მანდარინის ქერქის სასარგებლო თვისებები, რომლებიც ზოგჯერ მედიკამენტებს ჯობია.

1800

ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ეს რომ იცოდეთ აუცილებელი არაა ექსპერტი იყოთ. ხილის უმეტესობა, მათ შორის ყველაზე გემრიელი და შესანიშნავი ციტრუსი მანდარინი, ადამიანის ზოგად განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ეს ნაყოფი ფორთოხალს ძალიან ჰგავს, ამიტომ ადამიანებს ხშირად ერთმანეთში ერევათ. თუმცა, უდაოდ, მანდარინის ცნობადობა მისი თვისებებით არის განპირობებული.

მანდარინის თვისებები:

  • მას შესანიშნავი გემო აქვს.
  • მდიდარი არომატი აქვს.
  • მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა B1, B2, B3, B6 და B9.
  • შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი და თუთია.

ამ ხილის მოხმარება ჩვენი სხეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა ვქნათ ქერქის შემთხვევაში?

ბევრი ექიმი ამბობს, რომ მანდარინის ქერქი დიდ უპირატესობას ფლობს.

რითია სასარგებლო მანდარინის ქერქი?

1. საჭმლის მომნელებელი პრობლემები

თუ საჭმლის მონელების პრობლემების მოშორება გსურთ, თქვენ ასე უნდა მოიქცეთ: მანდარინის ქერქი დააქუცმაცეთ და ფხვნილი ნებისმიერ საკვებს დაუმატეთ. ეს საშუალება კუჭის ნებისმიერ ტკივილს გაუმკლავდება და გაზებს მოგაშორებთ.

2. ფიზიკური დაღლილობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები

ცოტა მანდარინის ქერქი აიღეთ და პატარა ქისაში ჩადეთ. მისი არომატი 15 წუთის განმავლობაში შეისუნთქეთ. ეს მეთოდი თავის ტკივილს, ძილის პრობლემებს და დაღლილობას სრულად ან ნაწილობრივ მოგაშორებთ.

3. სოკო

ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა სოკოვანი ინფექციაა. მანდარინის ქერქი ამ პრობლემას მოგაშორებთ, თქვენ უბრალოდ ასე უნდა მოიქცეთ:

აიღეთ ახალი მანდარინის ქერქი და მისი წვენი დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ შეიზილეთ.

4. ხველა

ეს დაავადება შეიძლება იყოს უსიამოვნო და გრიპით ან ზედა სასუნთქი გზის პრობლემებით გამოწვეული.

მანდარინის ქერქის დახმარებით ამ სიმპტომებთან ბრძოლას შეძლებთ. თქვენ უბრალოდ შემდეგი ნაბიჯები უნდა შეასრულოთ:

  • აიღეთ მანდარინის ქერქის პატარა ნაწილი და გამოაშრეთ.
  • წყალი აადუღეთ და 1 ჭიქა ქერქი დაუმატეთ.
  • საშუალება 1 კვირა, ბნელ ადგილას დააყენეთ.
  • დროის გასვლის შემდეგ, დღეში 3-ჯერ 20 წვეთი სითხე თითოეულ მიღებულ კერძს დაუმატეთ.

5. ბრონქიტი

ნახევარი მანდარინის ქერქი 1 ჭიქა ცხელ წყალს დაუმატეთ. 1 საათით დააყენეთ, შემდეგ დალიეთ. ეს საშუალება შეგიძლიათ დღეში 3-ჯერ მიიღოთ.

6. სურდო

მანდარინის ქერქის წყალობით გაჭედილი ცხვირის პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით.

  • ცოტა მანდარინის ქერქი მდუღარე წყალში ჩაყარეთ.
  • დუღილის დროს ორთქლი 10 წუთით შეისუნთქეთ. ფრთხილად იყავით, რომ არ დაიწვათ.

7. ჰიპერტონია და ტაჰიკარდია

მანდარინის ქერქი 3 ლიტრი წყლით სავსე ქვაბში მოათავსეთ. წყალი აადუღეთ, შემდეგ გაგრილება აცადეთ. ნარევი გადაწურეთ და ეს წყალი აბაზანას დაუმატეთ. ასე დაავადების ნიშნებს შეამცირებთ.

რატომ უნდა დავამატოთ მანდარინი ყოველდღიურ რაციონში:

შეკრულობა

მანდარინი 88 % წყლისგან შედგება, ამის წყალობით შეკრულობას და გაუწყლოებას ებრძვის.

არტერიული წნევა

მკვებავი ნივთიერებებისა და მინერალების შემცველობით, როგორიცაა კალიუმი, მანდარინი არტერიულ წნევას ამცირებს. ზოგიერთი სპეციალისტი გირჩევთ მანდარინი კარდიოლოგთან ვიზიტის წინ შეჭამოთ.

ჭრილობა

მანდარინის ზეთი ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს. თუ კანი დაიზიანეთ, შეგიძლიათ მანდარინის ზეთი მკურნალობის დასაჩქარებლად გამოიყენოთ.

მანდარინი დაბერების ნიშნებს მოგაშორებთ და კანის ფერს გააუმჯობესებს. ეს ხილი თმის ზრდას ხელს უწყობს და ჭაღარის გაჩენას აფერხებს.

ანემია

ზოგიერთი სპეციალისტი მანდარინის მიღებას გირჩევთ, რადგან C ვიტამინი რკინის ათვისებას ხელს უწყობს.

სიმსივნის პროფილაქტიკა

მანდარინი ორგანიზმისთვის სასარგებლო მჟავებს დიდი რაოდენობით შეიცავს. ასევე შეიცავს აზოტის ოქსიდს, რომელიც ზოგიერთი სახეობის სიმსივნეს თავიდან აგაცილებთ.

კვლევის თანახმად, მანდარინის წვენის მიღება ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.

ათეროსკლეროზი

მანდარინი შეიცავს ნობილეტინს, რომელიც დაგროვებული ცხიმების გამო არტერიების დაბლოკვასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

წონაში დაკლება

მანდარინში შემავალი ბოჭკოები კუჭს დანაყრების შეგრძნებაში ეხმარება.

C ვიტამინის წყარო

C ვიტამინი თქვენს სხეულს იცავს. ის იმუნურ სისტემას ეხმარება და სხვადასხვა დაავადებისგან თავდაცვას აძლიერებს.

ყველა ამ უპირატესობის გარდა, მანდარინი უბრალოდ გემრიელია! თუ თქვენს რაციონში მანდარინს დაამატებთ, სხეული მადლობას გეტყვით! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს