თითოეული ადამიანი უნიკალურია, მაგრამ არსებობს ზოგადი თვისებები, რომლებიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებენ. ფსიქოლოგებმა გარკვეული პარამეტრის მიხედვით პიროვნების კლასიფიკაცია არაერთხელ სცადეს. ფერის და ფორმის თეორიაზე დაყრდნობით ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ ექვსი ბუმბულიდან ერთის არჩევით საკუთარი პიროვნების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მიიღებთ.
სურათს ყურადღებით დააკვირდით. ყურადღება ფერსა და ფორმას მიაქციეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ ან ის, რომელშიც საკუთარ თავს ხედავთ. შემდეგ შედეგი წაიკითხეთ. შესაძლოა, პასუხმა გაგაოცოთ.
ბუმბული № 1
თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. წარმატების მიღწევა გიყვართ და ძლიერი თვისებები გაგაჩნიათ, რომელიც როგორც „ძალაუფლების მოყვარულს“ ისე გახასიათებთ. თქვენ პერფექციონისტი და ეფექტური ლიდერი ხართ. თავს ცუდად გრძნობთ, როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც იმედოვნებდით.
ბუმბული № 2
თქვენ ადაპტირებას და განახლებას ადვილად ახერხებთ. საკმაოდ სწრაფად სწავლობთ, მაგრამ ამ დროს ოდნავ იზოლირებული ხდებით, რადგან მარტოობაში სწავლა გიყვართ. მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომელსაც უყვარხართ, ყოველთვის თქვენ გვერდით არიან, რომ მხარი დაგიჭირონ.
ბუმბული № 3
დაბადებით მეწარმე ხართ. აქტიურობა გიყვართ და ერთდროულად რამდენიმე პროექტს იწყებთ მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი მიზნის რეალიზებას ახერხებთ.
ბუმბული № 4
თქვენ ჰარმონია და სიმშვიდე გიყვართ და ყოველთვის ცდილობთ, რომ სხვებს დაეხმაროთ. ირგვლივ ისეთი ხალხი გყავთ, რომელსაც უყვარხართ და თქვენს ინტერესებს იზიარებენ.
ბუმბული № 5
თქვენ წარმოუდგენლად კრეატიული და არტისტული ხართ. ზოგჯერ საკუთარ თავს ან შესაძლებლობებს არ ენდობით, რადგან წარუმატებლობა გაშინებთ.
ბუმბული № 6
თქვენ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ხართ, რომ საკუთარ მიზნებს დამოუკიდებლად მიაღწევთ. მიუხედავად ამისა, თქვენ განვითარება და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება უნდა ისწავლოთ.