკმაოდ მარტივია. ეს იმას ნიშნავს, რომ მის აწყობას ნებისმიერი შეძლებს.
ტანსაცმლის საშრობი საკუთარი ხელით
კონსტრუქცია 20 სმ დიამეტრის პოლიპროპილენის მილებისგან უნდა ააწყოთ. ასევე დაგჭირდებათ რამდენიმე სამეული – მათი რაოდენობა საშრობის ზოლებზეა დამოკიდებული. ასე, რომ სამი საშრობი ზოლისთვის 6 სამეული, 4-სთვის კი – 8 დაგჭირდებათ.
ასევე მუშაობის დროს თქვენ დაგჭირდებათ სარჩილავი პლასტმასის მილების შესაერთებლად. თუ ასეთი ხელსაწყო სახლში არ გაქვთ, შეგიძლიათ მილები ნებისმიერი სხვა მეთოდით შეაერთოთ, მაგალითად, შეერთების წინ უბრალოდ სათბურის დახმარებით შეაეთბეთ.
ჩვენ სამი მილის მქონე საშრობს გავაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კიდევ 1-2 მილი დაუმატოთ.
1. საქმის დაწყების წინ ბატარეა გაზომეთ და განსაზღვრეთ, სად დაამაგრებთ საშრობს.
2. მილების შესაერთებლად ერთი გვერდის ნაწილი ააწყვეთ, სამეული და სწორი კუთხის შესაერთებლები შეაერთეთ.
3. ახლა მსგავსი რამ საშრობის მეორე მხარისთვის გააკეთეთ, ოღონდ სარკისებრი მოქმედებით.
4. მილები ჯერ ერთ მხარეს ჩასვით.
5. შემდეგ მეორე მხარეს. კომფორტული საშრობი მზადაა. შეგიძლიათ მეუღლის წინაშე თავი შეიქოთ.
ასეთი საშრობი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. მარტივად მაგრდება და საკმაოდ სასარგებლო ნივთია.
ახლა, სახლში ყოველთვის გექნებათ ადგილი, სადაც ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გაშრობას შეძლებთ, ამინდის ცვალებადობის გამოთვლა არ დაგჭირდებათ. ყველა კმაყოფილია!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.