შეიძლება გაოცებული დარჩეთ, რომ ზოგიერთი ნივთი არც თუ ისე „სუფთაა“ როგორც გეგონათ. ბაქტერიები, ვირუსები და მიკრობები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში იმალება.
ჩარლზ გერბი, არიზონის უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის პროფესორი, ცნობილი ბაქტერიოლოგი, გარემო სამყაროს იკვლევს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მან „ღრუბლებში“ ბინძური წყლის შესახებ გაგვაფრთხილა, რომელიც ჩვენს სააბაზანოს ჩარეცხვის ღილაკზე ყოველი დაჭერის დროს ავსებს.
რამდენიმე წლის წინ მან აღმოაჩინა პატარა მიკრობები, რომლებიც სარეცხ ღრუბელზე, საჭრელ დაფაზე, მაგიდასა და სამზარეულოს ონკანში იმალებოდნენ. შემდეგ კი თვალი აგვიხილა ერთი შეხედვით უჩინარ, მსოფლიოში დაავადების მატარებელზე, რომლის პოვნას სასტუმროს ტელევიზორის პულტზე შეძლებთ.
იცით თუ არა, რომ ადამიანების 75% საკუთარ მობილურ ტელეფონებს ტუალეტში იყენებენ? რაც ყველაზე უარესია, 6-დან 1 ტელეფონზე განავლის კვალი არსებობს. „ვივიენი“ გთავაზობთ 15 რამეს, რის შემდეგაც სჯობს ხელები ძალიან კარგად დაიბანოთ.
1. ქუჩის შადრევნის ან წყლის ქულერის ღილაკი
უნივერსიტეტ არიზონის მიკრობიოლოგიის პროფესორის ჩარლზ გერბის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შადრევნების 23 % ღილაკზე ATP-ს მაჩვენებელი 300-ზე მაღალია. ATP – ადენოზინტრიფოსფატი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ბაქტერიების, საფუარის ან სოკოს არსებობას მიუთითებს.
100-ზე მაღალი ATP-ის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ობიექტი ბინძურია, ხოლო მაჩვენებელი 300+ უკვე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცხადი ნიშანია, რომ წყლის ქულერიც ინფექციების საპოვნელად შესანიშნავი ადგილია. ღილაკებზე შეხების შემდეგ ხელები დაიბანეთ ან ანტიბაქტერიული სალფეთქით გაიწმინდეთ.
2. მაცივრის კარის სახელური
მაცივრის კარი ენტეროსის მაღალ დონეს უჩვენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის პათოგენურ მიკრობებს, მათ შორის სალმონელს შეიცავს. შემდეგში, როცა მაცივრის კარს შეეხებით, შეიძლება კუჭის სპაზმა შეგაწუხოთ.
3. კლავიატურა და მაუსი
თუ ახლა კითხულობთ, თქვენი ხელები ალბათ კლავიატურაზეა. საშუალოდ ოფისის უნიტაზის საჯდომი 3 კვადრატულ სანტიმეტრზე 49 მიკრობს შეიცავს, ხოლო კლავიატურა 3925 მიკრობს 3 კვადრატულ სანტიმეტრზე.
4. ფეხსაცმლის ძირი
ფეხსაცმლის ძირს ყველაფერი ეკვრის. მაშინაც კი, თუ კარის წინ ხალიჩას კარგად გარეცხავთ, ამ საშინელებებს ვერ მოიცილებთ. სწორედ ამიტომ, ფეხსაცმელი ყოველდღე უნდა გარეცხოთ და მხოლოდ ფეხსაცმლის განკუთვნილ ადგილას შეინახოთ. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბინაშის ქუჩის ფეხსაცმლით სიარული არ ღირს და ძირზე შეხების შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.
5. სარეცხი მანქანა
საშუალოდ ქვედა საცვლების წყვილი 0,1 გრ განავალს შეიცავს. პროფესორმა გერბმა სარეცხ მანქანებზე კვლევა ჩაატარა და 60%-ში ნაწლავური ბაქტერიები და სარეცხი მანქანების 10%-ში ნაწლავური ჩხირები აღმოაჩინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სარეცხი მანქანის ჩართვის დროს ყოველჯერზე100 მლნ ნაწლავური ჩხირის ბაქტერია ბრუნავს.
6. მობილური ტელეფონი
საშუალოდ მობილური ტელეფონი კვადრატულ სანტიმეტრზე 25 127 მიკრობს შეიცავს. ეს 6-ჯერ უფრო ცუდია, ვიდრე კლავიატურის შემთხვევაში და 500-ჯერ უფრო ბინძური, ვიდრე უნიტაზი. ექსპერტები ამბობენ, რომ ტელეფონზე ბაქტერიების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ფეხსაცმლის ძირზე.
7. ფული
სამეცნიერო კვლევამ დაამტკიცა, რომ მთელი მსოფლიოს ქაღალდის ფულზე კოკაინის კვალია ნაპოვნი. არ იფიქროთ, რომ პლასტმასის გამოყენება მიკრობებისგან დაგიცავთ. საკრედიტო ბარათების 8% იმდენივე განავალს შეიცავს, რამდენსაც ბინძური უნიტაზია – საკმარისია, რომ ქედის მოხრა გაიძულოთ.
მონეტებიც საკმაო რაოდენობის მიკრობებს შეიცავენ. აფრიკელმა მკვლევარებმა ნაირობში სხვადასხვა რაიონსა და სხვადასხვა ქუჩის გამყიდველისგან აღებული მონეტების ნიმუშები გაანალიზეს.
მათ რიგი პათოგენური ბაქტერიები აღმოაჩინეს, მათ შორის ნაწლავური ჩხირები, კლებსიელა, სალმონელა და სტაფილოკოკი. მათ ასევე აღმოაჩინეს სოკოვანი ნაშთები, რომლებიც, როგორც ცნობილია, დაავადებას იწვევს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია მონეტებზე შეხების შემდეგ ხელები დაიბანოთ.
8. სიჩქარის გადამრთველი ბერკეტი
როცა ავტომობილს მართავთ, ალბათ ინფექციებზე ყველაზე ბოლოს ფიქრობთ. და სულ ტყუილად! მოკლე მანძილზეც კი ხელი გადამრთველ ბერკეტს დიდი ხნით ეხება და მიკროორგანიზმებსა და ობის ნაწილაკებს აგროვებს, რომლებიც შეიძლება იქ ცხოვრობდნენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მძღოლები ობის ნაწილაკებს ავტომობილთან მისვლამდე აგროვებენ და შემდეგ სატრანსპორტო საშუალებაზე გადააქვთ და ასე აბინძურებენ.
9. საჯარო ბურთიანი კალამი
2006 წელს ექიმი-პედიატრი ჰენდლი სასტუმროს ნომრებში რინოვირუსების, სურდოს გამომწვევი მიკრობების, გავრცელების შესახებ კვლევის თანაავტორი გახდა.
აი, რა გააკეთეს ჰენდლმა და მისმა გუნდმა: მათ 15 ადამიანს, რომელთაც სურდოს დაავადება ჰქონდათ, მეზობელ სასტუმროში დაძინება სთხოვეს. მას შემდეგ ცემინების მქონე პაციენტებმა ღამე გაათენეს, მეცნიერები ოთახში დამლაგებლის წინ შევიდნენ და სხვადასხვა ზედაპირები რინოვირუსის არსებობაზე შეამოწმეს.
როგორც მოსალოდნელი იყო მათ ვირუსის ნაწილები აღმოაჩინეს კარის სახელურზე, ტელევიზორის პულტზე, ჩამრთველზე, ტელეფონსა და მაღვიძარაზე. ასევე ძალიან დიდი რაოდენობით სასტუმროს ბურთიან კალამზე იპოვეს.
ექსტრაპოლიაციის დახმარებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვა კომუნალური კალმები – ბანკებში, პროდუქტების მაღაზიებში, საბავშვო ბაღებში, რესტორნებსა და უნივერსიტეტებში ასევე დაბინძურებულია. ექიმი ნილ შახტერი, მაუნტ-სინაის საავადმყოფოში ფილტვის დაავადების სპეციალისტი გირჩევთ საკუთარი კალამი ყოველთვის ხელთ გქონდეთ და „ექიმის, კურიერის ან რესტორნის ოფიციენტის“ კალმის ნაცვლად გამოიყენოთ.
10. თხევადი საპნის დისპენსერი
საჯარო ტუალეტის გამოყენების შემდეგ ხელის დაბანა აუცილებელია. ამის შესახებ ყველამ იცის. რას გააკეთებთ, რომ იცოდეთ, რომ ონკანის გვერდით საპნის დისპენსერი იმდენივე მიკრობს შეიცავს, რამდენასაც უნიტაზი?
ეს არც თუ ისე მზაკვრული შეკითხვაა, ამბობენ არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათ საჯარო ტუალეტებიდან და რესტორნებიდან 132 საპნის დისპენსერის ნიმუში აიღეს და აღმოაჩინეს, რომ 23% სიცოცხლისუნარიან ბაქტერიებს, მათ შორის Serratia marcescens, Enterobacter aerogenes და Klebsiella pneumonias, შეიცავდნენ. სხვათა შორის, ყველა ეს დაავადების გამომწვევი პათოგენია.
უფრო მეტიც, მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიკრობები საპნის მიუხედავად ცოცხლობენ. ისინი საპონში ქიმიურ ნივთიერებას ითვისებენ, რომ ცხიმიანი და ბედნიერი დარჩეს. სწორედ ამიტომ, სპირტიანი სადიზენფექციო საშუალება სულ ატარეთ და ტუალეტის შემდეგ გამოიყენეთ. უბრალო წყლის, თუნდაც ცხელი წყლის გამოყენება კანიდან ბაქტერიებს ვერ მოგაშორებთ.
11. ესკალატორის მოაჯირი
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ესკალატორის მოაჯირი სავაჭრო ცენტრში ყველაზე ბინძური ადგილია, ტუალეტის და სწრაფი კვების პროდუქტების მაგიდების შემდეგ. მეცნიერებმა მყარი რეზინის ზედაპირი შეამოწმეს, რომელიც რელსს წარმოადგენს და აღმოაჩინეს ამაზრზენი ობიექტები – საკვები, სისხლი, ლორწო, შარდი და განავალი. ასევე აღმოაჩინეს პოტენციური პათოგენური ბაქტერიები, მათ შორის ნაწლავის ჩხირები და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები.
12. ლიფტის ღილაკები
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ლიფტის გამოსაძახებელი ღილაკი უფრო მეტ ბაქტერიას შეიცავს, ვიდრე საჯარო ტუალეტში უნიტაზის ჩასარეცხი ღილაკი. არ ვიცით, ეს სიმართლეს რამდენად შეესაბამება, მაგრამ ლოგიკა არსებობს: დღის განმავლობაში ლიფტს ათეულობით ადამიანი ხელს ადებს და დარწმუნებული ვერ იქნებით, რომ ამას სუფთა ხელებით აკეთებენ. ლიფტის ღილაკის გაწმენდა სასაცილოა, ასე რომ უნივერსალურ წესს გთავაზობთ: ლიფტთან შეხების შემდეგ ხელები დაიბანეთ ან თხევადი ანტისეპტიკი გამოიყენეთ.
13. ბანკომატის ღილაკები
ოდესმე გინახავთ ადამიანი, რომელიც ბანკომატის ღილაკებს შეხების წინ ხელებზე იბანდა? საუკეთესო შემთხვევაში ხელთათმნის მოხსნის გარეშე აჭერენ. თუმცა ხელთათმანი მხოლოდ მის მატარებელს იცავს, დანარჩენისთვის კი შეგროვებულ მიკრობებს გულუხვად ტოვებს. ბანკომატის ერთ ღილაკზე მეცნიერებმა დაახლოებით 1200 ბაქტერია იპოვეს. ბარათის კოდის შეყვანა საკმარისია, რომ თითებზე 5-ჯერ უფრო მეტი სიბინძურე შეგროვდეს.
14. პროდუქტების კალათის სახელური
დღის განმავლობაში პროდუქტების კალათის სახელურს ათეულობით ადამიანი ეხება. და ასე კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე. კალათის მომსახურების ვადა 10-დან 15 წელია. ამ წლების განმავლობაში მას ბინძური ხელებით ხელს კიდებენ, ქუჩის ტანსაცმელს კიდებენ და ზოგჯერ შესამჩნევ სიბინძურეს წმენდენ. ასეთ კალათებში ხშირად ბავშვებს სვამენ და თავისი წვლილი შეაქვთ, რომელიც ძირითადად ნეწყვისა და ცხვირის სისველისგან შედგება და მიკრობებს შესანიშნავად ავრცელებენ. კვლევის თანახმად, მსხვილ სუპერმარკეტში ყოველი მესამე კალათის სახელური ნაწლავური ჩხირის ბაქტერიებს შეიცავს.
15. სინათლის ჩამრთველი საზოგადოებრივ ადგილებში
თქვენ სინათლის ჩამრთველს ხელს თითქმის დაუფიქრებლად კიდებთ. ის სუფთა და მბზინვარე ჩანს. სინამდვილეში კი სახლში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ადგილია, რომელსაც კანთან კონტაქტი აქვს. განსაკუთრებით „არახელსაყრელია“ ჩამრთველი, რომელიც სამზარეულოს, ტუალეტის და აბანოს სინათლეზეა პასუხისმგებელი. საჯარო ადგილებში სინათლის ჩამრთველზე ლაპარაკიც არ ღირს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.