15 უიშვიათესი ფოტო, რომელიც ისტორიაზე თქვენს შეხედულებას შეცვლის

1972

კაცობრიობის ისტორია გასაოცარია. ის არც ისეთი მშრალია, როგორც სკოლის სასწავლო წიგნებში.

ეს სურათები იმ ატმოსფეროს სრულად შეგრძნების საშუალებას გაძლევთ, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის დროს იყო.

1. მოსკოვში მაკდონალდსის პირველი რესტორნის გახსნა

ადამიანები საათობით რიგში იდგნენ, რომ ეჭამათ. მათ აინტერესებდათ, თუ რესტორანი რას სთავაზობდათ. რამდენიმე წელი გახდა საჭირო, რომ მაკდონალდსი საოჯახო ფავორიტი გამხდარიყო.

2. ხუთი წლის გოგონა მთელი დღე მუშაობის შემდეგ დაიღალა

ეს სურათი 1911 წელს ამერიკაში გადაიღეს. მასზე ბავშვის შრომაა აღბეჭდილი. გოგონა დაიღალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში კრევეტებს აგროვებდა.

3. როკი და ალი

ეს სურათი ოსკარის წვეულებაზე 1976 წელს გადაიღეს, როცა სტალონე საუკეთესო მამაკაცის როლისთვის იყო ნომინირებული.

4. გულის ამაჩუყებელი სურათი ოსვენციმში

ეს სურათი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1944 წელს გადაიღეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წამში სურათზე აღბეჭდილი ყველა ადამიანი დაიღუპა.

5. ტიტანიკი

ამ სურათზე გამოსახულია ჯონ ჯეიკობ ასტორ IV და მისი ცოლი მადლენი, რომელიც მხოლოდ 19 წლის იყო. ისინი 1912 წელს ტიტანიკზე საკუთარ მოგზაურობაში მიდიან.

6. მოქნილი ადამიანი

1908 წელს აღმოაჩინეს ადამიანი, რომელსაც კანის ყველაზე უჩვეულოდ გაწელვა შეეძლო. მას კანის დაავადება ჰქონდა, რომელსაც ელერსა-დანლოსის სინდრომი ეწოდება.

7. ადამიანი-ისტორია

ეს რობერტ ლოურენსის სურათია, როელიც აშშ-ში BBC-ის ოფიცერი და პირველი აფრო-ამერიკელი ასტრონავტი იყო, თუმცა კოსმოსში გაფრენის შანსი არასდროს ჰქონია.

8. დღე, როცა შვედეთმა საგზაო მოძრაობა შეცვალა

1967 წლის 3 სექტემბერს შვედეთში საგზაო მოძრაობა საპირისპირო მხარეს შეცვალეს.

9. ადამიანი საინტერესო მიზეზით დააჯარიმეს

1931 წელს ჰოლანდიაში ადამიანი, რომელსაც შორტი და მოკლე ტოპი ეცვა, შეუფერებელი ტანსაცმლის გამო დააჯარიმეს.

10. ადამიანები მსოფლიო სავაჭრო ცენტრში სადილობენ

ერთი წლით ადრე, სანამ შენობას 11 სექტემბრის ტრაგედია თავს დაატყდებოდა, ის ხმაურიანი საქმიანი ცენტრი იყო. ამ სურათზე ადამიანები 1993 წელს WTC Tower One-ის Windows in the World-ში სადილობენ.

11. სამეფო მარცხი

ეს სურათი 1949 წელს გადაიღეს, როცა ინგლისის დედოფალი უბრალოდ პრინცესა ელიზაბეტი იყო. ქალთა სამეფო არმიის კორპუსში, შრუსბერში ახალგაზრდა ქალმა ძლიერი სიცხის გამო გონება დაკარგა.

12. სამხედრო წვრთნა იტალიაში

ამ სურათს, სადაც სამხედრო მომზადებაა აღბეჭდილი, ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ფოტოს უწოდებენ. ეს 1943 წელია და ბრიტანელ ჯარისკაცებს სიბნელეში ბომბის განიარაღებას ასწავლიან.

13. ქალები პროტესტს გამოხატავენ

ეს სურათი 1979 წელს ირანის რევოლუციის დროს გადაიღეს. მასზე ასობით ქალია გამოსახული, რომელიც მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან მათ საჯაროდ ჰიჯაბის ტარებას აიძულებენ.

14. გერმანიაში

ეს უდიდესი საცობი ბერლინში ბრანდენბურგის ჭიშკართან მოხდა, როცა ცნობილი ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აღმოსავლელი გერმანელები დასავლეთ გერმანიაში მიდიოდნენ.

15. ხიდი იხსნება

ეს სურათი 1937 წელს გადაიღეს, როცა სან-ფრანცისკოში ხიდი ოქროს კარიბჭე გაიხსნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს