მებაღეებისთვის ყველაზე საშიში კოშმარი – სარეველა ბალახებია. მათ ყველა შესაძლო მეთოდით ებრძვიან: ბარავენ მონაკვეთს, იყენებენ ჰერბიციდებს, ხელს უშლიან მზის სხივების შემოღწევას, წვავენ და სპირტითაც კი ამუშავებენ.
თუმცა, ზოგიერთ სარეველასთან ამდენად რადიკალური მეთოდებიც კი უძლურია. ასეთია თათაბოც(იგივე კვინოა). ეს ჯიუტი მცენარე თითქმის ნებისმიერი სახის ნიადაგსა და კლიმატში ცხოვრობს. მოიშორებთ თუ არა სარეველას, თვალის დახამხამებაში დაბრუნდება თქვენს ნაკვეთზე, თითქოს ადამიანის გარეშე ვერ იცოცხლებსო.
არადა, თათაბოს ხომ ადამიანი საკვებად უხსოვარი დროიდან იყენებს. რთულია იმის წარმოდგენაც, თუ რამდენჯერ იხსნა ამ სარეველამ კაცობრიობა შიმშილისგან. ჩვენთან გავრცელებული ბაღის თათაბო გამოიყენება სალათებისა და სუპებისთვისაც კი. მშიერ წლებში კი მისგან ახერხებდნენ ფაფის მომზადებას და ღვეზელების დაცხობასაც.
თათაბოს თვისებები
თათაბოს სასარგებლო თვისებებს აქტიურად გამოიყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. მცენარე ყველაზე უფრო სასარგებლოა ივლის-აგვისტოს პერიოდში, როცა მის ღეროებსა და ფოთლებს აგროვებენ. ასევე, სექტემბერში, როცა მის თესლს იღებენ.
თათაბო შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას. აქ იპოვით A, C და E, ასევე, B ჯგუფის ვიტამინებს, ცელულოზასა და ანტიოქსიდანტებს. მცენარე შეიცავს ამინომჟავებს ცილებით, ასევე, ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა კალიუმი, რკინა, ფოსფორი და კალციუმი. გასაკვირი არაა, რომ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, ამ მცენარისგან მაქსიმუმი მიეღო.
ითვლებოდა კიდევაც, რომ ერთი თათაბო მთელი ცხოვრების განმავლობაში არჩენს ადამიანს. მცენარეს ხშირად ჭრიდნენ დამწიფებისას, კრავდნენ კონას, კიდებდნენ ნალიებში და ქვემოთ ქაღალს აფენდნენ. გადამწიფებისას თესლები თავისთავად ცვიოდა და საჭირო იყო მხოლოდ მათი მოგროვება და შენახვა.
სიმწარე რომ მოეშორებიდან, თათაბოს თესლს ორი საათით ალბობდნენ წყალში, შემდეგ კი რეცხავდნენ. ასეთი პროდუქტით იხარშებოდა ფაფა, რომელიც გემოთი წიწიბურას წააგავს. კერძს სახალხო მკურნალები პაციენტებს უნიშნავდნენ ნაღვლის ბუშტის პრობლემების, კოლიტის, ყაბზობისა და დიარეის დროს.
დაფქულ თესლს უმატებდნენ სუპებსა და ღვეზელს. ბრონქიტის დროს კი მცენარისგან ერთგვარ ჩაის ამზადებდნენ, რომელიც სწრაფად აქცევდა მტკივნეულ, მშრალ ხველას სველად, რაც სწრაფად განკურნებას უწყობდა ხელს.
სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის ხარჯზე, თათაბო სასარგებლო გავლენას ახდენს ძვლების, გულის, სისხლძარღვებისა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობაზე. ანტოციანები და კაროტინოიდები, რომლებსაც მცენარე შეიცავს, სასარგებლოა თვალებისთვის, ხელს უშლის მხედველობის ნაადრევ დაქვეითებას.
უნდა აღინიშნოს რომ თათაბო შეიცავს მჟაუნმჟავას, რომელიც აკრძალულია თირკმლებში ან შარდის ბუშტში კენჭებისა და პოდაგრის დროს. ამასთან, თათაბოს ჭარბი რაოდენობით მიღებას შეუძლია საჭმლის მონელების პრობლემები, ალერგია და გამონაყარი გამოიწვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ თათაბოს ჩვენი წინაპრები საკვებად იყენებდნენ, ჩვენთან ეს მცენარე მაინც სარეველად ითვლება. თუმცა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თათაბო გამოიყენება ღვეზელებში, სალათებში, სუპებსა და გარნირებში. მცენარის თესლისგან არამხოლოდ ფაფებს, არამედ კოტლეტებსაც ამზადებდნენ.
რაც მთავარია – ახალგაზრდა თათაბო დაგეხმარებათ გაზაფხულის დასაწყისში მწვანილეულის უკმარისობის დროს. სწორედ ამიტომ, ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ქვეყნებში მას საწარმო მასშტაბებით ზრდიან.
თქვენ იცოდით, რომ ეს სარეველა ბალახი ამდენად სასარგებლო იყო?