ის, თუ ვინ ხართ თქვენ, თქვენს ნატალურ რუკაში თქვენი დაბადების მომენტში ჩაიწერა. ამიტომ, სავსებით ნორმალურია რჩევისთვის ვარსკვლავების “შეწუხება” და თქვენი ზოდიაქოს განსხვავებული ასპექტების შესწავლა. ზოდიაქომ შეიძლება ბევრი რამ გიკარნახოთ – თავსებადობის ჰოროსკოპით დაწყებული, უახლოესი დღეების პროგნოზით დამთავრებული.
ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა ძალა იზიდავს მისკენ კონკრეტულ ადამიანებს. ეს პიროვნული თვისებაა? თუ რაღაც უცნაურობა? მაინც რა მიაჩნიათ სხვებს თქვენში საინტერესოდ?
თუ ხანდახან გეჩვენებათ, რომ ღირებული არაფერი გაგაჩნიათ ან სიყვარულს, დროსა და ყურადღებას არ იმსახურებთ, წაიკითხეთ ეს სტატია. აქ იპოვით თქვენი ხასიათის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც ადამიანებს აუცილებლად დაამახსოვრდებათ.
1. ვერძი
თქვენ ყოველთვის გზაში ხართ. გიყვართ მწვავე შეგრძნებები და თავგადასავლები. როცა სხვები ფიქრობენ ადამიანზე, რომელთან ერთადაც გართობა ან სალაშქროდ წასვლა შეეძლებათ, თქვენ ხართ პირველი, ვინც ამ დროს გაახსენდებათ. თქვენი ენერგია უსაზღვროა და გარშემომყოფებს მოსწონთ, როცა თქვენი გამბედაობისა და ძალების დემონსტრირებას ახდენთ. თქვენ ამაყობთ იმით, რომ გადაშლილი წიგნი ხართ და ეს მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ გაფასებენ და უყვარხართ სხვებს.
2. კურო
ყველას უნდა თქვენთან მეგობრობა. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც ეჭვგარეშე დაეყრდნობიან, როცა დახმარება დასჭირდებათ. თქვენ ეხმარებით მათ, ვინც გიყვართ, ყოველ ჯერზე, როცა დახმარების თხოვნით მოგმართავენ. თანაბრად ყოფთ იმას, რაც გაქვთ, მაშინაც კი, თუ ამას არ გთხოვენ. ძალიან უბრალო ხართ, ამიტომ მარტივად იზიდავთ სხვებს.
3. ტყუპები
თქვენ ყოველთვის ცნობისმოყვარე ხართ და გულწრფელი ინტერესის გამოვლენის უნარი გაქვთ. გარდა ამისა, ხართ ჭკვიანი და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ძვირფასი რჩევის მიცემა. სწრაფად სწავლობთ და ღრმად აღაწევთ საგნების სიღრმეში, თუმცა სწრაფად გწყინდებათ, როცა შესწავლის პროცესი ერთ ადგილზე ჩერდება. გიყვართ იდეების გაცვლა და ინტელექტუალური ბაასი. ჭკვიანი ადამიანი ხართ და ეს ისაა, რაც ადამიანებს თქვენკენ იზიდავს.
4. კირჩხიბი
თქვენ კარგად გრძნობთ ემოციებს და მკვეთრად რეაგირებთ მასზე. გაქვთ თანაგრძნობისა და საჭირო სიტყვების მოძიების უნარი. თქვენი მგრძნობიარობა და ემპათია იზიდავს ადამიანებს, სარკასტული იუმორი კი შეუდარებელს გხდით.
5. ლომი
ნაცნობები ოქროს გულის მფლობელს გიწოდებენ. თქვენ არ შეგიძლიათ ზიზღისა და წყენის დაგროვება. ოსტატი ხართ, როცა საქმე გაშვების ხელოვნებას ეხება. ხართ კონტაქტური, აქტიური და მხიარული, რაც ადამიანებს იზიდავს. თქვენთან ყოფნა საინტერესო და ხალისიანია როგორც მოგზაურობაში, ისე სახლშიც.
6. ქალწული
თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ იმის მისაღებად, რაც გსურთ. არ აძლევთ გრძნობებს თქვენზე გავლენის მოხდენისა და მიზნების მიღწევაში ხელის შეშლის საშუალებას. ყოველთვის ანალიტიკურად უდგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებთ, რადგან მოულოდნელობები არ მოგწონთ. ხართ მშვიდი და ასხივებთ კომფორტსა და უსაფრთხოებას. ეს მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ იზიდავთ ადამიანებს.
7. სასწორი
თუ ადამიანები გადაწყვეტენ, კამპანიაში ყველაზე კეთილი ადამიანი ამოირჩიონ, ეს, დიდი ალბათობით, თქვენ იქნებით. თქვენ გიყვართ სხვებისთვის კომპლიმენტების თქმა, განსაკუთრებით, როცა მათში რაღაც განსაკუთრებულს პოულობთ. გჯერათ, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ ერთმანეთს კარგ რამეებს ვეტყვით. გიყვართ მშვიდობა და ჰარმონია, გაქვთ ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრის უნარი.
8. მორიელი
თქვენ უკიდურესად მხურვალე ძალა ხართ, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. არადროს დანებდებით უბრძოლველად. ძლიერი ადამიანი ხართ და არც კი გჭირდებათ ძალისხმევა იმისათვის, რომ სხვებმა შეგამჩნიონ. იმ მომენტში, როცა ოთახში შედიხართ, უკვე იგრძნობა თქვენი არსებობა. ადამიანები უმცირესი ალბათობით გამოგიცხადებენ ომს, რადგან იციან, როგორ ხართ განწყობილი გამარჯვებისადმი.
9. მშვილდოსანი
თქვენ აღფრთოვანდებით იმ ადამიანებით, რომლებიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, და გინდათ, მათ ჰგავდეთ, არ მოგწონთ ერთ ადგილას გაჩერება. ძალიან აფასებთ თავისუფლებას და ცდილობთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ, თუ მის წართმევას ცდილობენ. მუდმივად მიისწრაფვით განვითარებისკენ, რაც გარშემომყოფებს თქვენკენ იზიდავს.
10. თხისრქა
ხშირად, თქვენ ლიდერად გირჩევენ, რადგან პასუხისმგებლიანი და მეწვრილმანე ხართ. გარდა ამისა, გულწრფელად მზად ხართ სხვების დასახმარებლად. მხოლოდ საუკეთესო გსურთ მათთვის, ვინც თქვენ გვერდითაა. შეიძლება მკაცრად გამოიყურებოდეთ, თუმცა, სიმართლე ისაა, რომ რბილი გული გაქვთ, რომელიც მათზე ზრუნავს, ვისაც თქვენი სჯერა.
11. მერწყული
თქვენ გსურთ სიმართლე და არაფერი, სიმართლის გარდა. გულწრფელი ხართ ყველასთან და, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ადამიანები ფიქრობენ, რომ გამბედავი ხართ, რადგან მუდმივად იბრძვით სამართლიანობისთვის. ხართ გულუსხვი და შეგიძლიათ მეგობრობა, რომელშიც მთელ სულსა და გულს დებთ.
12. თევზები
თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. სხვები თქვენთან კრეატიული იდეებისთვის მოდიან. გულმხურვალედ ეხმარებით სხვებს და მათგან არაფერს მოელით. შესანიშნავად გესმით ადამიანების ემოციები და გაქვთ თანაგრძნობის უნარი. თითქმის ყველას უნდა თქვენთან მეგობრობა, რადგანაც იცის, რომ არასდროს განსჯით და პატიებაც შეგიძლიათ.
ყოველთვის დააფასეთ საკუთარი თავი!