
შინაურული ფახლავა ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ. „ვივიენი“ გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 350 გრ კარაქი
- 300 გრ არაჟანი
- 4 ქათმის კვერცხი
- 4 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ/კ მარილი
- 2,5 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ნიგოზი
- 2 ს/კ თაფლი
მომზადება:
- თავიდან ცომი მოამზადეთ. ფქვილი 300 გრ კარაქთან ერთად აურიეთ.
- 3 კვერცხის გული, არაჟანი და სოდა დაუმატეთ, ცომი მოზილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
- შემდეგ გამოიღეთ და 8 ტოლ ნაწილად გაყავით.
- შიგთავსი მოამზადეთ: ნიგოზი დააქუცმაცეთ.
- 4 კვერცხის ცილა, შაქარი და ნიგოზი აურიეთ.
- ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომის თითოეული ბურთი თხელ ფენად გააბრტყელეთ.
- საცხობ ფორმაზე ცომის ფენები დააწყვეთ და თითოეულზე თანაბრად, მაგრამ არა გულუხვად შიგთავსი მოაყარეთ. მორიგეობით: ცომი-შიგთავსი ააწყვეთ.
- ბოლო ფენა ცომი უნდა იყოს.
- მიღებული ნამცხვარი რომბებად დაჭერით, კვერცხის გული წაუსვით და ნიგვზით მორთეთ.
- 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.
- მომზადებამ 5-10 წუთით ადრე, 50 გრ დარბილებულ კარაქში არეული თაფლი წაუსვით.
- ღუმელში დააბრუნეთ და გამოცხობას დაელოდეთ.
- ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფახლავა საცხობი ფორმიდან მხოლოდ ბოლომდე გაგრილებული ამოიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიშლება!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.