თუ სწრაფად გამდიდრების ფორმულას ეძებდით, აი ისიც.
ჟურნალისტი და ქოუჩი მინდა ცეტლინი 4 მთავარ ჩვევაზე გიამბობთ, რომელმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდერი გახადა. ამ ჩვევების გამოყენება დღესვე შეგიძლიათ.
1. იფიქრეთ, როგორც მეწარმე
ცეტლინი ამბობს, რომ მეწარმის სული უორენ ბაფეტს ფულის გამოსამუშავებლად ახალი შესაძლებლობის ძიებაში ეხმარება.
„იმის მიუხედავად, თუ რას საქმიანობთ, თქვენ ცოტა უფრო მეტი უნდა გააკეთოთ, ყოველთვის წინ უნდა იაროთ“.
2. ინვესტირება ჩადეთ
ცეტლინის თქმით, ბაფეტის თითქმის მთელი ქონება ინვესტიციებს უკავშირდება. და კარგი ამბავი: ინვესტირება არის ის, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია, ასაკის ან შემოსავლის დამოუკიდებლად.
3. ვალი არ აიღოთ
ვალის კვლავ და კვლავ აღება შეიძლება სპირალად გადაიქცეს. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება დაუშვათ.
4. დახარჯეთ უფრო ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ
თქვენი ხარჯები დათვალეთ და განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება ხარჯების შემცირება. ეს ფინანსური სირთულის გამკლავებაში დაგეხმარებათ და თან ფულის დაგროვებას შეძლებთ.
თქვენ როგორი ფინანსური ჩვევები გაქვთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.