15 უჩვეულო და ძალიან ლამაზი მცენარე მათთვის, ვისაც “ყველაფერი აქვს”

4725

ყვავილებისა და ვაზონების დიდი მოყვარული ხართ? დარწმუნებული ვართ, ეს მცენარეები არ გაქვთ. რაც მთავარია, მათი მოვლა ძალიან მარტივია, თუმცა, ამავდროულად, ნებისმიერ მოხიბლავენ თავიანთი უჩვეულო სილამაზით.

წარმოგიდგენთ 15 ყველაზე უჩვეულო და ლამაზ მცენარეს, რომელთა შოვნაც ჩვენთან უკიდურესად რთულია.

1. ფიტონია

ამ მცენარემ სახელი თავისი მკვეთრი ფოთლების გამო მიიღო. მათი შეფერილობა და უჩვეულო ზოლები თქვენს სახლში ყველაზე მოსაწყენ თაროსაც კი გაახალისებს.

2. ლიტოფსა

იგი მარტივად ემსგავსება ქვას. გლუვი სუკულენტები ინიღბებიან აფრიკის სამხრეთი ნაწილის მშრალ ვაკეებში, კლდეებზე, თუმცა, ფანჯრის რაფისთვის ის შესანიშნავი დეკორაცია იქნებოდა.

3. “შავი” სუკულენტები

ეს მცენარე შავ ქრიზანთემას გვაგონებს. ტექნიკურად, ფოთლები მწვანეა, თუმცა პიგმენტის გამო მას ძალიან მაძღარი ელფერი აქვს.

4. დელფინის სუკულენტები

ადამიანებს ძალიან მოსწონთ ეს მცენარეები იაპონიაში, ამას თავისი მიზეზიც აქვს: მისი პატარა ფოთლები მოცურავე დელფინებს წააგავს.

5. ეგაგროპილა ლინეა

თქვენი აკვარიუმი გაცილებით მხიარული გახდება. ეს “ხავსის ბურთულები” მზადდება წყალმცენარეებისგან, რომლებსაც სფეროსებრ ფორმაში ზრდიან.

6. ჰოია ქერი

ეს მცენარე ყველაზე რომანტიკული სუკულენტია, რომელიც საკმაოდ პოპულარული საჩუქარია ვალენტინობის დღეს, თანაც, არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, როგორც სუკულენტების უმეტესობა.

7. ზიგზაგისებრი კაქტუსი

როგორც კაქტუსების უმრავლესობა, არც ეს მცენარე მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას და გჩუქნით მკვეთრ ვარდისფერ ყვავილებს აყვავების პერიოდში.

8. ტრაქიანდრა

ეს მცენარე ველურ ბუნებაში ცხოვრობს და მისი სამშობლო სამხრეთი და აღმოსავლეთი აფრიკაა.

9. სუკულენტების ვარდი

ეს ყვავილები ნამდვილ ვარდს ჰგავს. ამასთან, სუულენტების მოვლა გაცილებით მარტივია, ვიდრე ვარდების. საჭიროა ნიადაგის მორწყვა მხოლოდ მაშინ, როცა ის მთლიანად გამოშრება.

10. დაკიდული კრასულა

მცენარე 12 სანტიმეტრამდე იზრდება და აქვს მოყვითალო ყვავილი.

11. რძიანა მსუქანი

ეს საინტერესო სუკულენტური მცენარე მრგვალია, მისი მონაცრისფრო-მწვანე რბილობი კი ბორდოსფერი ზოლებითაა დაფარული.

12. ეუფორბია

მცენარემ შეიძლება სიგანეში 6-15 სმ-ს მიაღწიოს.

13. პლატიცერიუმი

ცნობილი, როგორც “ირმის რქა”. ამ სახეობამ სახელი უნიკალური ფორმის ფოთლების გამო მიიღო, რომლებიც ირმის რქებს ჰგავს.

14. რძიანა ტირუკალი

გასაკვირი არაა, რომ ამ მცენარეს ხშირად უწოდებენ “ცეცხლიან ჯოხებს”, წითელი ფერის გამო, რომელიც ღეროების დაბოლოებებზე ჩნდება.

15. ქავორტია

მცენარე წყლით სავსე პატარა ბუშტუკებს მოგაგონებთ, მაგრამ ეს მისი ხორციანი ფოთლებია.

თქვენ რომელი მცენარე მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაქვთ რომელიმე მათგანი სახლში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს