ომლეტი და კვერცხისგან მომზადებული სხვა კერძები – მთავარი ვარიანტია საუზმისთვის. თუმცა, ოდესმე გიფიქრიათ, რომ კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებაც შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ?
ბევრი ჩვენგანისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ კვერცხის ნაჭუჭი 90%-ით კალციუმისგან შედგება. მაშ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგი ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად?
ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც კალციუმის დეფიციტი აწუხებს. ყველაზე მარტივი გზაა კვერცხის ნაჭუჭის მოხმარება ფხვნილის სახით. გთავაზობთ რეცეპტს:
1. პირველ რიგში, ძალიან გულმოდგინედ გარეცხეთ კვერცხის ნაჭუჭები.
2. ახლა მოათავსეთ ისინი მდუღარე წყალში და ხარშეთ 10 წუთით, რათა ბაქტერიები და მიკრობები განადგურდნენ.
3. სანამ ყოფილი კვერცხები იხარშება, გააცხელეთ ღუმელი 90 გრადუსზე.
4. აცადეთ ნაჭუჭებს ცოტათი გაგრილება, ხოლო შემდეგ მოათავსეთ საცხობზე და აცხვეთ 15 წუთით.
5. გამოცხობის შემდეგ, ისევ აცადეთ ნაჭუჭებს გაგრილება და დააფქვიეთ ბლენდერში. შეგიძლიათ ნაჭუჭი ნებისმიერი სხვა საშუალებით დააფქვიოთ, როგორც მოგიხერხდებათ.
6. კვერცხის ფხვნილის დამატება შეგიძლიათ საკვებში – კერძის გემო არანაირად არ შეიცვლება. 1/2 ჩ.კ. ფხვნილი დღეში სავსებით საკმარისია.
ეს საშუალება, ნებისმიერ ვიტამინთან შედარებით, იაფი და, რაც მთავარია, სასარგებლო და ნატურალურია. ამ რეცეპტის გამოყენებით, თქვენი ძვლები მუდმივად მყარი იქნება.