ხორცზე სრულად უარის თქმა ჯანმრთელობას უფრო ძლიერ აზიანებს, ვიდრე სიგარეტი – ახალი კვლევის შედეგები

1265

ბლოგის სფეროში კვების პროდუქტების შესახებ ურთიერთსაპირისპირო სიახლეები და კვლევები ყოველთვე ჩნდება. თევზი ჯანმრთელობას აზიანებს. თევზი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ქოქოსის ზეთი სუპერ პროდუქტია. ქოქოსის ზეთი გულის შეტევას იწვევს. წითელი ღვინო…წყალმცენარეები და ა.შ.

სამწუხაროდ, მედიაში გამოქვეყნებული კვლევები ხშირად ძალიან მცირე რაოდენობის ინფორმაციას ეყრდნობა და დამატებით ფაქტორებს არ ითვალისწინებს. განსაკუთრებით ეს ეხება კვების პროდუქტებს, რადგან შემადგენლობის გარდა ჩვენზე გავლენას ახდენს გარემო პირობები, აქტიურობის დონე და გენეტიკა. ზოგიერთი ადამიანი განსაზღვრულ პროდუქტებს უკეთ ითვისებს, ვიდრე სხვები. ამგვარად, იდეალური დიეტა არ არსებობს.

მაიკლ პოლანის რჩევა „მიირთვით საკვები. ბევრი არა. ძირითადად, მცენარეები“ თანამედროვე ეპოქის მანტრა გახდა. პირველი ნაწილი იმას გულისხმობს, რომ ნამდვილი საკვები უნდა მიირთვათ და არა გადამუშავებული ქიმია, რომელიც სუპერმარკეტების დახლებზე დომინირებს. მეორე – ეს პირადი პასუხისმგებლობაა: ბევრი არ ჭამოთ. ემოციურ პრობლემებსა და დალევას შოკის კავშირი აღიარეთ.

ახლა მთავარი, სინამდვილეში რას ნიშნავს „ძირითადად, მცენარეები“?

გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური მედიცინისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის ავსტრიელი მკვლევარების ჯგუფმა 15 და უფრო მეტი ასაკის 15 000 ავსტრიელი შეისწავლეს.

მკვლევარების ჯგუფმა ამ 15 ათასი ავსტრიელი მოქალაქიდან 1320 ადამიანის მონაცემები გაანალიზეს: 330 ვეგეტარიანელი და 330 ხორცის მჭამელი, რომელიც ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდა, 330 ხორცის მჭამელი, რომელიც ნაკლებ ხორცს მიირთმევდა და 330 ადამიანი, რომლებიც ბევრ ხორცს ჭამდნენ.

მათ ჯგუფის შედგენის დროს ასაკი, სქესი და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გაითვალისწინეს. შედეგად, ამ ჯგუფიდან 76,4 % ქალი აღმოჩნდა, ამასთან 40 % 30 წელზე უფრო ახალგაზრდა იყო, კიდევ 35% 30-დან 50 წლამდე.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ვეგეტარიანელებთან დაკავშირებით დადებითი პირობის მიუხედავად, მკვლევარებმა შემდეგი რამ აღმოაჩინეს:

საერთოდ, შედეგებმა აჩვენა, რომ ვეგეტარიანელები სუბიექტურად ცუდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივიან, ხშირად სამედიცინო დახმარებას მიმართავენ, უფრო მეტი ქრონიკული მდგომარეობა და ცხოვრების დაბალი ხარისხი აქვთ.

მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ვეგეტარიანელებს სიმსივნის შემთხვევების უფრო მაღალი რისკი, ასევე შფოთური მდგომარეობის და დეპრესიის გაზრდილი მაჩვენებელი აქვთ. ნახსენები იყო კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ვეგატარიანელებში ფსიქიკური აშლილობის გაზრდილ რისკს აჩვენებს. ვეგეტარიანელები უფრო მეტ მედიკამენტს ღებულობენ, ვიდრე შემთხვევითი ხორცის მჭამელები.

მაგრამ კარგი ამბავიც არსებობს. ვეგეტარიანელებს უფრო დაბალი სხეულის მასის ინდექსი აქვთ და ქოლესტერინის, ჰიპერტონიის, გულის იშემიური დაავადების და მეორე ტიპის დიაბეტი ნაკლებად აწუხებთ.

ასევე უფრო მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი აქვთ, თუმცა კორელაცია შეიძლება მიზეზის ექვივალენტური არ იყოს: ბევრ თანამშრომელს მაღალხარისხიანი მცენარეული პროდუქტების მიღების შესაძლებლობა დაბალი შემოსავლის გამო არ აქვთ.

ვეგეტარიანელები საკუთარ ორგანიზმზე უფრო ზრუნავენ: ისინი ბევრ ვარჯიშობენ და ნაკლებად ეწევიან ან სვამენ.

სხეულის მასის ინდექსა და ხორცს შორის კავშირი ასევე ცხადია. ხორცის მჭამელებს, რომლებიც ბევრ ხორცს ჭამენ, მაღალი სხეულის ინდექსი აქვთ, მაშინ როცა წმინდა ვეგეტარიანელებს დაბალი მაჩვენებელი აქვთ. კორელაცია და მიზეზი ცხადი არაა, რადგან ხორცის მჭამელები ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოიხმარენ, რაც ასევე შეიძლება ჭარბი წონის მიზეზი იყოს.

საინტერესოა, რომ ვეგეტარიანელები ვაქცინაციას იშვიათად იკეთებენ და ექიმსაც ნაკლებად მიმართავენ, ვიდრე სხვა ჯგუფები, რაც ჯანმრთელობაზე აისახება. „ჯანსაღი საკვების“ ბრენდების საეჭვო მარკეტინგული ტაქტიკიდან გამომდინარე, რომლებიც ირწმუნებიან, რომ „საკვები არის წამალი“ და პროდუქტებს „სუპერპროდუქტებს“ უწოდებენ, გასაოცარი არაა, რომ ზოგიერთი ვეგეტარიენელი თვლის, რომ მათი რაციონი პანაცეას წარმოადგენს.

მკვლევარების ჯგუფის დასკვნა აბსოლუტურად ცხადია:

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ავსტრიელი ზრდასრული ადამიანები უპირატესობას ვეგეტარიანულ დიეტას ანიჭებენ, ნაკლებად ჯანმრთელები არიან (სიმსივნის, ალერგიის და ფსიქიკური აშლილობის კუთხით), უფრო დაბალი ცხოვრების ხარისხი აქვთ და რეგულარულად მკურნალობა სჭირდებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიეტა დაბალანსებული უნდა იყოს. ხორცზე სრულად უარის თქმა ისევე საზიანოა, როგორც ჭარბი მოხმარება. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს