შინაური აფთიაქი ფანჯრის რაფაზე: ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები, რომლებზეც აქამდე არ გსმენიათ

47157

ალბათ, ბევრს სმენია, პოპულარულ ოთახის მცენარეზე – ბარაქის ხეზე, რომელიც იზიდავს წარმატებას, სიმდიდრეს და კეთილდღეობას. მაგრამ მას ასევე სამკურნალო თვისებებიც გააჩნია, რომლებზეც მაკლებად არის ცნობილი.

ეს მცენარე ტოლს არ უდებს ალოეს. გირჩევთ, გაახაროთ ის შინ, თანაც მისი მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს.
ბარაქის ხე ჯანმრთელობის მაჩვენებელია. თუ შინ ვინმე ავად არის, ის ნელ-ნელა ჭკნება, ფოთლები კი ყვითლდება ან შავდება. თითქოსდა ეს მცენარე ნეგატიურ ენერგეტიკას ისრუტავს. და როცა ადამიანი გამოჯანმრთელდება, მცენარე კვლავ ცოცხლდება.

ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები

მსუბუქი დამწვრობა, ჭრილობა, დაბეჟილობა

გახეხეთ ბარაქის ხის რამდენიმე ფოთოლი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ დაამაგრეთ ბინტით. გამოიცვალეთ სახვევი ყოველ 5 საათში.

მწერების ნაკბენი

წაისვით ნაკბენებზე ბარქაის ხის ფოთლების წვენი.

პიელონეფრიტი და ცისტიტი

დააქუცმაცეთ ბარაქის ხის 5 ფოთოლი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დააყენეთ 1 საათით და დაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამამდე 20 წუთით ადრე დღეში 2-ჯერ.

ყელის ტკივილი

დაწურეთ 10 ფოთლის წვენი, შეურიეთ 300 მლ თბილი წყალი. გაივლეთ ყელი დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ.

კუჭის და 1გოჯა ნაწლავის წყლული

საკვების პირველი მიღების წინ 1 საათით ადრე მიიღეთ ბარაქის ხის 2 ფოთოლი, დაღეჭეთ კარგად.

ჰერპესი ტუჩებზე

დაწურეთ რამდენიმე ფოთლის წვენი, წაისვით ჰერპესულ გამონაყარზე ყოველ საათიში ერთხელ.

ართრიტი, ართროზი

დაწურეთ 13-15 ფოთლის წვენი და წაისვით მტკივან სახსრებზე ძილის წინ.

ყურადღება:ბარაქის ხე შეიცავს დარიშხანს, ამიტომ დოზების რაოდენობაში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია გამოყენებამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს