ვფიქრობ, ყველასთვის ნაცნობია ის სიტუაცია, როცა მიდიხართ მაღაზიაში, ხედავთ ფეხსაცმელს და ხვდებით, რომ მათ გარეშე უკან არ დაბრუნდებით. ქალები ამას გამიგებენ. უბრალოდ, ეს სიყვარული ყოველთვის როდია ორმხრივი. ხშირად, ფეხსაცმელები არ გვერგება ან გვიჭერს წინდის ჩაცმისას. არადა, შეძენისას ამას ვერც კი ვამჩნევთ.
როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ახალნაყიდ ფეხსაცმელს ნაგავში ხომ არ მოვისვრით? ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გამოსავალს და გასწავლით ტყავის ფეხსაცმლის მთელი 1 ზომით გადიდებას.
როგორ გავადიდოთ ტყავის ფეხსაცმელი
რატომ ვსაუბრობთ ტყავზე? პასუხი მარტივია: სწორედ ტყავის ფეხსაცმელს ახლავს ყველაზე მეტი პრობლემა. ზამშის ფეხსაცმელი თვითონაც ფართოვდება ხოლმე, თუმცა კანი(და მისი მსგავსი შემცვლელები) არ იწელება. საერთოდ, ეს მეთოდი ნებისმიერ ფეხსაცმელს უხდება – უნივერსალურია. გვეყოფა ჭორაობა, დროა, ფეხსაცმელი ვიხსნათ.
ფეხსაცმლის გადიდების უამრავი საშუალება არსებობს, ნებისმიერი გემოვნებისთვის, თუმცა ყველა მათგანი ეფექტური არაა. არაყი, აბუსალათინის ზეთი, ოდეკოლონი – რას არ ასხამენ ფეხსაცმელში, მაგრამ არსებობს უფრო მარტივი და უსაფრთხო მეთოდიც. ამისთვის დაგჭირდებათ ორი გამძლე პაკეტი და ცოტაოდენი წყალი. სულ ესაა, არავითარი ზედმეტი ხარჯი.
მაშ ასე, აიღეთ ფეხსაცმელები და ჩადგით ჭურჭელში დახრილად. მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის დაფიქსირება. ახლა აიღეთ პაკეტი, საიმედოობისთვის კარგი იქნება, თუ ორ ცალს აიღებთ, და მოათავსეთ იგი ფეხსაცმელში. თუ მხოლოდ ცერს გტკენთ, პაკეტი ფეხსაცმლის წინა ნაწილში მოათავსეთ, და თუ მთლიანად გიჭერთ – გადაანაწილეთ პარკი მთელ სივრცეზე.
ახლა აიღეთ ჩვეულებრივი ცივი წყალი და ჩაასხით ფეხსაცმელში. ისევ, თუ მხოლოდ ცერს გტკენთ, ჩაასხით წყალი ისე, რომ მან ფეხსაცმლის წინა ნაწილში გაავსოს პარკი, ხოლო თუ მთლიანად გიჭერთ – გაავსეთ მთელი ფეხსაცმელი. შეკარით პაკეტები და შედგით ფეხსაცმელი საყინულეში. გააჩერეთ იქ რამდენიმე საატით მაინც. წყალი უნდა გაიყინოს და ფეხსაცმელები კარგად გაწელოს.
საყინულიდან გამოღების შემდეგ, ამოიღეთ ყინული და სცადეთ ფეხსაცმლის ჩაცმა. სასურველია, ფეხსაცმელი მაშინვე ჩაიცვათ და ცოტა ხნით გაიარ-გამოიაროთ. ამ ფეხსაცმლის რამდენიმესაათიანი ტარების შემდეგ მიხვდებით, რომ ის ზუსტად თქვენი ზომაა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც ოდესმე გამომიცდია.
და, რაც მთავარია, ფეხსაცმელი ამ მანიპულაციებით საერთოდ არ ფუჭდება. მთავარია, არ გააჩეროთ საყინულეში ძალიან დიდხანს. ამ მეთოდით შეგიძლიათ ტყავის, ზამშისა და ნებისმიერი სხვა სახეობის ფეხსაცმლის გაწელვა.
თქვენ გაქვთ ფეხსაცმლის გადიდების განსაკუთრებული მეთოდი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.