აფრიკული ტომის მეფე კანადაში მებაღედ მუშაობს თავისი ხალხის სარჩენად

1248

დასავლეთაფრიკული ტომის მეფე კანადაში დაბრუნდა, რათა მებაღედ მუშაობა გაეგრძელებინა და თავისი “მორჩილების” ჯანდაცვისთვის ფული გამოემუშავებინა.

ერიკ მანუ მეფედ მაშინ აკურთხეს, როცა მისი 67 წლის ბიძია, დატი გარდაიცვალა. კანადაში 3 წლით ადრე წასული ერილი, თავის ცოლ-შვილთან ერთად, დაბრუნდა მშობლიურ სამხრეთ განაში, რათა მემკვიდრეობის უფლება მიეღო. იგი ამბობს:

-“ეს უდიდესი გამოცდილებაა. იგი მთელი სულით უნდა მიიღო. ეს ჩემი მემკვიდრების, ჩემი კულტურისა და ტრადიციების ნაწილია.”

თუმცა ახლა, აკანის ტომის ბელადი, რომელიც სოფელ ადანსი აბოაბო № 2-ში ცხოვრობდა, დაბრუნდა ჩრდილოეთ ამერიკაში და გააგრძელა ძველი სამსახური. ბრიტანულკოლუმბიაში კი მებაღეობასა და ლანდშაფტურ დიზაინს ეწევა, რათა ფული შეაგროვოს ექვსიათასიანი ტომისთვის. მანუ ჟურნალისტებს უყვება:

-“ხანდახან სამსახურში მივდივარ და მესმის: -“შენ ხომ ბელადი ხარ, ტელევიზორში გნახეთ. რას აკეთებ ბაღში?”

გაიგეთ, ეს თავმდაბლობაა. როცა კანადაში ვარ, სიამაყით ვმუშაობ ჩემი უფროსისთვის.”

როცა ის ახალჩამოსული იყო, მისმა დამქირავებელმა, სუზენ უოტსონმა გახსნა ფონდი, რათა ახალგაზრდა მეფის მიმდევრებისთვის ფული შეეგროვებინა მათი სასკოლო ნივთებით, ტანსაცმლით, ნოუთბუქებითა და წამლებით უზრუნველსაყოფად. იგი დაესწრო განაში მანუს კორონაციას და ამბობს:

-“ეს ადამიანები შესანიშნავები არიან როგორც შინაგანად, ისე გარეგანადაც, მაგრამ მათ არაფერი გააჩნიათ. ჩვენთან კი ადამიანთა უმეტესობა უბედურია და ყოველთის მეტი და მეტი უნდათ.”

მანუს იმედი აქვს, რომ კანადაში საკმარის ფულს გამოიმუშავებს მშობლიური სოფლის სამედიცინო აღჭურვილობებითა და წამლებით უზრუნველსაყოფად. უოტსონი ასევე ამბობს:

-“მთელი სოფელი სიღარიბეში ცხოვრობს. კლინიკასი მხოლოდ მეანი და ორი მედდააა. ექიმები საერთოდ არ ჰყავთ.”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს