აი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ბუგრებს, რომ ყვავილი არ დავაზიანოთ: გამოცდილი მებაღეების ხრიკები

33627

ბუგრი ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი და გამძლე მავნებელია, რომელიც შეიძლება თქვენს ბაღში გაჩნდეს. როგორც ჩანს, ურთიერთსაპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ, სწორედ ამიტომ ბუგრი ხშირად თავის მსხვერპლად გასაოცარ და ლამაზ ვარდს ირჩევს.

როგორ ვებრძოლოთ ბუგრს ისე, რომ ყვავილი არ დავაზიანოთ? გამოცდილმა მებაღეებმა რამდენიმე ხრიკი იციან, რომლებიც ვარდის გაზრდასა და მავნებლებისა და დაავადებისგან დაცვაში დაგეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ ბუგრი

პირველ რიგში, ვარდი ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყოს, მაშინ ბუგრი მასზე არ დაიბუდებს. სწორედ ამიტომ ვარდის დროულად გამოკვება, ნიადაგის გაფხვიერება და ყვავილის ირგვლივ სარეველების მოშორება აუცილებელია. ბუგრის მოშორებაში რამდენიმე ხალხური მეთოდი დაგეხმარებათ.

იოდი და რძე

თქვენ დაგჭირდებათ იოდის ბოთლი, საფრქვეველი, შპრიცი და ნახევარი ჭიქა რძე. საფრქვეველი წყლით აავსეთ, შპრიცი – ნახევარი კუბი იოდით. იოდი და რძე ჭიქაში აურიეთ. რძე ყვითლად შეიღებება. შემდეგ საფრქვეველში გადაიტანეთ, სადაც 1 ლ წყალი უკვე ჩასხმულია. კარგად აურიეთ და ვარდები მორწყეთ.

ეს ნარევი ბუგრის საწინააღმდეგოდ შესანიშნავად გამოდგება, ასევე სოკოვანი დაავადებების (ფიტოფთროი, ნაცროვანი სოკო) პროფილაქტიკას წარმოადგენს. მაგალითად, ამ ხსნარით შეგიძლიათ პომიდვრები ფიტოფთორისგან დაიცვათ.

საპნიანი ხსნარი

1 ს/კ დიასახლისის საპონი სახეხზე გახეხეთ და 1 ლ წყალში გახსენით. ვარდის კოკრები ამ ხსნარით ფრთხილად დაასველეთ. შემდეგ მცენარე საპნიანი ხსნარით რამდენიმე დღე ზედიზედ მორწყეთ.

ნივრიანი ნაყენი

ხორცის გასატარებელ მანქანაში 300 გრ ნიორი ან ხახვი გაატარეთ. ნარევს 3 ლ წყალი დაასხით და 6-8 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და კიდევ 7 ლ წყალი და 70 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ამ ხსნარით ვარდები აუცილებლობის შემთხვევაში მორწყეთ.

კარტოფილი-საპნის ნაყენი

ნახევარი კგ კარტოფილი აიღეთ, გაასუფთავეთ და 3 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 48 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 50 გრ გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. აურიეთ და სამჯერ, ერთკვირიანი შესვენებით, ბუგრების მიერ დაზიანებული ვარდის ბუჩქები მორწყეთ.

ხახვის ფურცლები

ხახვის ფურცლებს ცხელი წყალი დაასხით, 1 დღე დააყენეთ, შემდეგ მიღებული ნაყენით ვარდის ბუჩქები მორწყეთ.

თამბაქოს ნაყენი

400 გრ თამბაქო და 9 ლ წყალი აურიეთ. შემდეგ ნარევი ნახევარი საათით აადუღეთ და 2 დღე დააყენეთ, მარლაში გადაწურეთ. 40 გრ დიასახლისის საპონი 1 ლ წყალში გახსენით, შემდეგ მზა თამბაქოს ნაყენს აურიეთ. მიღებული ხსნარით ვარდები მორწყეთ.

მებაღის დამხმარეები ბურგერთან ბრძოლის დროს

დამხმარე მცენარე

მცენარეებს რომლებიც მეგობრობენ და ერთად უკეთ იზრდებიან, თანამშრომელ მცენარეს უწოდებენ. გულყვითელას, ბაზილიკას, ლავანდის ან ხახვის ძლიერი სუნი ბუგრსა და სხვა მავნებლებს მოგაშორებთ.

თუ ოთახის ვარდზე ვსაუბრობთ, მის გვერდით ნემსიწვერას ქოთანი დადგით. აი, ციტრუსის მეზობლობა სასურველი არაა, რადგან ის სხვადასხვა მავნებლებს იზიდავს.

ბუგრების ბუნებრივი მტრები

ბუგრის დაუძინებელი მტერია ჭიამაია. ბუგრის მტერია ასევე ყურბელა, ოქროთვალასებრნი და ფუტკრები. მათ მოზიდვას შეძლებთ, თუ ბაღში მდოგვს, კამას, კვლიავს, ზიზილას და იას დარგავთ.

ფრინველები

ბუგრების გამოკვების შანსს ხელიდან არ უშვებს ბეღურა, ყარანა და წივწივა. მათ მოზიდვას კი საკვებისა და სასმელის დადებით შეძლებთ. ასე ბუგრებს მოიშორებთ და ჩიტების ჭიკჭიკით გაიხარებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს