აი რა ყვავილები უნდა დავრგოთ მშობლების მარადიული ხსოვნისთვის.

5643

ცოცხალი ყვავილების ლამაზი თაიგული იმ ნათესავებზე დარდის და მწუხარების სიმბოლოა, რომლებიც ჩვენთან უკვე აღარ არიან. ზოგიერთს სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილის დარგვა ურჩევნია, რადგან ცოცხალი ყვავილების მისატანად ძალიან იშვიათად მიდიან.

ახლობლების ხსოვნის საპატივცემულოდ სხვა მეთოდიც არსებობს, რომელიც უფრო ლამაზი და ამაღელვებელია, ვიდრე გლოვის გვირგვინები – სასაფლაოზე ცოცხალი ყვავილები დარგეთ.

ლამაზი ცოცხალი ყვავილები

ახლობელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუება შეუძლებელია, ხოლო ხელოვნური ყვავილები მტკივნეულ მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს. უფრო სასიამოვნოა ცოცხალი ყვავილებისგან შემდგარ ლამაზ კომპოზიციაზე ყურება და იმის რწმენა, რომ ნათესავებიც ამ სილამაზეს ხედავენ. ასე რომ, რატომ არ უნდა დავრგოთ ცოცხალი ყვავილები დამთრგუნველი პლასტმასის ნაცვლად?

ყვავილების დარგვა წარმატებული რომ იყოს, სასაფლაოზე ნიადაგის ტიპი უნდა განსაზღვროთ: თიხის, ქვიშიანი თუ შავი ნიადაგი. სასაფლაოზე დარგული მცენარე უპრეტენზიო და მცირე ფესვებიანი უნდა იყოს.

სასაფლაოს მოსართავად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ გველის სურო – მიწაზე გართხმული მცენარე, რომელიც მთელ ფართობზე ვრცელდება და ყვავილების ხალიჩას ქმნის. გველის სურო ყვავილობას გაზაფხულის დასაწყისში ლამაზი ლურჯი ყვავილებით იწყებს, ზაფხულში კი სასაფლაო ღია მწვანე ფოთლებით იქნება მორთული.

გველის სურო სარეველებს ზრდის საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ეს ადგილი ყოველთვის მოვლილი და სუფთა იქნება. ერთადერთი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ გველის სურო სწრაფად იზრდება და შეიძლება მეზობელი სასაფლაოც მორთოს.

დასარგავად შესანიშნავად გამოდგება ზამბახი და ნარგიზი. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს უნდა დარგოთ და ნაპრალები არ უნდა დატოვოთ.

სასაფლაოს გვერდით შეგიძლიათ მცირე ზომის ხე დარგოთ, მაგალითად არყი, ღვია, ტუია და მთრთოლავი ვერხვი. მსხვილი ხის დარგვა არ ღირს, რომ ძეგლი ან მეზობელი სასაფლაო არ გაანადგუროთ.

კალენდულა, ღიღილო და რუდბეკია – უპრეტენზიო მრავალწლიანი მცენარეები არიან, რომლებიც სასაფლაოზე დასარგავად გამოგადგებათ. ეს ყვავილები სიცხეს კარგად იტანენ და ბევრი წყალი არ სჭირდებათ.

გაზაფხულზე ყვავილობას იწყებს კესანე, ტიტა და ფურისულა. ამ პერიოდში ნაცრისფერ სასაფლაოზე ისინი პირველები აფერადებენ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს ყვავილები ვერ გაიზრდებიან, თუ სასაფლაო შემოღობილია.

ტრადიციები

ყველა ადამიანი ნათესავების და ახლობლების გამო დამწუხრებულია, მაგრამ სხვადასხვა კულტურაში დარდს განსხვავებულად გამოხატავენ. ძველად რუსეთში სასაფლაოზე მარწყვს რგავდნენ, როცა კენკრა მომწიფდებოდა, მას ჩიტებს ურიგებდნენ. ეს წასულების ხსოვნის სიმბოლო იყო. საბერძენთში სასაფლაოზე იაჟუჟუნა და მუქი ია მიაქვთ, ხოლო გერმანიაში – მზესუმზირას ყვავილები.

სასაფლაო შეგიძლიათ ერთწლიანი მცენარეებით მორთოთ, მაგრამ სარეველების მოშორება და თავად მორწყვა დაგჭირდებათ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს