როგორ მოვამზადოთ ზეფირი შინაურ პირობებში

2060

ზეფირი არა უბრალოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელი ტკბილეულია. ბევრი თვლის, რომ ზეფირი კალორიული საერთოდ არაა, რაც სიმართლეს არ წარმოადგენს. ზეფირი შოკოლადზე ნაკლებად კალორიულია, მაგრამ მისი კალორიულობა მაინც მაღალ დონეზეა.

რატომ გვირჩევენ დიეტოლოგები მის ჭამას? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ზეფირი ძალიან მსუბუქი და ამასთან წარმოუდგენლად ტკბილია. ძალიან ბევრი ზეფირის მიღებას უბრალოდ ვერ შეძლებთ, რადგან ტკბილეულის მიღების მოთხოვნილებას რამდენიმე ზეფირის მიღებით სწრაფად შეძლებთ.

როგორ მოვამზადოთ შინაურული ზეფირი

სჯობს ზეფირი თავად მოამზადოთ, ვიდრე მაღაზიაში შეიძინოთ. ასე ზუსტად გეცოდინებათ, თუ ზეფირი რისგან არის დამზადებული და ბავშვებს დამშვიდებული გულით მისცემთ.

ნახეთ, როგორ მოვამზადოთ ზეფირი სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ ვაშლის პიურე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ აგარ-აგარი
  • 100 მლ წყალი
  • 200 შაქარი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადება:

1. თავდაპირველად ვაშლის პიურე მოამზადეთ. ამისთვის რამდენიმე ვაშლი აიღეთ, გული და კანი მოაშორეთ და ბლენდერში დააქუცმაცეთ.

2. აგარ-აგარი წყალში გახსენით და დაბალ ცეცხლზე სრულ გახსნამდე ადუღეთ. შეგახსენებთ, რომ ეს ინგრედიენტი შეგიძლიათ ჟელატინით ჩაანაცვლოთ.

3. ქვაბს შაქარი დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე დუღილი გააგრძელეთ. რამდენიმე წუთში ვაშლის პიურე დაუმატეთ. ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცოტა გააგრილეთ.

4. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და მუდმივად, წვეთ-წვეთობით ვაშლის ძმარი დაუმატეთ, თან ათქვეფა გააგრძელეთ. სულ ბოლოს ლიმონის წვენი დაუმატეთ.

5. ნარევი საკონდიტრო შპრიცში ჩაასხით და პერგამენტის ქაღალდზე ზეფირის ფორმები ფრთხილად გამოიყვანეთ. ზეფირს 1 დღით გამაგრება აცადეთ, შემდეგ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ეს მარტივი მეთოდია, რომ სახლის პირობებში ვაშლის ზეფირი გამოაცხოთ. გემრიელად მიირთვით! თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს