აირჩიეთ ერთ-ერთი ყავის ჭიქა და ნახეთ, რაში მდგომარეობს თქვენი მთავარი ხიბლი

3154

ეს ჯადოსნური სასმელი ბევრ ჩვენგანს უყვარს. ყავა მხნეობას გვმატებს და ყოველდღიური საქმეების შესრულებაში გვეხმარება. შესაძლოა, სხვადასხვა ყავა ტყუილად არ გვიყვარს.

აირჩიეთ ყავის ჭიქა და საკუთარი შესაძლებლობის შესახებ გაიგეთ.

თუ აირჩიეთ ჭიქა № 1

პირველი და საუკეთესო. სწორედ ამისკენ მიისწრაფვით. მზისქვეშეთში საკუთარი ადგილისთვის ყოველთვის იბრძვით. სამსახურში ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავთ.

ადამიანები პატივს გცემენ და გაფასებენ. გარშემომყოფების მიმართ ტაქტიკური და მიმტევებელი ხართ. ერთადერთი რამ, რასაც არავის აპატიებთ – ღალატია.

თქვენი შესაძლებლობა: თქვენ არასდროს ნებდებით. ეს თქვენი შინაგანი ძალაა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც იმედს არასდროს კარგავს და საკუთარი თავის სწამს. ბიზნესში, სიყვარულსა თუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ნამდვილი მებრძოლი ხართ.

თუ აირჩიეთ ჭიქა № 2

მარტოობა არ გიყვართ, ადამიანებთან ურთიერთობა და საინტერესო კომპანიაში დროის გატარება გიყვართ, მაგრამ სახლი, ოჯახი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, თქვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ყველაფერს გააკეთებთ, რომ თქვენმა ოჯახი თავი კარგად და კომფორტულად იგრძნოს.

თქვენი შესაძლებლობა: თქვენ მართალი ადამიანი ხართ. თქვენ არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ მოატყუებთ. თქვენ გესმით გამოთქმა „ტყუილი გადარჩენისთვის“, მაგრამ „ტკბილი“ ტყუილის მიმართ ზიზღს განიცდით.

თუ აირჩიეთ ჭიქა № 3

ამ ნომერს, როგორც წესი, ირჩევენ ადამიანები, რომელთაც სწამთ, რომ სამეული მათი ბედნიერი ციფრია. სამი უნიკალურია, რომელიც წარსულის, აწმყოს და მომავლის სიმბოლოა. ის, ვინც ამას აცნობიერებს, საინტერესო ადამიანია.

თქვენი შესაძლებლობა: თქვენ სიყვარული შეგიძლიათ. ეს ძლიერი მხარეა, რომლის უნარიც ყველას არ აქვს. თქვენ გიყვართ სწორედ ადამიანი და არა საკუთარი თავი სიყვარულის პროცესში. თქვენ სერიოზული საქციელები გახასიათებთ. თქვენ პიროვნება ხართ.

თუ აირჩიეთ ჭიქა № 4

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ სურს იყოს საუკეთესო ან უარესი. ყოველთვის ოქროს შუალედს ირჩევთ. ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ითხოვთ.

თქვენთვის მთავარია, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან გიყვართ, ჯანმრთელები და ცოცხლები იყვნენ. ეს თქვენთვის საკმარისია. თქვენ გონიერი ადამიანი ხართ.

თქვენი შესაძლებლობა: სიტყვის ძალა. ადამიანები ხშირად გეუბნებიან, რომ თქვენ ძალიან სპეციფიკური ხმის ტემბრი გაქვთ. თქვენი სასიამოვნო ხმა სხვებს ამშვიდებს. ყოველთვის იცით, თუ რა თქვათ და ნებისმიერ სიტუაციაში საჭირო სიტყვის პოვნა შეგიძლიათ. ეს ნამდვილად ასეა.

თუ აირჩიეთ ჭიქა № 5

თქვენ ყველაფერში წესრიგი გიყვართ იქნება ეს საქმე, ურთიერთობა, სახლი თუ ცხოვრება. წესრიგის ორგანიზება შეგიძლიათ. გონივრული წესები და ზომიერი ცხოვრება გიყვართ. ყოველთვის სუფთად გამოიყურებით.

თქვენი შესაძლებლობა: თქვენ ადამიანების სურვილის დანახვა შეგიძლიათ. დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებიანი ხართ. თქვენ თანმიმდევრული ხართ. ის, რაც გჭირდებათ, გონებაში ყოველთვის აღიბეჭდება. ადამიანებს თქვენი გამჭრიახობა აოცებთ და ძლიერ ადამიანად გთვლიან.