ხალხური მკურნალები, ექიმები და ალქიმიკოსები ძველი დროიდან ცდილობდნენ უკვდავების ელექსირის პოვნას. რისი დამატება და შერევა არ სცადეს(ჩამოთვლაც კი შეუძლებელია). თუმცა, სასურველი საშუალება დღემდე ვერ გამოიგონეს…
თუმცა, ზოგიერთი ასპექტით მაინც წინ წავიდნენ – დღემდე მოაღწია რეცეპტებმა, რონლებიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს და აძლიერებს. მართალია, 200 წლამდე ვერ გვაცოცხლებს, თუმცა, შეგვიძლია სიბერეს ჯან-ღონით აღავსენი შევხვდეთ.
ისტორიკოსებმა, უძველესი რეცეპტების შესწავლისას, დააფიქსირეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინგრედიენტი ხალხურ რეცეპტებში იყო ნიორი და რძე. ეს გასაკვირი არცაა, ავიცენა ხომ ნიორს უამრავი დაავადების მკურნალად მიიჩნევდა, მისი ეს მოსაზრება კი თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა.
რძე ნივრით – ახალგაზრდობის ელექსირის რეცეპტი:
- ჩაასხით 1 ჭიქა რძე ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ამასობაში დააქუცმაცეთ ორი კბილი ნიორი.
- როგორც კი რძე ადუღდება, დაუმატეთ ნიორი, გამორთეთ ცეცხლი და დაახურეთ თავსახური.
- 10 წუთში ახალგაზრდობის ელექსირი მზადაა.
მიირთვით ნივრიანი რძე კვირაში ერთხელ, 1 ჭიქის ოდენობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!