ტაფის გაწმენდაში კბილის პასტა დაგეხმარებათ: 5 რჩევა, როგორ გაწმინდოთ სხვადასხვა ნივთები ბინაში

1536

სახლსა თუ ბინაში ყველაზე ბინძურ ადგილად ტუალეტი ითვლება, მაგრამ ასე ნამდვილად არაა, რადგან ადამიანის ფაქტორი სხვა ნივთებსაც ეხება. თუ რამდენიმე ადგილი ან ნივთი გაქვთ, რომლის გაწმენდის ან გარეცხვის სურვილი არ გაქვთ, „ვივიენის“ რჩევებს გადახედეთ. ამ რჩევების დახმარებით სახლის დალაგება გაგიმარტივდებათ.

მიმწვარი ტაფა

პრობლემა, რომელიც ბევრ დიასახლის და ტაფაზე რაღაცის შეწვის მოყვარულებს აწუხებთ. სამწუხაროდ, მრავალწლიანი ჭუჭყის მოშორებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ, მაგრამ მარტივი მათეთრებელი კბილის პასტა ამაში დაგეხმარებათ. საკმარისია, მიმწვარ ტაფას კბილის პასტა წაუსვათ, რამდენიმე წუთით გააჩეროთ და ღრუბლით გარეცხოთ.

ჭუჭყიანი ხალიჩა

ბლენდერში ნახევარი ჭიქა სოდა, სიმინდის სახამებელი, ცოტა ხმელი მიხაკი, 3 დაფნის ფოთოლი და 1 ჩ/კ ბურა აურიეთ. მიღებული ნარევი ქილაში გადმოასხით და ჭუჭყიან ხალიჩას წაუსვით, 2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ რამდენჯერმე მტვერსასრუტით გაწმინდეთ და სასიამოვნო სისუფთავეს შეამჩნევთ.

შემრევი საშხაპეში

ხშირად ისე ხდება, რომ წყლის გამორთვის შემდეგ შემრევიდან წყალი წვეთავს ან მისი ჩართვის დროს ყველა ნაწილი არ მოქმედებს. ამ პრობლემას ჩვეულებრივი ძმრის დახმარებით გაუმკლავდებით. საკმარისია, შემრევი ძმრის პაკეტში ჩადოთ, რეზინით შეკრათ და 30 წუთით გააჩეროთ. ამ დროში ძმარი კორპუსის შიგნით ნალექს და ჭუჭყს გახსნის და მოწყობილობის სრულად გამოყენებას კვლავ შეძლებთ.

ბლენდერის გაწმენდა 30 წამში

ბლენდერის გასაწმენდად მასში ¼ თბილი წყალი და ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხით. ამის შემდეგ ბლენდერი რამდენიმე წამით ჩართეთ, შემდეგ სითხე გადმოასხით და წყალი გამოავლეთ.

გამწოვის ფილტრი

გამწოვის ფილტრი გასაწმენდად მდუღარე წყლისა და 1 ჭიქა საკვები სოდის ნარევში მოათავსეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ და წყალში ფილტრის მეორე მხარე მოათავსეთ. ასე გამწოვის ფილტრს ორივე მხარეს ცხიმის, მტვრისა და ჭუჭყისგან გაწმენდთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს