ჩვენს დროში არ არსებობს სილამაზის მკაცრად განსაზღვრული სტანდარტები, ამიტომ დაბერების თემა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანია. რაც შეეხება ორგანიზმის დაბერებასა და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების გაუარესებას, ამაზე ყველას ერთი აზრი აქვს, რომ ამ პროცესს ყველანაირად უნდა მოვერიდოთ. სამაგიეროდ, ასაკოვანი ადამიანების გარეგნობის შესახებ შეხედულებები იყოფა.
ზოგიერთი თვლის, რომ დაბერების გარეგანი ნიშნები – ნაოჭების გაჩენა, თმების გაჭაღარავება და მისთანანი, – როგორც ბუნებრივი პროცესი, უნდა მივიღოთ ღირსეულად და სიამაყით. ამ შეხედულებას ვერ შევედავებით – საბოლოო ჯამში ხომ ამ პროცესს ვერსად გავექცევით.
თუმცა, ზოგიერთი, უმრავლესობა კი მათ შორის ქალია, თვლის, რომ თვითონ შეუძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ როდის მისცენ სხეულს მოდუნებისა და დაბერების საშუალება. ისინი გულდასმით აქცევენ ყურადღებას თავიანთ კვებას, აკეთებენ სხვადასხვა სავარჯიშოებს სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად, იტარებენ სახის გაახალგაზრდავების პროცედურებს. დამეთანხმებით, ასეთი პოზიცია უფრო დიდ აღტაცებას იწვევს.
იტალიელი ჟურნალისტი, ბენიტა კანტიენი, 69 წლის ასაკში, თანატოლებთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურება, მისი სახე ელვარებს სილამაზით და ამ ყველაფერს მან დამოუკიდებლად, თავისი ძალებით, ყოველგვარი ოპერაციების გარეშე მიაღწია.
თუ თქვენც გაქვთ გადაწყვეტილი, გამოიწვიოთ დრო, ჩვენი რედაქცია გაგანდობთ უცხოელი ლამაზმანის ახალგაზრდობის საიდუმლოს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ, კიდევ დიდხანს გამოიყურებოდეთ მიმზიდველად.
სახის გამაახალგაზრდავებელი მასაჟი
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სავარჯიშოს შესრულების დროს, ქვედა ყბა და პირი მოდუნებული უნდა გქონდეთ. ტუჩები – ოდნავ ღია, ხოლო ენის წვერი სასას უნდა მიაბჯინოთ.
1. ყურების მოძრაობა
ეს ძალიან მარტივი სავარჯიშოა მათთვის, ვისაც ყურების გამოძრავება დამოუკიდებლად შეუძლიათ, თუმცა ამ უნარით დაბადებიდან ძალიან ცოტა ადამიანი თუ დაჯილდოვებულა. ამიტომ მათ, ვისაც მსგავსი ნიჭი არ აქვთ, ბენიტა კანტიენი სთავაზობს ყურის კუნთების დამუშავებას თითის წვერებით.
დაიდეთ შუა თითების ბალიშები ყურის ნიჟარის ზედა კიდის ქვეშ, ხრტილის ღრმულის წინ, ამის შემდეგ დაიზილეთ მეორე წერტილი, რომელიც ყურის ბიბილოებიდან 2/3-ითაა დაშორებული. დაასრულეთ მესამე წერტილზე, ყურის ზემოთ, სადაც ორი ჩაღრმავებაა და პულსაცია შეიგრძნობა.
2. საერთო დაძაბვა
სახის კუნთების შესაგრძნობად და მათ მოსათელად, დაჯექით ლოტუსის პოზაში, დაიდეთ შუა თითების ბოლოები ნიკაპზე და თანდათან გაატარეთ ისინი ქვედა ყბის ზოლზე. იგრძენით საღეჭუ კუნთის შუა ნაწილი და ასტიმულირეთ ეს წერტილი თითების პულსისებრი მოძრაობით. ამასთან, ნებისყოფის ძალით აწიეთ ყურის კუნთები ზემოთ.
3. საფეთქლების წამოწევა
რამდენიმე წამით ამასაჟეთ თხემის წერტილი, შემდეგ დაადეთ შუა თითები პულსირებად ჩაღრმავებებს, რომლებიც საფეთქლებზე მდებარეობს. არათითებით შეიგრძენით თხევადი კუნთები შუბლზე, ხოლო საჩვენებლებით – პულსირებადი ჩაღმავებები თვალის კუთხეებიდან ყურების მიმართულებით.
4. სახის ფორმირება
დაიდეთ მარჯვენა ხელის შუა თითის ბოლო შუბლის შუაში, თმის ზოლის ოდნავ ქვემოთ, მარცხენა ხელის შუა თითით კი დააჭირეთ თავის ქალას ძირის წერტილს. 20 წამის განმავლობაში გადაიტანეთ თითების ყურსუკან და ოცჯერ დააჭირეთ იქ ნაპოვნ ჩაღრმავებებს. ამის შემდეგ, დაიდეთ შუა თითები ნიკაპის გვერდით კუნთების გადაკვეთაზე, საჩვენებლები – ტუჩის კუთხეებს ზემოთ, ხოლო არათითები – ცხვირის ფრთების გვერდით. მსუბუქი დაწოლითი მოძრაობებით დაიმუშავეთ ეს წერტილები, იმოძრავეთ ყურებისკენ.
5. ლოყების დაჭიმვა
მოხარეთ ხელები იდაყვებში ისე, რომ იდაყვები იატაკის პარალელური გახდეს, ხელის მტევნები სახესთან მიიტანეთ. მიიდეთ არათითების ბოლოები ყვრიმალების ქვეშ ჩაღრმავებებზე, შუა თითები მოათავსეთ ქვედა ყბის სახსრის ზემოთ, საჩვენებლები კი – ყურის ძირის ზემოთ. დააჭირეთ ამ წერტილებს პულსისებრი მოძრაობებით 2 წუთის განმავლობაში.
6. სახის ოვალის ფორმირება
დაიდეთ შუა თითები ყურის წინ და 30-ჯერ ოდნავ დააჭირეთ წერტილებს. შემდეგ მიიდეთ მარჯვენა ხელის შუა თითი ცხვირის ძვალზე, მარცხენა – ქვედა ტუჩსა და ნიკაპს შორის არსებულ ჩაღრმავებაზე. დაიმასაჟეთ წერტილები 1 წუთის განმავლობაში და მარჯვენა ხელით იმოძრავეთ შუბლისკენ, ხოლო მარცხენათი – ქვემოთკენ. დასასრულ, ნეკა თითები გადაატარეთ ტუჩის კუთხეებთან ახლოს, ქვედა ტუჩის დონეზე, შუა თითები კი დაიდეთ ყურის უკან არსებულ წერტილებზე და დაიმასაჟეთ ასე 1 წუთის განმავლობაში.
ეს საბაზისო სავარჯიშოები ბენიტა კანტიენის მთელი კომპლექსიდან სახის კანის გაახალგაზრდავებას ყველასათვის ხელმისაწვდომ პროცედურად აქცევს. იგი დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭების ეფექტურად და უმტკივნეულოდ მოცილებაში.