სახელგანთქმული ქირურგი: “მოიშორეთ მოუხერხებელი ფეხსაცმელი და ხშირად იარეთ ფეხშიშველა ცერებზე”

1952

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია – გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებში. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრული დაავადება, რომელიც დედისგან ქალიშვილს გადაეცემა, ან შეძენილი დაავადება, რომელიც ჰორმონალური დისბალანსის, ასაკობრივი ცვლილებებისა და ბრტყელტერფიანობის შედეგად ჩნდება. ის შეიძლება განვითარდეს, თუ მუდმივად ატარებთ ვიწრო ცერის მქონე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომლის გამოც ტერფზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება.

თუმცა ასეთი უსიამოვნო პრობლემაც კი არაა საბოლოო განაჩენი. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მოიშოროთ ტერფმრუდობა და შეამციროთ დისკომფორტი სიარულის დროს.

ჯანმრთელი ფეხები

იმისათვის, რომ ფეხის კუნთებმა უმტკივნეულოდ შეძლოს დიდი დატვირთვის ატანა, რეკომენდებულია მოცემული სავარჯიშოების 10-10ჯერ შესრულება.

სავარჯიშოების კომპლექსი

1. მოათავსეთ იატაკზე მცირე ზომის ნივთები და წამოწიეთ ფეხის თითებით. როცა ნივთების წამოწევა გაგიმარტივდებათ, გადადით მათ დაჭერაზე 2-3 წუთით. სხვათაშორის, ასე უფრო სახალისოა ბავშვის სათამაშოების ალაგება.

2. დაწექით ზურგზე, წამოწიეთ ფეხები და ეცადეთ, ჰაერში ასო-ბგერები მოხაზოთ. ამის შემდეგ დაჯექით სკამზე, დადეთ იატაკზე სუფთა ფურცელი, დაიჭირეთ ფეხის თითებით კალამი და დახატეთ გეომეტრიული ფიგურები, ასოები და ციფრები.

3. გაიხადეთ ფეხსაცმელი, დადექით ფეხის ცერებზე და აიზიდეთ ზემოთ, შემდეგ დაიწყეთ სეირნობა ცერებზე, დააფიქსირეთ ზურგი სწორად. შეცვალეთ ტერფის მდგომარეობა, განაგრძეთ სეირნობა მის შიდა და გარე მხარეებზე და დაასრულეთ სავარჯიშო ქუსლებზე სეირნობით.

4. მოთავსდით კომფორტულ მდგომარეობაში ისე, რომ ფეხები სწორად გედოთ, კონცენტრირდით ფეხის თითებზე და ეცადეთ სათითაოდ, რიგრიგობით ამოძრავოთ.

5. მიიღეთ კომფორტული პოზიცია, არ დაეყრდნოთ ფეხებს და დაიწყეთ ფეხის თითების გაწევა მაქსიმალურად შორს ერთმანეთისგან. რამდენიმე წამი გააჩერეთ თითები ამ მდგომარეობაში, შემდეგ მოადუნეთ.

6. დადექით და დაიწყეთ ცერიდან ქუსლისკენ ქანაობა, შემდეგ გაიმეორეთ იგივე საწინააღმდეგო მიმართულებით.

7. დაჯექით იატაკზე სწორად გაშლილი ფეხებით, მაქსიმალურად დაჭიმეთ ფეხის თითები, შემდეგ კი მოადუნეთ. სასურველია დაჭიმული მდგომარეობის შენარჩუნება ნახევარი წუთით მაინც.

ტერფის დეფორმაციის გაჩენის აღსაკვეთად და ადრეულ სტადიაზე განსაკურნებლად საკმარისია ამ მარტივი სავარჯიშოების შესრულება 10 წუთით, დღეში ორჯერ. ამასთან, ატარეთ მხოლოდ მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს