„ვივიენი“ გიზიარებთ პატარა გოგონას, სკოლის მოსწავლის თხზულებას თემაზე „დედის გარეგნობა“:
„ჩემი დედა ძალიან ლამაზი და მოხდენილია. ყველა ამბობს, რომ მას მოხდენილი სხეულის ფორმა აქვს. სინამდვილეში, მე და მამამ ვიცით, რომ დედას არც ისეთი გრძელი ფეხები აქვს, უბრალოდ ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იცვამს. იცვამს არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ სამსახურში. სახლში დედა ქუსლიან ფეხსაცმელს იძრობს, რადგან მას ბრტყელი ტერფები აქვს.
თავი ჩემზე უფრო დიდი აქვს, რადგან ძალიან ჭკვიანია. დედას გრძელი ქერა თმა აქვს. როცა მზე ანათებს, მისი თმა ოქროსფერს ჰგავს. დედა თმას სპეციალური შამპუნით ხშირად იბანს, რომ ისინი თავზე გაჩერდნენ და არ გაფრინდნენ.
ყურებზე დედა ქვებიან ოქროს საყურეებს იკეთებს.
სახეზე მას აქვს სათვალეები, ნაცრისფერი თვალები და შავი წამწამები, ქუთუთოებზე ცისფერი ჩრდილი. წარბები დედას სხვადასხვანაირი აქვს. მას შეუძლია წარბებს სხვადასხვა ფორმა და ფერი მიანიჭოს და როგორც უნდა ისე მოხატოს.
ცხვირი ლამაზი და წვრილი აქვს მცირე კეხით იმის გამო, რომ ბავშვობაში ველოსიპედიდან გადმოვარდა. ცხვირზე მცირე კეხი დედას სათვალის ტარებაში ეხმარება.
ტუჩებიც სხვადასხვა ფერის აქვს, რადგან ყველანაირ ფერში იღებავს იმის მიხედვით, თუ რა აცვია: კაბაში თუ სასეირნოდ მიდის თუ სახლის ტანსაცმელში, პერანგი ქვედაბოლოსთან ერთად სამსახურისთვის თუ ბებიას წინდები, როცა აგარაკზე კარტოფილს ვთხრით.
კიდევ დედას სახეზე თანაბარი, თითქმის თეთრი კბილები აქვს. მას ძალიან გრძელი ყელი აქვს, მასზე დედა ძვირფას ქვებიან მსხვილ ძეწვკს იმაგრებს. ქვებს ყოველთვის ატარებს, რომ ოპერაციის კვალი არ გამოჩნდეს.
ის ფართობეჭიანია და ეს უხდება. დედას ლამაზი ქალური ხელები აქვს, მასზე დედას ყოველთვის უკეთია ბეჭედი და შეღებილი ფრჩხილები. მას თეთრ, წითელ ან გამჭვირვალე ლაქით იღებავს.
ბებია ამბობს, რომ მე და დედას ძალიან ფართო ძვლები და ამის გამო დიდი წელი გვაქვს. ფეხები სწორი და თანაბარი აქვს, რადგან არ მოუტეხია. ვფიქრობ, რომ დედას შეეძლო მოდელი გამხდარიყო. მაგრამ ძალიან დაბალია და ამის გამო იქ არ აიყვანენ.
მე და მამას დედა ძალიან გვიყვარს. როცა მამას ეს თხზულება წავუკითხე, მამამ იტირა და ითხოვა, რომ მამის აღწერა არ დამავალოთ, რადგან არ სურს, რომ აღვწერო“.