ბევრი ნიჟარას ზღვის, სანაპიროს და მზის სიმბოლოდ მიიჩნევს. ჩინეთში კი, კაურის გარსი ქალური „ინის“ მეტაფორად ითვლება და მთვარესთან ასოცირდება. („როცა მთვარე ჩაბნელებულია, ნიჟარები ცარიელია“ – ამბობს დაო დე ძინი). ასევე, ნიჟარას სიკვდილის და ხელმეორე დაბადების სიმბოლოს წარმოადგენს.
სურათზე მოცემულ სამ ნიჟარას დააკვირდით და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
ნიჟარა № 1
ცხოვრებაში ბევრი სირთულე გადაგხდათ, მაგრამ იცით, თუ სტრესულ სიტუაციას როგორ გაუმკლავდეთ. „ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს“ – ეს თქვენი დევიზია. თქვენი შეუპოვრობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე ბუნება იმალება.
უარყოფითი ადამიანების აღქმა გიჭირთ. მათთან ურთიერთობას ერიდებით და მათ შეცვლას არ ცდილობთ. ცხოვრებაში იღბლიანი ხართ. ახლობლებს უყვარხართ და პატივს გცემენ.
ნიჟარა № 2
თქვენ, როგორც მზის სხივი, ცდილობთ, რომ საკუთარი სიკეთით ყველა გაათბოთ. თუმცა სამუდამოდ ასე ვერ გაგრძელდება. ადამიანები თქვენს ლმობიერებას გრძნობენ და თქვენს ყურადღებას და სიკეთეს ხშირად იყენებენ.
თქვენ პერფექციონისტი ხართ. მოგწონთ, როცა ცხოვრება დაბალანსებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შფოთვას იწყებთ. თავი არ დაიტანჯოთ, სჯობს ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვათ.
ნიჟარა № 3
თუ ეს ნიჟარა აირჩიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე ძალიან ბევრს ზრუნავდით და უკვე დაიღალეთ. ყველაფერი, რაც საკუთარ ოჯახში, სამსახურში, მეგობრებში, ყველა თქვენი კეთილი საქმე, უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ. თქვენ გაზაფხულის ყვავილივით უნდა გაიშალოთ. დრო მოვიდა თქვენი სურვილები აისრულოთ. თქვენ დასვენებას იმსახურებთ. დაე, სხვებმა იმუშაონ!
ასეთ შედეგებს ეთანხმებით?