რამდენი კერძის მომზადება იცით ბრინჯის მარცვლებისგან? აზიელების საყვარელი მარცვლები შეგვიძლია არამხოლოდ ფლოვად ან ტოლმად ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურ საქმეებშიც გამოვიყენოთ. ამისთვის აუცილებელი არაა მისი მომზადება, უბრალოდ უნდა იცოდეთ, სად და რატომ ჩაყაროთ ბრინჯი.
ბრინჯის მარცვლები
ვიტამინებისა და ენერგიის ძვირფასი წყარო, დიეტური პროდუქტი. ბრინჯი ბევრი არასდროსაა და ამაში ჩვენი რედაქცია დაგარწმუნებთ. ჩვენ ვიცით 6 ლეიფჰაკი, რომლებიც ბრინჯის შესახებ თქვენს წარმოდგენას რადიკალურად შეცვლის.
1. აცილებს ნესტსა და უსიამოვნო სუნს. იმისათვის, რომ მარილი არ იკვრებოდეს და ყოველთვის მშრალი იყოს, მოათავსეთ სამარილეში ბრინჯის რამდენიმე მარცვალი. იგი შთანთქავს ნესტს, მარილი კი ყოველთვის ფხვიერი დარჩება.
თუ კარადას ან კომოდს, რომელშიც ნივთები ალაგია, ხშირად არ აღებთ, შიგნით უსიამოვნო სუნი ჩნდება. მოათავსეთ ავეჯში ქსოვილის ტომარაში ჩაყრილი ბრინჯი – იგი უსიამოვნო სუნს შეიწოვს და კარადაში ობის გაჩენას შეუშლის ხელს.
2. წმენდს ყავის საფქვავს. ყავის საფქვავის რეცხვა ძალიან მოუხერხებელია და ყოველთვის ვერ ვახერხებთ რთულად მისაწვდომი ადგილების ნორმალურად გაწმენდას. ამ დავალებას ბრინჯი გაუმკლავდება – ჩაყარეთ 1 ს.კ. ბრინჯი საფქვავში და ჩართეთ 1 წუთით, შემდეგ გადმოყარეთ ბრინჯი და გაავლეთ საფქვავს წყალი.
2. ჭურჭელს უკეთესად რეცხავს. როცა ლარნაკის წვრილ ყელში ხელი არ ეტევა, მოათავსეთ მასში ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 2 ს.კ. ბრინჯი, შეანჯღრიეთ და გამოავლეთ. ბრინჯი კარგად გაწმენდს ლარნაკს შიგნიდან.
4. ჩანააცვლებს წებოს. თუ ფოტოს დაწებება ან ქაღალდისგან ფორმების გაკეთება გსურთ, გამოგადგებათ ბრინჯის მარცვლების სქელი ნახარში. არ გარეცხოთ ბრინჯი, დაასხით წყალი 1:2 პროპორციით და ხარშეთ კისელის მიღებამდე, დაახლოებით 15 წუთით, აუცილებლად ურიეთ დასრულებამდე. შემდეგ გააგრილეთ, გადაასხით პატარა ბოთლში და გამოიყენეთ ჩვეულებრივი წებოს მსგავსად.
5. ითავსებს სათბურის ფუნქციას. შეკერეთ მცირე ზომის ქსოვილის ქისა და გაავსეთ ბრინჯით. როდესაც მუცლის ან სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ, გააცხელეთ ეს ტომარა მიკროტალღურში და მიიდეთ მტკივან ადგილას. მშრალი სითბო შესანიშნავად გაშორებთ სპაზმებს.
6. აჩქარებს ხილის დამწიფებას. თუ სახლში მკვახე ხილი ან ბოსტნეული გაქვთ, მოათავსეთ ისინი ბრინჯით სავსე ჭურჭელში – ასე უფრო სწრაფად დაამწიფებთ.
თქვენ იცით ბრინჯის გამოყენების უჩვეულო მეთოდები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.