ვამზადებთ ჯანმრთელობის ელექსირს ფიჭვის მწვანე გირჩებისგან: განიკურნეთ ბუნებრივად

1696

15 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში მოკრეფილი ფიჭვის ახალგაზრდა გირჩებისგან დამზადებული მურაბა – შესანიშნავი საშუალებაა ხველისა და ბრონქიტის წინააღმდეგ. უბრალოდ მოათავსეთ 50-60 გირჩი ემალირებულ ქვაბში და დაასხით 2 ლ წყალი, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 2 საათით. ამის შემდეგ ამოიღეთ გირჩები, გააგრილეთ ნახარში, დაუმატეთ 2 კგ შაქარი და კიდევ 1.5 საათით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. მზა მურაბა მიიღეთ 1 ს.კ. ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე, სანამ არ გამოჯანმრთელდებით.

გირჩებს ჰიპერტონიის დროს წნევის დარეგულირება და, ასევე, გასტრიტის დამარცხებაც შეუძლია. 1 წილ დაქუცმაცებულ გირჩს დაასხით 10 წილი არაყი, გააჩერეთ 1 კვირით თბილ ადგილას, ამის შემდეგ კი მიიღეთ 1 ს.კ. ნაყენი დღეში სამჯერ, 1-2 თვის განმავლობაში.

ფიჭვის თაფლი გვეხმარება თირკმლების დაავადებებისა და ნებისმიერი სახის გაციების დროს. ახალგაზრდა გირჩები უნდა დააქუცმაცოთ, მოათავსოთ ქვაბში და დაფაროთ შაქრით. დადგით ჭურჭელი მზიან ფანჯრის რაფაზე და დროდადრო შეანჯღრიეთ. რამდენიმე დღეში სქელ, გემრიელ სიროფს მიიღებთ. დაუმატეთ იგი გრილ სასმელებს, მიირთვით გირჩებიც. ასე გააგრძელეთ გამოჯანმრთელებამდე.

ფიჭვის ჯერ კიდევ ძალიან პატარა გირჩები დაგეხმარებათ თირკმლიდან და ნაღვლის ბუშტიდან კენჭების მოცილებაში. დაჭერით ნაყოფი, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი(გირჩები რომ დაფაროს). ხარშეთ 5 წუთით. როცა ნახარში გაგრილდება, გაწურეთ და მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი 3 კვირას მოიცავს.

მწვავე და ქრონიკული ფარინგიტის მკურნალობა რეკომენდებულია ინგალაციით. ამისთვის, დააქუცმაცეთ და თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ფიჭვის გირჩები, კალენდულას, ევკალიპტისა და გვირილის ფოთლები, შემდეგ 2 ს.კ. ამ მასას დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი და 7 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ მისგან ამომავალი ორთქლი. პროცედურა დღეში მინიმუმ ხუთჯერ უნდა ჩატარდეს.

ფიჭვის თაფლით გაციების, მრდ-სა და პნევმონიის მკურნალობაც შეიძლება. მის მოსამზადებლად მოათავსეთ ფიჭვის გირჩები ემალის ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ გიღცების სიმაღლეს 3-4 სმ-თი აღემატებოდეს. ამის შემდეგ, დადგით ჭურჭელი ნელ ცეცხლზე, შიგთავსი აადუღეთ და ხარშეთ თავდახურული 30 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ცეცხლი, გააგრილეთ 40-50 გრადუსამდე და გაწურეთ. დაუმატეთ ნახარშის თითოეულ ლიტრზე თითო კგ შაქარი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 1.5-2 საათი.

ხშირად, გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს მხედველობის ნერვის ატროფია ემართებათ. ამ შემთხვევაში, ოთხ ნაწილად დაყავით 1 საშუალო ზომის ლიმონი, დაუმატეთ 100 მომცრო ზომის ახალგაზრდა გირჩა, 25 გ ტეგნის ყვავილოვანი ბალახი, დაასხით ამ ყველაფერს 2.5 ლ წყალი ემალირებულ ქვაბში, მოაყარეთ 0.5 კგ შაქარი, აადუღეთ და ხარშეთ 30 წუთით ნელ ცეცხლზე. ფაახვიეთ ქვაბი თბილ საბანში და დააყენეთ 1 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. ოდენობით სამჯერ დღეში.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს განიკურნავთ, თუ შემდეგ ნაყენს მიირთმევთ: 100 გ გირჩს დაასხით 0.5 ლ ხარისხიან არაყს და დააყენეთ 14 დღით. მიირთვით ჭამამდე 1 ს.კ. ოდენობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს