სამყაროში ყველაზე მოკლე IQ ტესტი, რომელიც 3 კითხვისგან შედგება

2812

IQ ტესტის გავლა არ უნდა ჰგავდეს საშინელ მარათონს. დღეს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტესტი ასეთი ნამდვილად არაა. თქვენი ინტელექტის კოეფიციენტის გასაგებად სულ სამ კითხვას უნდა გასცეთ პასუხი.

ეს ტესტი ფსიქოლოგმა შეინ ფრედერიკმა 2005 წელს შეიმუშავა. იგი წარმატებით ადამიანთა მხოლოდ 17%-მა გაიარა.

აი, კითხვებიც:

1. ბეისბოლის ჯოხი და ბურთი

ბურთი და ჯოხი ერთად 1.1 დოლარი ღირს. ჯოხი ბურთზე 1 დოლარით მეტი ღირს. რა ღირს ბურთი?

2. დეტალების მოსამზადებელი მანქანის პრობლემა

თუ 5 დეტალის მოსამზადებლად ხუთ მანქანას 5 წუთი დასჭირდება, რა დრო დასჭირდება 100 მანქანას 100 დეტალის მოსამზადებლად?

3. შროშნებით დაფარული ველი

ტბაში შროშნების ვაზონია მოთავსებული. ყოველდღე, ვაზონის ფართობი ორმაგდება. 48 დღეში ვაზონი მთელ ტბას დაფარავს. რა დრო დასჭირდება ვაზონს ნახევარი ტბის დასაფარავად?

ახლა კი იხილეთ სწორი პასუხები:

  1. ბურთი 5 ცენტი ღირს. 5-ცენტიანი ბურთი და 1.05-დოლარიანი ბეისბოლის ჯოხი ჯამში 1.10 დოლარი დაგიჯდებათ.
  2. 100 დეტალის დასამზადებლად, 100 მანქანას 5 წუთი დასჭირდება, რადგან ერთი მანქანა 1 დეტალს 5 წუთში ამზადებს.
  3. შროშნები ტბის ნახევარს 47 დღეში დაფარავს და არა 24-ში. თუ ტბის შროშნებით დაფარული ზედაპირი ყოველდღე ორმაგდება, მაშინ შროშნებს სულ 1 დღე დასჭირდება, რომ ნახევრად დაფარული ტბა სრულად დაფაროს.

თქვენ რა პასუხები მიიღეთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს