ჰიპერტონია ძალიან გავრცელებული პრობლემაა ჩვენს დროში. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ხალხური მედიცინის ძალიან ეფექტურ რეცეპტზე, რომელიც არტერიულ წნევას, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წლით მაინც დაარეგულირებს.
როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნახარში
ინგრედიენტები
- 5 ს.კ. ფიჭვის წიწვები
- 2 ს.კ. ასკილის ნაყოფი
- 2 ს.კ. ხახვის ოქროსფერი კანი
- 1 ლ წყალი
მომზადება და გამოყენება
1. წიწვები, ასკილი და ხახვის კანი მოათავსეთ ქვაბში და დაუმატეთ 1 ლ ცივი წყალი.
2. დადგით ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ქურაზე თავსახურის ქვეშ, 10 წუთის განმავლობაში.
3. აცადეთ ნახარშს ცოტათი გაგრილება, შემდეგ გაწურეთ და, საჭიროების შემთხვევაში, დაუმატეთ მას მდუღარე წყალი(უნდა მიიღოთ 1 ლ სითხე).
4. დაყავით ნახარში ორ ულუფად და მიირთვით 2 დღის განმავლობაში, შემდეგ მოამზადეთ ახალი ნახარში. მკურნალობის ეს კურსი 4 თვე უნდა გაგრძელდეს.
5. თავიდან მკურნალობას ყოველ წელს გადიხართ, ხოლო შემდეგ – აუცილებლობის შემთხვევაში.
თავს უკეთ იგრძნობთ უკვე 1 კვირაში, ხოლო 1 თვეში თანდათან უარს იტყვით ჰიპერტენზიულ მედიკამენტებზე.
წიწვების ნახარში, ასევე, შესანიშნავად წმენდს ღვიძლსა და ნაწლავებს, ასევე, აქვს შარდმდენი თვისება.