ყოველ დილით, ხახვს მდუღარე წყალს ვასხამ. უკვე რამდენი წელია, შაქარი ნორმაშია და უფრო იშვიათად ვხდები ავად

4241

სისხლში გლუკოზის მომატებული დონის პრობლემა დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. მასშტაბური კვლევების შედეგებით დადგინდა, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევათა 50%-ზე ნაკლებია რეგისტრირებული და ეს რიცხვი მაინც ძალიან დიდია.

სისხლში შაქრის მომატებული დონე წამლავს ორგანიზმს, იწვევს გულის ქსოვილების, სისხლძარღვების, თვალების, თირკმლებისა და ნერვული სისტემის დაზიანებას. რა თქმა უნდა, როცა დაავადება ქრონიკულ სახეს იღებს, მხოლოდ რაციონის შეცვლით ვერაფერს გახდებით.

თუმცა, თუ ანალიზებით ნორმიდან უმნიშვნელო გადახრა დაფიქსირდა, უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეამციროთ სისხლში შაქრის დონე და შეძლოთ მისი გაკონტროლება. ამ საკითხში ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ რეცეპტები, რომლებიც ხალხურმა მედიცინამ საუკუნეების განმავლობაში გამოსცადა და გადაარჩია.

მოხარშული ხახვი

ხალხში ამბობენ, რომ ხახვი 7 დაავადების მკურნალია, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ შაქრის დონის შესამცირებლად არამხოლოდ უმი ხახვი, არამედ მისი ნახარშიც ეფექტურია.

ინგრედიენტები

  • 3 კგ თეთრი ხახვი
  • 250 მლ მდუღარე წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. დაყავით ხახვების მარაგი 10 თანაბარ ნაწილად(ერთი ნაწილი ერთი დღისთვის).
  2. დილით წვრილად დაჭერით ხახვების ერთი ნაწილი.
  3. მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი.
  4. ადუღეთ 8-10 წუთით.
  5. გამორთეთ ცეცხლი და გაწურეთ სითხე.
  6. ხახვები გადაყარეთ, ხოლო სითხე დაყავით 3 ნაწილად და მიირთვით სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  7. იგივე გაიმეორეთ 10 დღის განმავლობაში, ყოველდღე.
  8. განმეორებითი კურსის ჩატარებამდე შეისვენეთ რამდენიმე თვე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს