მინდა დაწვრილებით მოგიყვეთ იმ მცენარის შესახებ, რომელიც 30-ზე მეტ დაავადებას კურნავს და, რომელსაც პირშუშხას ეძახიან. სასოფლო ტიპის დასახლებაში, მას ყველა ნაკვეთზე შეხვდებით. ჩვეულებრივ, პირშუშხას უმი სახით გამოიყენებენ, როგორც კერძების საკმაზი, თუმცა მისი მოხმარება შესაძლებელია როგორც მოხარშულ, ისე გამომშრალ მდგომარეობაშიც.
სანამ მცენარეს გამოაშრობდნენ, ფესვებს კარგად რეცხავენ, შემდეგ ხეხავენ მსხვილ სახეხზე და მხოლოდ ამის შემდეგ აშრობენ ღუმელში ჯერ 45-50°C, ხოლო შემდეგ – 60-65°C-ზე. გამოშრობას 5-6 საათი სჭირდება. შეგიძლიათ პირშუშხა ქისაშიც გამოაშროთ, ცხელი წყლის გამათბობლებზე. მას ამ მეთოდით 1 დღის განმავლობაში აშრობენ. თუ პირშუშხას ბატარეაზე უფრო დიდხანს გააჩერებთ, ის სიმწარეს დაკარგავს. გამომშრალი მცენარე შეინახეთ მჭიდროდ დაცულ ჭურჭელში.
გამოიყენეთ ეს მცენარე ოტიტის, კბილის ტკივილის, ლამბლიოზის, ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოქონდროზის, კოკსართროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, გაციების, მხუთავი აირით მოწამლვის, დამწვრობების, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვის დროს.
სოფლებში სწორედ ამ მცენარეს იყენებენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ. პირშუშხას სუნის შესუნთქვითაც კი იგრძნობა, როგორ დაივლის იგი მთელ ორგანიზს, წმენდს ბრონქებს სისველისა და ლორწოსგან, რითაც გაშორებთ ხველასა და გაციებას.
თუ წამლის მოსამზადებლად დიდი რაოდენობით პირშუშხაა საჭირო, გაატარეთ ხორცსაკეპში. იმისათვის, რომ ამ პროცესის დროს თვალები არ აგწვათ მასში არსებულმა ფიტონციდებმა, ხორცსაკეპ მანქანას წამოაცვით პოლიეთილენის პარკი და მიამაგრეთ რეზინით.
რეცეპტები
დაბალი მჟავიანობის გასტრიტის სამკურნალოდ რეკომენდებულია დახეხილი პირშუშხა. იგი აძლიერებს მარილმჟავას გამოყოფას და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას. 1 ჭიქა დახეხილ პირშუშხას დაასხით 3 ლ ადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 1 დღით, გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენი 1 ჭიქის ოდენობით, დილით უზმოზე.
მარილების დაგროვების დროს რეკომენდებულია მცენარის ფოთლებით მკურნალობა. მოწყვიტეთ 1 ფოთოლი დილით და მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე. საღამოს შეიზილეთ მტკივან ადგილზე მზესუმზირის ზეთი, ზემოდან დაიდეთ ფოთოლი და შეიხვიეთ ქსოვილით. ცოტა აგეწვებათ, მაგრამ უნდა მოითმინოთ, სადამდეც შეძლებთ. შემდეგ მოიხსენით ფოთოლი და დადეთ მაგიდაზე, მეორე დღეს მასზე გამოჩნდება ყველაფერი, რაც ორგანიზმიდან გამოწოვა. გაიმეორეთ პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
ღვიძლის ციროზის დროს 5 დღე, ბნელ ადგილას დააყენეთ პირშუშხას 5 ფოთოლი 0.5 ლ ხარისხიან არაყზე. მიიღეთ 1 ჩ.კ. ნაყენი დღეში სამჯერ, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
სტენოკარდიის დროს შეურიეთ 1-1 კგ თაფლი დაკეპილ პირშუშხასა და კანიანად დაკეპილ უკურკო ლიმონს. მოურიეთ და გააჩერეთ 1 დღით. მიიღეთ მასა 2 ჩ.კ. ოდენობით უზმოზე, ჭამამდე 1 საატით ადრე. მთელ წამალს რომ შეჭამთ, გულის დაავადებისგანაც გათავისუფლდებით.
ეს რეცეპტი კი საკუთარ თავზე გამოვცადე ჰიპერტონიის საწინააღმდეგოდ. რეკომენდაციას ვუწევ! შეურიეთ თითო ჭიქა ახლადდაწურული სტაფილოს წვენი და პირშუშხას ნაყენი(დახეხილი ფესვები 36 საათით უნდა დააყენოთ 1 ჭიქა წყალში), ამდენივე თაფლი და კიდევ ერთხელ მოურიეთ, მოათავსეთ მასა შუშის ქილაში, დაახურეთ მჭიდროდ და შედგით მაცივრის ქვედა თაროზე. მიიღე წამალი ყოველდღე, დღეში სამჯერ 1-2 ჩ.კ. ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1.5-2 თვე უნდა გაგრძელდეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!