ამ საშუალებით მკურნალობდენ საკმაოდ მძიმე დაავადებებს: ფასდაუდებელი წამალი წაბლის ყვავილებისგან

1957

წაბლის ყვავილების ნახარშს ან სპირტიან ხსნარს მიირთმევენ გულის, ღვიძლის დაავადებების, ფილტვების ტუბერკულოზის, ქოშინის, ლეიკემიის, რევმატიზმის დროს. ნაყენს შეიზელენ ართრიტული და პოდაგრული ტკივილების დროს.

ლეიკემია

გამოიყენება წაბლის ყვავილები(ღეროების გარეშე). 1ს.კ. გამომშრალ ნედლეულს დაასხით 200 მლ წყალი, აადუღეთ ოღონდ არ მოხარშოთ. დააყენეთ 5-8 საათით. გაწურეთ და მიირთვით 1 ყლუპი ერთ მიღებაზე. დღეში მაქსიმუმ 1 ლ ნაყენი უნდა მიირთვათ, თუმცა დოზირება ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, რადგან დოზის გადამეტებამ შეიძლება კრუნჩხვები გამოიწვიოს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 15-20 დღე. კურსის გამეორება შეიძლება ათდღიანი პაუზის შემდეგ.

თავის ტვინის სიმსივნე

აღნიშნული ყვავილების ნაყენი იმავე პროპორციებითაა რეკომენდებული თავის ტვინის სიმსივნის დროს. ყვავილების ნაყენი აღადგენს ცილოვან სტრუქტურას, კურნავს სისხლს, აღადგენს ორგანიზმის ბიოველს.

ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია

6-8 ს.კ. მშრალ ნედლეულს დაასხით 1 ლ წყალი, აადუღეთ, ოღონდ არ მოხარშოთ. გაახვიეთ თბილად, მთელი ღამით. მიირთვით დღის განმავლობაში თითო ყლუპი ყოველ 1 საათში.

ვენების გაგანიერება

დააყენეთ 50 გ ყვავილები(ღეროების გარეშე) 0.5 ლ არაყში, 14 დღის განმავლობაში.

ამ დროისთვის, სანამ ნაყენი მზადდება, მოამზადეთ მალამო: გვირილის ყვავილებისა და სალბის ფოთლებისა და ყვავილების 10-10 გ ფხვნილი, 50 გ წაბლის დახეხილი ნაყოფი და 5 გ კარტოფილის სახამებელი შეურიეთ. მოასხით მასას 200 გ ქათმის ცხელი ქონი, გააჩერეტ ორთქლის აბაზანაზე 2.5 საათით, დააყენეთ მთელი ღამით, დილით ისევ აადუღეთ, გამორთეთ ცეცხლი და გაწურეთ მასა ცხლადვე, სანამ გაგრილებულა. მოათავსეთ მალამო ქილაში და შეინახეთ მაცივარში. გახსენით 30 წვეთი ნაყენი წყალში და მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში. ამავდროულად, შეიზილეთ ვენებში მალამო.

წაბლის ყვავილებისა და ფოთლების ნახარში

100 გ ყვავილებსა და ფოთლებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 3 საათით, ამის შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ცხლად, 25 მლ ოდენობით, დღეში სამჯერ, ჭამამდე.

ბუასილი

ახალმოკრეფილი წაბლის ფოთლების 25-30 წვეთი წვენი გახსენით 1 ს.კ. წყალში და მიიღეთ დღეში ორჯერ, ფეხებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ჰემოროიდული კვანძების გაჩენისას.

რევმატიზმი, ართრიტი

გამომშრალი ყვავილების სპირტიანი ნაყენი(40 გ 1 ლ სპირტზე) შეიზილეთ რევმატული და ართრიტული ტკივილების დროს.

თრომბოზი

წამლის მოსამზადებლად აიღეთ 30 გ წაბლის ნაყოფი და ყვავილები, დააქუცმაცეთ და დააყენეთ 1 კვირით 300 გ არაყზე, ბნელ ადგილას. შეანჯღრიეთ დროგამოშვებით და გაწურეთ. მიირთვით ჭამამდე, დღეში სამჯერ, 30 წვეთის ოდენობით.

უკუჩვენებები

წაბლის უამრავი სასარგებლო თვისების მიუხედავად, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ მისი უკუჩვენებების შესახებ: წაბლის უკუჩვენებაა ატონური ყაბზობა, ჰიპოციდური გასტრიტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევები და შეკავება, სისხლის ცუდად შედედებადობა, თრომბოციტოპენია.

არ შეიძლება შინაგანად მოხმარება ჰიპოტონიის დროსაც. დოზის გადაჭარბება გამოიწვევს კრუნჩხვებს – ხელებზე თითებს გადაგიჯვარედინებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს