არასდროს გააკეთოთ ეს 7 რამ, თუ თქვენ ბავშვს სიცხე აქვს

2936

ვირუსის შეჭრის დროს ტემპერატურის გაზრდა ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა. ტემპერატურის დახმარებით ორგანიზმი ვირუსების გასავრცელებლად არახელსაყრელ გარემოს ქმნის და იმუნურ სისტემას ააქტიურებს. ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ იმოქმედოს სწორად, თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს. აი, რისი გაკეთება არ შეიძლება:

1. გაწმენდა

გახსოვდეთ, თუ ბავშვის გაწმენდა არ შეიძლება, როცა ბავშვს ჟრჟოლა აქვს და ტემპერატურა მატულობს! შეგიძლიათ გაწმინდოთ, როცა ბავშვი ოფლის აქტიურად გამოყოფას დაიწყებს. ასე ტემპერატურის დაწევას დააჩქარებთ. ამისთვის გაგრილების ფიზიკური მეთოდები გამოიყენეთ. ცივი წყლით გაწმენდა, ცივი კომპრესი კისერსა და იღლიებში. შეგიძლიათ ბავშვს თბილი წყალი გადაავლოთ.

ბავშვის გაწმენდა სპირტით ან ძმრით არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს სიცოცხლისთვის სახიფათოა. პირველ შემთხვევაში, ბავშვის ნაზ სისხლში ეთანოლი მოხვდება, რაც სურდოს ალკოჰოლით მოწამვლას დაუმატებს, ხოლო მეორე შემთხვევაში -მჟავით.

2. გაგრილება

თუ ბავშვს სიცხე ინფექციის, პნევმონიის გამო აქვს, გაგრილება დაავადებას გაამწვავებს. ყინული არასდროს არ გამოიყენოთ, რადგან ეს ცივ დამწვრობას და შედეგად ბავშვებში სუნთქვის უკმარისობას გამოიწვევს.

სხეულის გაგრილება ცივი პირსახოცით ან თეთრეულით მხოლოდ მზის დამწვრობის დროს გამოიყენება. თუმცა ექიმები ამ მეთოდს დაბალი ეფექტურობის გამო არ გირჩევენ.

3. ფანჯრების დახურვა

თუ ბავშვს სიცხე აქვს, მას სუფთა ჰაერი სჭირდება. დედების უმეტესობა საპირისპიროს აკეთებს, რაც ჰაერში ბაქტერიების დაგროვებას და დაავადების გართულებას იწვევს.

4. ტემპერატურის დაწევა 38 გრადუსს ქვემოთ

მშობლებმა ტემპერატურის ნაადრევად დაწევა ან სიცხის დამწევი აბის მიცემა არ უნდა სცადონ. მსუბუქი სიცხის დროს, როცა ტემპერატურა 37,5-38,5 გრადუსს შეადგენს, უბრალოდ ბავშვს ზედმეტი ტანსაცმელი გახადეთ, ბევრი წყალი მიეცით ან ძუძუთი გამოკვებეთ, თუ ბავშვი 6 თვეზე პატარაა.

თუ წამლის მიღების შემდეგ ტემპერატურა 37,5 ნიშნულამდე დაიწია, ეს საკმარისია. კიდევ დაწევა არ სცადოთ.

5. მარხვა

როცა ბავშვი ავად არის, მას მრავალფეროვანი კვება სჭირდება, რომ დაავადებას გაუმკლავდეს და სწრაფად გამოჯანმრთელდეს. მოამზადეთ ის, რაც ადვილად მუშავდება და ბევრი წყალი მიეცით. მას შემდეგ, რაც დაავადებას დაამარცხებთ, შეამჩნევთ, რომ ბავშვი უფრო ჯანსაღად მიირთმევს, ვიდრე ადრე!

6. ინჰალაცია

მაღალი ტემპერატურის დროს ორთქლის ინჰალაციის გაკეთება არ ღირს. სჯობს სიცხის დამწევი საშუალების მიღების შემდეგ ტემპერატურის დაწევას დაელოდოთ და შემდეგ საინჰალაციო პროცედურა ჩაუტაროთ.

7. სხვადასხვა სიცხის დამწევი მედიკამენტის კომბინაცია

პარაცეტამოლის და იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტების კომბინაცია არ შეიძლება! მსგავსი მოქმედება არასასურველ გვერდით ეფექტს გამოიწვევს. პატარა ბავშვის სამკურნალოდ სჯობს სიცხის დამწევი სანთლები გამოიყენოთ. ბავშვების სამკურნალოდ ასპირინის გამოყენება რეკომენდებული არაა, ასე შეიძლება რეის სინდრომი განვითარდეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს