დედაჩემს ძალიან დიდხანს აწუხებდა სახსრების ტკივილი. ექიმებმა მას ართრიტი – სახსრების მწვავე ანთება დაუდგინეს. ისეთი დღეებიც მახსოვს, როცა დედა საწოლიდან ვეღარ დგებოდა მწვავე ტკივილების გამო.
სამკურნალოდ რა აღარ ვცადეთ: იწვა საავადმყოფოში, იკეთებდა ნემსებს, იღებდა აბებს, იზელდა ძვირადღირებულ მალამოებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით, შემდეგ კი ტკივილი ბრუნდებოდა და არ ასვენებდა არც დღით, არც ღამით. გადაადგილებას ჯოხების დახმარებით ახერხებდა.
ერთხელაც, სამსახურში საუბარი სახსრების ტკივილზე ჩამოვარდა და ერთმა თანამშრომელმა მითხრა, თუ როგორ განიკურნა მისი მეზობელი, რომელიც ძლიერი ტკივილების გამო სახლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის არ გამოდიოდა.
და, როცა ერთხელ მას შეხვდა ქუჩაში მოსიარულეს, დაინტერესდა მკურნალობით. სწორედ მან უამბო ერთი ნაყენის შესახებ, რომელიც ართრიტის მოცილებაში დაეხმარა.
თანამშრომელს ვთხოვე, ამ ნაყენის რეცეპტი გაეგო მეზობელი ქალბატონისგან. მეორე დღეს მან შემდეგი რეცეპტი მომიტანა:
მოაჭერით ამონაცენ კარტოფილს მორჩები, ჩაყარეთ ქილაში(ისე, რომ ქილა გაივსოს) და დაასხით არაყი ისე, რომ მორჩები ოდნავ დაფაროს. დააყენეთ ორი კვირა ბნელ, თბილ ადგილას.
ამ ნაყენით უნდა გაიკეთოთ კომპრესები ან შეიზილოთ მტკივან სახსრებზე, შემდეგ კი შეიხვიოთ შალის ქსოვილით და გაიჩეროთ 2 სათით. აუცილებელია ასეთივე კომპრესის გაკეთება მთელი ღამითაც.
ამ რეცეპტის გაგების შემდეგ, გადავწყვიტე დედაჩემსაც გამოეცადა ნაყენი. მკურნალობის დაწყებიდან უკვე ერთ კვირაში დედამ შეძლო ღამით დაძინება, მწვავე ტკივილი გაქრა. ახლა იგი თავისუფლად დადის, ჯოხების გარეშე. ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!