ყველას მიერ დავიწყებული ვიშნევსკის მალამო. გასული საუკუნის თეთრებად ღირებული საშუალება ათეულობით დაავადებას კურნავს

32014

თანამედროვე აფთიაქში შეიძლება ათეულობით საშუალება იპოვოთ, რომელიც ერთ დაავადებას კურნავს. ეს შეიძლება იყოს ძვირიანი, იაფიანი, უცხოური ან ადგილობრივი წარმოების სამკურნალო საშუალება. ექიმთან კონსულტანციისთვის დროს ხშირად მოისმენთ: „თქვენ კარგი თუ იაფი საშუალება გსურთ? შემდეგ აფთიაქში რეცეპტით მიდიხართ და ფასის შემხედვარე ჭკუიდან თავად გადადიხართ. დიახ, ჯანმრთელობა ძვირი ღირს.

გასული საუკუნე მედიკამენტების მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა და ხალხს ერთი უნივერსალური საშუალების იმედი ჰქონდათ. 1927 წელს საბჭოთა კავშირის ქირურგმა, ალექსანდრ ვიშნევსკიმ გამოიგონა მალამო, რომელსაც ჯარისკაცების წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. მალამოს შემადგენლობა ნატურალურია: არყის კუპრი, ქსეროფორმი და აბუსალათინის ზეთი.

მალამო გარეგანი გამოყენებისთვის

იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მალამო მოძველებულად ითვლება, მისი მიღება ბევრ შემთხვევაში შეიძლება, როცა ხელთ უკეთესი არაფერი არ გაქვთ და საფულეც ძვირადღირებულის საშუალების ყიდვის უფლებას არ გაძლევთ. „ვივიენი“ გიამბობთ, რისთვის არის საჭირო ვიშნევსკის მალამო და სახლის აფთიაქში რატომ უნდა გქონდეთ.

მალამოს გამოყენების მეთოდები

1. დამწვრობას და გაყინვას ეფექტურად ებრძვის

მალამო ჭრილობას და მშრალ კანზე ბზარებს შესანიშნავად ახორცებს, რადგან კანის რეგენერაციას და სისხლის ნაკადის ზრდას აღადგენს. სხეულის დაზიანებულ ნაწილზე სახვევი ღამით, რამდენიმე დღე ზედიზედ გაიკეთეთ. ყოველ 6 საათში სახვევი უნდა გამოცვალოთ.

2. ფეხის კოჟრებს მოგაშორებთ

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კოჟრი გახსნილია. მალამო ჭრილობის სწრაფად შეხორცებას ხელს შეუწყობს. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლას ცოტა მალამო წაუსვით და ჭრილობაზე დაიდეთ, სახვევი დააფიქსირეთ და 2-6 საათის განმავლობაში არ მოიხსნათ.

3. აკნეს მოშორებაში დაგეხმარებათ

მალამოს ჩირქი გამოაქვს, პრობლემურ კანზე თხელ ფენად წაისვით და მარლა დაიფარეთ. ნიღაბი 1 საათით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და სპირტიანი ხსნარით გაიწმინდეთ. კანი სუფთა გახდება, თუ მალამოს კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენებთ.

4. კანქვეშა ჩირქი გამოაქვს

ანთების სტადიაში, როცა ოპერატიული ჩარევა ჯერ რეკომენდებული არაა, ხოლო კანქვეშა ჩირქი დისკომფორტს ქმნის, ვიშნევსკის მალამოს სახვევი მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით ტკივილი შემცირდება. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. მალამო მხოლოდ დაავადების საწყის სტადიაზე უნდა გამოიყენოთ. თუ ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული, მალამო მდგომარეობას უფრო გაართულებს.

5. სილურჯეს და ნაწოლარს მოგაშორებთ

ვიშნევსკის მალამო სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს. თუ სხეულზე სილურჯის ლაქა გაჩნდა, მალამო წაისვით, რომ პროცესი არ მიუშვათ.

6. ჭრილობას და ბზარებს ახორცებს

დიდ ღია ჭრილობას მალამო ვერ ახორცებს, მაგრამ კანის სიმშრალეს და მცირე ბზარებს შესანიშნავად ებრძვის.

ბალზამური ლინიმენტი პანაცეას არ წარმოადგენს, მაგრამ სახლში აფთიაქში არსებობას იმსახურებს, მით უმეტეს თეთრები ღირს.

გამოხმაურებები ვიშნევსკის მალამოს შესახებ

1. “წარმოდგენა არ მაქვს ამ მალამოს გარეშე როგორ ვცხოვრობდი. ნიკაპზე ძირმაგრის დროს გამახსენდა და წავისვი. 2 დღეში მთელი ჩირქი გარეთ გამოვიდა.“

2. ცოტა ხნის წინ ფიზიოლოგიური ხსნარის ალუმინის სახურავის დანით გახსნა გადავწყვიტე და თითი გავიჭერი. სისხლძარღვი გავიჭერი და სისხლი თხრიალით მოდიოდა, ამასთან წარმოუდგენლად მტკიოდა. სისხლი წყალბადის ზეჟანგის დახმარებით შევაჩერე და მალამოს სახვევი მთელი ღამით გავიჩერე. სახვევს ზედიზედ 2 დღე ვიკეთებდი და ჭრილობა შეხორცდა“.

3. “ბოლოს მუხლის ტკივილის დროს გამოვიყენე – სახსრებსაც გაუმკლავდა, მაგრამ ისე სწრაფად არა, როგორც ძირმაგარას“.

4. “დიდი ნაკბენი მქონდა, ექიმმა ვიშნევსკის მალამო დამინიშნა, როგორც ანტისეპტიკი და ჭრილობის შესახორცებელი საშუალება. 1 კვირა გავიდა და გასაოცარია, მაგრამ ნაკბენის კვალიც კი არ დარჩა“.

5. “დეიდაშვილი მალამოს დახმარებით აკნეს მკურნალობდა. მოზარდობის პერიოდში ძალიან ბევრი ჰქონდა, ამიტომ ომის დროს ყველა საშუალება კარგია. მალამოს წერტილოვნად ისვამდა და ძალიან სწრაფად გაუქრა“.

6. “ეს მალამო უბრალოდ ლეგენდაა. აფთიაქში ყოველთვის მაქვს“.

7. “მისი სუნი მიყვარს. კუპრი მომწონს და ვერ ხვდები, ყველა რატომ გაურბის. აფთიაქში მალამო ყოველთვის მაქვს. ჩირქოვანი ანთების დროს ვიყენებ, სწრაფად აქრობს“.

მალამოს სუნმა შეიძლება მისი გამოყენება გადაგაფიქრებინოთ, მაგრამ ეს ჭრილობის შეხორცების ფასია. არჩევანი თქვენზეა: ძველი, დავიწყებული, ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი საშუალების ეფექტურობას ენდოთ, რომელიც თეთრები ღირს, თუ ძვირადღირებული საშუალება გამოიყენოთ, რომლის მოქმედება მალამოსგან მცირედით განსხვავდება, სამაგიეროდ კარგი სუნი აქვს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს