ძალიან მალე ამ სეზონის ყველაზე საყვარელი კენკრა, მარწყვი გამოჩნდება. „ვივიენი“ გთავაზობთ საყვარელი კენკრის გემოთი და არომატით სიამოვნება მიიღოთ და სახლის პირობებში გემრიელი მარწყვის ლიქიორი მოამზადოთ. ამისთვის მხოლოდ კენკრა, „ცოცხალი წყლის“ სახეობიდან რაიმე ძლიერი და შაქარი დაგჭირდებათ.
გერმანული ქსუ ქსუზე ცუდი არ გამოგივართ. რა არის ქსუ ქსუ? ეს გერმანული წარმოშობის მარწყვის ლიქიორია, რომელიც ბაზარზე 1997 წელს გამოჩნდა და მცირე ისტორიის მიუხედავად Xu Xu თავისი კლასის ყველაზე პოპულარული სასმელი გახდა.
მარწყვის ლიქიორის ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველაზე მარტივ და ადაპტირებულ ვარიანტს გთავაზობთ. Xu Xu ოდნავ მომჟავოა – ლაიმის წვენი (ჩვენ ლიმონს გამოვიყენებთ).
არომატული ლიქიორი! მარწყვის ძლიერი გემო და თითქმის შეუმჩნეველი ლიმონის ნოტი.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ მწიფე, ტკბილი მარწყვი
- 0,5 ლ არაყი ან სპირტი 40-45% გახსნილი
- 250-300 გრ შაქარი
- ½ ნაწილი დიდი ლიმონი
- 200 მლ დაყენებული წყალი
მომზადება:
მარწყვი გარეცხეთ, ყუნწები მოაშორეთ და შუაზე გაჭერით (თუ დიდი ზომის კენკრაა, შეგიძლიათ ოთხად გაჭრათ).
მარწყვი 1 ლიტრიან ქილაში მოათავსეთ და არაყი დაასხით. მნიშვნელოვანია, რომ კენკრა არყით ბოლომდე დაიფაროს. შეგიძლია უფრო მეტი აიღოთ და ქილის ბოლომდე გაავსოთ. ასევე ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ, რომელიც სასმელს სასიამოვნო სიმჟავეს მიანიჭებს.
ქილა 7-10 დღე თაროზე მზის მხარეს დადეთ. შემდეგ ნაყენი მარლაში ფრთხილად გადაწურეთ ისე, რომ მარწყვს არ მოუჭიროთ და კენკრით სავსე ქილას შაქარი დაუმატეთ. ნაყენი შეფუთეთ და გვერდზე გადადეთ – დროებით არ გჭირდებათ.
კენკრით და შაქრით სავსე ქილა დღეში რამდენჯერმე შეანჟღრიეთ და კიდევ 2-3 დღე გააჩერეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. სიროფი გადაასხით და ქილას 200 მლ წყალი დაუმატეთ, აურიეთ და სიროფის ნარჩენები კიდევ ერთხელ გადმოასხით.
მარწყვის ნაყენი და სიროფი აურიეთ, ქილაში ჩაასხით და კიდევ 3-5 დღე გააჩერეთ. ამ დროში ლიქორი უფრო გაღიავდება და შეგიძლიათ ნარჩენები მოაშოროთ, შემდეგ კი გაფილტრეთ.
შედეგად ლამაზი „მარწყვის“ ფერი გემრიელი ლიქიორი გამოგივათ. მისი სიძლიერე 15%-ს არ გადააჭარბებს, მაგრამ გემო და არომატი უბრალოდ ღვთაებრივია. ლიქიორი სჯობს გაგრილებული დალიოთ. შინაურული ქსუ ქსუ შესანიშნავად ერწყმის შამპანურს და სხვა ღვინოს, ასევე ნაყინს. მისგან გემრიელი სორბეტი შეგიძლიათ მოამზადოთ.
მარწყვის ლიქიორის ალტერნატიული რეცეპტი
პირველი ალტერნატიული რეცეპტი წინას ჰგავს, უბრალოდ მარწყვი წინასწარ უნდა დაჭყლიტოთ. ასევე სასურველია გამოიყენოთ კონიაკი ან ნებისმიერი სხვა ბრენდი (ორიგინალურ რეცეპტში შნაპსი გამოიყენება). ძალიან ლამაზი სასმელი გამოგივათ მარწყვის რბილობით, რომელის ქსუ ქსუს მაქსიმალურად ჰგავს. სწორედ ამიტომ, სჯობს გამჭვირვალე ბრენდი ან კარგი არაყი გამოიყენოთ.
მარწყვის ლიქიორის რეცეპტი № 2
ინგრედიენტები:
- 1.5 კგ მარწყვი
- 1 ლ შნაპსი (ბრენდი, არაყი)
- 200 გრ შაქარი
- 200 მლ წყალი
მომზადება:
მაწყვი ქილაში დაჭყლიტეთ და სპირტი დასხით, 10 დღე გააჩერეთ. შემდეგ 200 გრ შაქრისა და 200 მლ წყლისგან სიროფი მოამზადეთ: შაქარი წყალში გახსენით, გააცხელეთ და შაქრის ბოლომდე გახსნამდე აურიეთ. სიროფი გააგრილეთ და ნაყენს აურიეთ. მზა მარწყვის ლიქიორი სუფთა ბოთლებში გადაასხით და შეფუთეთ. მაცივარში 1 წელზე მეტხანს არ შეინახოთ.
შემდეგ რეცეპტი პირველი ორისგან ოდნავ განსხვავდება – მასში ორი ალკოჰოლი: რომი და არაყი გამოიყენება. შინაურული ალკოჰოლის ცნობილი ამერიკელი მოყვარული მასზე კარგ კომენტარს აკეთებდა.
მარწყვის ლიქიორის რეცეპტი № 3
ინგრედიენტები:
- 1 ლ რომი
- 1 ლ არაყი
- 1 კგ შაქარი
- 2 კგ მარწყვი
მომზადება:
რომი და არაყი შაქარს აურიეთ. მარწყვი დაჭერით და ნარევს დაუმატეთ. სასმელი 3 თვე დააყენეთ, პერიოდულად აურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გაიხსნას. შემდეგ ლიქიორი გადაწურეთ, მარწყვი შეჭამეთ და სასმელით სიამოვნება მიიღეთ.
თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.